საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 5 გვ. 10-11
  • ომი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ომი
  • გამოიღვიძეთ! — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ აწარმოებდა ისრაელი ომებს?
  • იკავებს დღეს ღმერთი ომის დროს ვისიმე მხარეს?
  • მოეღება ოდესმე ომს ბოლო?
  • როგორ უყურებს ღმერთი ომს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ღვთის შეხედულება ომზე დღეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რატომ არ ვიბრძვით ძველ დროში მცხოვრები ისრაელების მსგავსად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • ღვთის შეხედულება ომზე ძველ დროში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 5 გვ. 10-11
დალეწილი იარაღი

ბიბლიის თვალსაზრისი

ომი

ძველ დროში ისრაელი თავისი ღვთის, იეჰოვას სახელით ომობდა. ნიშნავს ეს იმას, რომ დღეს ღმერთი იწონებს ომებს?

რატომ აწარმოებდა ისრაელი ომებს?

რას ამბობს ხალხი:

ისრაელები თაყვანს სცემდნენ სისხლმოწყურებულ „ომის ღმერთს“.

რას ამბობს ბიბლია:

ერები, რომლებიც ისრაელმა დაამარცხა, აღმაშფოთებელ ძალადობას და უკიდურეს გარყვნილებას სჩადიოდნენ. მათთვის ჩვეული რამ იყო ცხოველებთან სქესობრივი კავშირი, სისხლის აღრევა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ღმერთი საუკუნეების მანძილზე ითმენდა ამ ხალხების აღვირახსნილობას და გამოსწორების შესაძლებლობას აძლევდა. ბოლოს მან ისრაელს ასეთი სიტყვები უთხრა: „ამის კეთებით თავი გაიუწმინდურეს იმ ხალხებმა, რომლებსაც თქვენგან განვდევნი“ (ლევიანები 18:21—25; იერემია 7:31).

„იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე“ (კანონი 9:5).

იკავებს დღეს ღმერთი ომის დროს ვისიმე მხარეს?

შესაძლოა შეგიმჩნევიათ,

რომ ომის დროს კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის რელიგიური წინამძღოლები აცხადებენ, რომ ღმერთი მათთანაა. ერთ წიგნში ნათქვამია: „რელიგიის ჩარევის გარეშე არც ერთი ომი არ გაჩაღებულა“ (The Causes of War).

რას ამბობს ბიბლია:

ქრისტიანებს არა აქვთ უფლება, ჩაებან შეიარაღებულ კონფლიქტებში. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს“ (რომაელები 12:18, 19).

იესოს არ მოუწოდებია თავისი მიმდევრებისთვის, ომში ჩაბმულიყვნენ, პირიქით, მან ასეთი რამ უთხრა მათ: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათე 5:44, 45). ქრისტიანებმა, რომლებიც არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, მაშინაც კი უნდა დაიცვან ნეიტრალიტეტი, როცა მათი ქვეყანა ომში ებმება (იოანე 15:19). თუ ღმერთი მოითხოვს თავისი თაყვანისმცემლებისგან, რა ეროვნებისაც უნდა იყვნენ ისინი, შეიყვარონ თავიანთი მტრები და ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი დარჩნენ, მაშ, როგორღა დაიკავებს შეიარაღებულ კონფლიქტში ვისიმე მხარეს?

„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36).

მოეღება ოდესმე ომს ბოლო?

რას ამბობს ხალხი:

ომი ყოველთვის იყო და იქნება. ერთ წიგნში ნათქვამია: «ომს „საფრთხე“ არ ემუქრება. ამ საუკუნეში მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს» (War and Power in the 21st Century).

რას ამბობს ბიბლია:

ომებს მაშინ მოეღება ბოლო, როცა აღარავის ექნება ბრძოლის სურვილი. მალე ღვთის სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების, მმართველობის დროს ყოველგვარი იარაღი მოისპობა და ადამიანები მშვიდობისმყოფელები გახდებიან. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი „საქმეებს მოაგვარებს შორს მცხოვრები ძლიერი ერებისთვის. ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (მიქა 4:3).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს აღარ იარსებებს ერთმანეთთან მოქიშპე სახელმწიფოები, აღარავინ არასდროს გაატარებს ისეთ უსამართლო პოლიტიკას, რაც მოქალაქეებს ბუნტისკენ უბიძგებს და აღარც დისკრიმინაციას ექნება ადგილი, რაც ეთნიკურ დაპირისპირებებს იწვევს. შედეგად, ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო ომს. ღმერთი გვპირდება: „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

„ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება