საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 3 გვ. 14-15
  • ანგელოზები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ანგელოზები
  • გამოიღვიძეთ! — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვინ არიან ანგელოზები?
  • რა როლს ასრულებდნენ ანგელოზები ძველ დროში?
  • რა როლს ასრულებენ ანგელოზები დღეს?
  • როგორ გეხმარებიან ანგელოზები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ვინ არიან ანგელოზები?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ვინ არიან სინამდვილეში ანგელოზები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ანგელოზები ერევიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 3 გვ. 14-15
ანგელოზი მოსეს ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში ეცხადება

ბიბლიის თვალსაზრისი

ანგელოზები

ანგელოზების შესახებ არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში ვკითხულობთ; ისინი აგრეთვე წარმოდგენილნი არიან ხელოვნების ნიმუშებსა თუ ფილმებში. მაგრამ ვინ არიან ანგელოზები და რა როლს ასრულებენ?

ვინ არიან ანგელოზები?

რას ამბობს ბიბლია:

ხილული სამყაროსა და პირველი ადამიანების შექმნამდე ყოვლისშემძლე ღმერთმა უამრავი მოაზროვნე ქმნილება შექმნა. ისინი ადამიანებზე გაცილებით ძლიერები არიან და ღმერთთან ერთად ზეცაში, ჩვენთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას, მკვიდრობენ (იობი 38:4, 7). ბიბლია მათ „სულებს“ და „ანგელოზებს“ უწოდებს (ფსალმუნი 104:4).a

რამდენი ანგელოზი არსებობს? უთვალავი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის ტახტის წინ „ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ ანგელოზი იყო (გამოცხადება 5:11). თუ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით გავიგებთ, გამოდის, რომ ასობით მილიონი ანგელოზი არსებობს!

„ვიხილე ტახტის . . . ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზი . . . მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ (გამოცხადება 5:11).

რა როლს ასრულებდნენ ანგელოზები ძველ დროში?

რას ამბობს ბიბლია:

ანგელოზები ხშირად ღვთის წარმომადგენლებად ან მაცნეებად მსახურობდნენ.b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მათ თავისი დიდებული და სასწაულებრივი საქმეების შესასრულებლად იყენებდა. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა აბრაამთან, რათა შეეჩერებინა იგი, როცა თავისი შვილის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვას აპირებდა (დაბადება 22:1—18). სწორედ ანგელოზი გამოეცხადა მოსესაც ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში, რათა მისთვის გადაეცა ცნობა, რომელიც მთლიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას (გამოსვლა 3:1, 2). როცა წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა და ლომებს პირი აუკრა (დანიელი 6:22).

„გამოეცხადა [მოსეს] იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში“ (გამოსვლა 3:2).

რა როლს ასრულებენ ანგელოზები დღეს?

რას ამბობს ბიბლია:

ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რას აკეთებენ ანგელოზები დღეს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი სიმართლეს მოწყურებულ ადამიანებს ღვთის გაცნობაში ეხმარებიან (საქმეები 8:26—35; 10:1—22; გამოცხადება 14:6, 7).

იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურს, იაკობს, ახილვინა სიზმარი, რომელშიც ნახა ცადაწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ (დაბადება 28:10—12). ამ სიზმრიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ღმერთი ანგელოზებს დედამიწაზე გარკვეული დავალების შესასრულებლად გზავნის. ღმერთი მათი მეშვეობით ეხმარება თავის ერთგულთ, რომელთაც მისი მხარდაჭერა ესაჭიროებათ (დაბადება 24:40; გამოსვლა 14:19; ფსალმუნი 34:7).

„მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე“ (დაბადება 28:12).

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი სულიერი ქმნილება ღმერთს დაუპირისპირდა. ამ ბოროტ ქმნილებებს „დემონები“ ეწოდათ (ლუკა 10:17—20).

b ბერძნული და ებრაული სიტყვები, რომლებიც „ანგელოზად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „მაცნეს“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება