საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 10/15 გვ. 3-6
  • სამი კითხვა ღმერთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სამი კითხვა ღმერთს
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1 „რატომ უშვებ ტანჯვას?“
  • 2 „რატომ არის რელიგიები სავსე თვალთმაქცობით?“
  • 3 „რატომ მოგვავლინე ამქვეყნად?“
  • მან შეიყვარა ჭეშმარიტება
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • ჭეშმარიტება ღვთის შესახებ
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 10/15 გვ. 3-6
კაცი ფიქრობს ადამიანების ტანჯვაზე, რელიგიურ თვალთმაქცობასა და ადამიანის გაჩენის მიზანზე

მთავარი თემა

სამი კითხვა ღმერთს

სუზენს ღვთის შესახებ კითხვები შვიდი წლის ასაკში გაუჩნდა, როცა მისი ცხრა წლის მეგობარი ალი პოლიომიელიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. წლების შემდეგ ეს ამბავი ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 2013 წლის 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა. საავადმყოფოში ალის მონახულების შემდეგ სუზენმა დედას ჰკითხა: „რატომ დამართა პატარა ბიჭუნას ღმერთმა ასეთი რამ?“. დედამ უპასუხა: „მღვდლები გვეტყოდნენ, რომ ღმერთს აქვს საამისო მიზეზები, მაგრამ მე წარმოდგენა არა მაქვს, რა შეიძლება იყოს ეს“. 1954 წელს, ალის ავად გახდომიდან ორი წლის შემდეგ, როცა მკვლევარმა ჯონას სალკიმ პოლიომიელიტის ვაქცინა გამოიგონა, დედამ სუზენს უთხრა, ამ ვაქცინის გამოგონება ალბათ ღვთის ნება იყოო. პასუხად სუზენმა მიუგო: „უკეთესი იქნებოდა, ღმერთი მანამ დახმარებოდა ექიმებს, სანამ ალის ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდებოდა“. ბავშვობაში განცდილი ამ მტკივნეული ამბის თხრობა სუზენმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „[ალი] რვა წლის შემდეგ დაიღუპა. იმ დროისთვის ღვთის რწმენა საერთოდ დაკარგული მქონდა და უკვე ათეისტი ვიყავი“. სუზენის მსგავსად მრავალი, ვის ცხოვრებაშიც ტრაგედია დატრიალებულა ან სხვისი უბედურების მომსწრე გამხდარა, დღემდე ვერ პოულობს დამაკმაყოფილებელ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ღმერთთან დაკავშირებით აწუხებთ. მათგან ზოგი ათეისტი გახდა, ზოგი ბოლომდე არ უარყოფს ღვთის არსებობას, მაგრამ მისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი. ის, რომ ადამიანი ათეისტი ან სკეპტიკოსია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე. პირიქით, ხშირად სწორედ რელიგია ხდება მისი ურწმუნოების მიზეზი. შესაძლოა ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ რელიგიები პასუხს ვერ სცემენ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ კითხვებს, რომლებიც მათ უჩნდებათ. რა კითხვებია ეს? პარადოქსია, მაგრამ მათ სწორედ ის კითხვები აწუხებთ, რომლებიც ბევრ მორწმუნე ადამიანს. განვიხილოთ სამი კითხვა, რომელსაც ხალხი ღმერთს დაუსვამდა და გავიგოთ, როგორ პასუხობს მათ შეკითხვებს ბიბლია.

1 „რატომ უშვებ ტანჯვას?“

რატომ უჩნდებათ ეს კითხვა?

ბევრი ფიქრობს, რომ მოსიყვარულე ღმერთი არ დაუშვებდა ამდენ უბედურებას.

დაფიქრდით: შესაძლოა სხვა ხალხის კულტურა და წეს-ჩვეულებები ჩვენთვის უცნაური და ყოვლად მიუღებელია. ამიტომ ადვილად შეიძლება მათი მოქმედებები არასწორად აღვიქვათ. მაგალითად, ზოგ კულტურაში საუბრისას თვალებში ყურება გულწრფელობის ნიშანია, ზოგან კი პირიქით, უპატივცემულობად აღიქმება. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ მათ მოქმედებებში რამე არასწორია. ნაცვლად ამისა, უკეთესი იქნებოდა, კარგად გავცნობოდით მათ კულტურას.

შეიძლება, რომ მსგავსი რამ ღმერთთან მიმართებითაც დაგვემართოს? ბევრის აზრით, ადამიანთა ტანჯვა ღვთის არარსებობაზე მოწმობს. თუმცა სხვებს, რომლებმაც გაიგეს, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, ეჭვი აღარ ეპარებათ მის არსებობაში.

რას ამბობს ბიბლია: ღვთისა და ადამიანების აზრები და გზები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან (ესაია 55:8, 9). ამიტომ ღვთის მოქმედებები და იმის მიზეზები, თუ რატომ იცდის იგი გარკვეული პერიოდი მანამ, სანამ რამეს მოიმოქმედებს, შეიძლება თავიდან ჩვენთვის გაუგებარი იყოს.

თუმცა ბიბლია მხარს არ უჭერს გავრცელებულ არასწორ თვალსაზრისს, რომ შეუცნობელია ღვთის გზები. პირიქით, ის მოგვიწოდებს, უკეთ გავეცნოთ მას, რაც დაგვეხმარება, გავიგოთ, რატომ მოქმედებს ღმერთი ასე თუ ისე ან რატომ არჩევს ამისათვის კონკრეტულ დროს.a თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო გაცნობა კი არა, ღმერთთან დაახლოებაც შეგვიძლია (იაკობი 4:8).

2 „რატომ არის რელიგიები სავსე თვალთმაქცობით?“

რატომ უჩნდებათ ეს კითხვა?

ზოგის აზრით, თუ ღმერთი გულწრფელობას აფასებს, მაშინ მორწმუნე ადამიანები არ უნდა თვალთმაქცობდნენ.

დაფიქრდით: წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მზრუნველ მამას ვაჟი არ უფასებს ამაგს და სახლიდან მიდის, რათა გარყვნილ ცხოვრებას მიჰყოს ხელი. მამა არ იწონებს შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ზღუდავს მის თავისუფლებას. გონივრული იქნებოდა, მოგვიანებით ვინმეს დაესკვნა, რომ მამამისი ცუდი კაცი იყო ან ეთქვა, რომ მას საერთოდ არ ჰყავდა მამა? ნამდვილად, არა! მსგავსად ამისა, რელიგიებში არსებული თვალთმაქცობა იმაზე არ მოწმობს, რომ ღმერთი იწონებს მათ საქციელს. ღმერთი უბრალოდ ადამიანებს არჩევანის უფლებას უტოვებს.

რას ამბობს ბიბლია: ღმერთს სძულს რელიგიური თვალთმაქცობა (იერემია 7:29—31; 32:35). თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ადამიანებს არ ართმევს ნების თავისუფლებას. ბევრი, ვინც თავს ღვთის მორწმუნედ აცხადებს, ირჩევს, ადამიანის გამოგონილ რელიგიურ სწავლებებს მიჰყვეს და თავადვე დაადგინოს ზნეობრივი ნორმები (მათე 15:7—9).

ამის საპირისპიროდ, ღვთის მოსაწონ რელიგიაში თვალთმაქცობას არა აქვს ადგილი.b იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ეს „სიყვარული უთვალთმაქცო [უნდა] იყოს“ (რომაელები 12:9). უმეტეს რელიგიებში ასეთი სიყვარული არ არსებობს. მაგალითად, 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს ათობით ათასმა მორწმუნე ადამიანმა თავისივე რელიგიის მიმდევრები დახოცა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა ტომის წარმომადგენლები იყვნენ. მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეებს მონაწილეობა არ მიუღიათ ხოცვა-ჟლეტაში. ბევრმა მათგანმა დაიცვა როგორც თანამორწმუნეები, ისე სხვები, რის გამოც საკუთარი სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში. ასეთი უანგარობა იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს რელიგია, რომლის მიმდევრებიც თვალთმაქცობას არ ავლენენ.

3 „რატომ მოგვავლინე ამქვეყნად?“

რატომ უჩნდებათ ეს კითხვა?

ზოგს აინტერესებს, რატომ ვცოცხლობთ მხოლოდ 80-90 წელი? ნუთუ ასე ხანმოკლე სიცოცხლისთვის გავჩნდით?

კაცი კითხულობს ბიბლიას

დაფიქრდით: ბევრი ურწმუნო ადამიანიც კი აღიარებს მატერიალური სამყაროს რთულ აგებულებას და მასში არსებულ წესრიგს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედამიწის, მთვარისა და სხვა პლანეტების ურთიერთმდებარეობა ხელს უწყობს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას. მათი თქმით, ფიზიკური კანონები, რომლებითაც სამყარო იმართება, იმდენად სრულყოფილი და დახვეწილია, რომ ოდნავი ცვლილებაც კი შეუძლებელს გახდიდა დედამიწაზე სიცოცხლეს.

რას ამბობს ბიბლია: მაშინ, როცა ბევრი ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას ღვთის არარსებობას უკავშირებს, სამყარო შემოქმედის არსებობის დამადასტურებელ უამრავ ფაქტზე უსიტყვოდ ღაღადებს (რომაელები 1:20). შემოქმედმა ყველაფერი კონკრეტული მიზნით შექმნა და ჩვენი ამქვეყნად მოვლინებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. ღმერთმა დედამიწას მარადიული ცხოვრებისთვის მოგვავლინა. მისი ეს განზრახვა არასოდეს შეცვლილა! (ფსალმუნი 37:11, 29; ესაია 55:11).

მართალია, სამყაროზე დაკვირვებით შესაძლებელია ღვთის არსებობაში დარწმუნება და ზოგიერთი მისი თვისების დანახვა, მაგრამ ღმერთი თავის განზრახვას სხვა საშუალებით გვიმხელს. ის თავის განზრახვას და შესაბამისად, ჩვენი გაჩენის მიზანს, ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს და ამგვარად, მარტივი და არაორაზროვანი ენით გველაპარაკება.c იეჰოვას მოწმეები გიწვევენ, უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები ბიბლიაში ეძებოთ.

a იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-15 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

მის კითხვებს პასუხი გაეცა

ახალგაზრდა ჰარი პელოიანი სამხედრო ფორმაში

ბავშვობაში ჰარის ვერ გაეგო, რატომ უშვებდა მოსიყვარულე ღმერთი ტანჯვას. ახალგაზრდობაში, მას შემდეგ, რაც ომის საშინელების მომსწრე გახდა, გონებაში გამუდმებით უტრიალებდა ერთი კითხვა: „თუ არსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი, რატომ უშვებს უბედურებებს და ამდენი ადამიანის, განსაკუთრებით უდანაშაულო ბავშვების, ტანჯვას?“.

ჰარიმ თავის კითხვებზე პასუხები ვერც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო და ვერც მაშინ, როცა სხვადასხვა რელიგია გამოიკვლია. მრავალწლიანი უშედეგო ძიების მერე მან დაასკვნა, რომ ღმერთი არ არსებობდა.

ჰარი

ჰარი

როგორც იქნა, ჰარიმ პასუხები ბიბლიაში იპოვა, რაც მისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მან გაიგო, რომ ღმერთი არ დგას ბოროტების უკან. პირიქით, ღმერთს სძულს ბოროტება და გული სტკივა, როცა ხედავს, როგორ იტანჯებიან ადამიანები (იგავები 6:16—19; ესაია 63:9; იაკობი 1:13). მან ისიც შეიტყო, რომ ყველანაირი ტანჯვისა და ტკივილის მიზეზი ისევ და ისევ ადამიანები იყვნენ, რომლებმაც დასაწყისშივე უარყვეს ღვთის მმართველობა და ღვთისგან მინიჭებული ნების თავისუფლება იმისთვის გამოიყენეს, რომ თავად გადაეწყვიტათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი (კანონი 32:4, 5; იაკობი 1:14, 15). ჰარიმ ისიც დაინახა, რომ ურჩობის მიუხედავად, ღმერთს ხელი არ ჩაუქნევია კაცთა მოდგმაზე. მან უმალვე მიიღო გადაწყვეტილება, აღმოეფხვრა ბოროტება და ტანჯვა და მთლიანად გამოესწორებინა წახდენილი საქმე. მანამდე კი, სანამ ეს დრო დადგება, ჰარის იმის ცოდნა ანუგეშებს, რომ ღმერთი მხარში გვიდგას და გვეხმარება, მოვითმინოთ დღეს არსებული ბოროტება (დაბადება 3:15; რომაელები 8:20, 21; გამოცხადება 21:4).

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე ნაპოვნმა პასუხებმა მხოლოდ ცნობისმოყვარეობა როდი დაუკმაყოფილა ჰარის. სიმართლემ მას ის ემოციური ტკივილი აატანინა, რაც შემდგომში მის ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება