საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g18 № 2 გვ. 6
  • 3. პატივისცემა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 3. პატივისცემა
  • გამოიღვიძეთ! — 2018
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ
  • ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ
  • როგორ გამოვავლინოთ პატივისცემა
    გამოიღვიძეთ! — 2016
  • რატომ შორდებიან ასაკოვანი წყვილები?
    რჩევები ოჯახებს
  • შესაძლებელია შერიგება?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • როგორ წავიდეთ დათმობაზე
    გამოიღვიძეთ! — 2014
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2018
g18 № 2 გვ. 6
წყვილი დუღაბით კრავს აგურებს

პატივისცემა ისევე ამტკიცებს ოჯახურ კვანძებს, როგორც დუღაბი — შენობის კედლებს

ᲬᲧᲕᲘᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

3. პატივისცემა

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

წყვილები, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს, უთანხმოების დროსაც კი ითვალისწინებენ ერთმანეთის გრძნობებს. ერთ წიგნში, რომელიც ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება, ნათქვამია: „ასეთი წყვილები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ურთიერთობა ჩიხში არ მოექცეს. აზრთა სხვადასხვაობის დროს ისინი გულახდილად საუბრობენ, პატივისცემით უსმენენ ერთმანეთს, დათმობაზე მიდიან და ცდილობენ, ისეთი გამოსავალი იპოვონ, რაც ორივესთვის საუკეთესო იქნება“ (Ten Lessons to Transform Your Marriage).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „სიყვარული . . . მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს“ (1 კორინთელები 13:4, 5).

„მეუღლისადმი პატივისცემა გულისხმობს, ვიცოდე მისი ფასი და ისეთი არაფერი გავაკეთო, რაც მას ღირსებას შეულახავს ან ჩვენს ურთიერთობას ბზარს გაუჩენს“ (მაიკი).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივისცემით არ ეპყრობა, შეიძლება მათთვის ჩვეული გახდეს საუბრის დროს ერთმანეთის კრიტიკა, აბუჩად აგდება ან სარკასტული შენიშვნების მიცემა. როგორც სპეციალისტები ხსნიან, სწორედ ეს არის პირველი სიმპტომები, რასაც ოჯახი დანგრევამდე მიჰყავს.

„თუ ცოლის დამცირება, კბენა ან მისი მასხრად აგდება გახასიათებს, მის ნდობას დაკარგავ, თავს არარაობად აგრძნობინებ და თქვენს ქორწინებას ძირს გამოუთხრი“ (ბრაიანი).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ

ერთი კვირის მანძილზე დააკვირდით, როგორ ესაუბრებით და ექცევით მეუღლეს. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რამდენჯერ გავაკრიტიკე ის და რამდენჯერ შევაქე?

  • კონკრეტულად რით გამოვხატე მისდამი პატივისცემა?

ᲔᲠᲗᲐᲓ ᲘᲛᲡᲯᲔᲚᲔᲗ

  • რა იქნება მეუღლის მხრიდან თქვენდამი პატივისცემის მაჩვენებელი?

  • რა იქნება მეუღლის მხრიდან თქვენდამი უპატივცემულობის მაჩვენებელი?

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ

  • ფურცელზე ჩამოწერეთ სამი რამ, რაშიც გინდათ, რომ მეუღლემ თქვენდამი პატივისცემა გამოავლინოს. იგივე გააკეთოს თქვენმა მეუღლემაც. შემდეგ გაცვალეთ ფურცლები და შეეცადეთ, ამ საკითხებში გაუმჯობესდეთ.

  • ჩამოწერეთ ის თვისებები, რაც გხიბლავთ თქვენს მეუღლეში. შემდეგ უთხარით, რომ ძალიან მოგწონთ, ასეთი თვისებები რომ აქვს.

„მეუღლეს საქმეებით ვაჩვენებ, რომ ვაფასებ მას და მინდა, ბედნიერი იყოს. სწორედ ეს არის პატივისცემა. საჭირო არ არის, მაინცდამაინც გმირობა ჩაიდინო, ხშირად პატივისცემა პატარ-პატარა საქმეებით ვლინდება“ (მეგანი).

შეიძლება თვლიდეთ, რომ მეუღლეს პატივს სცემთ, მაგრამ სინამდვილეში მთავარი ის არის, მეუღლე თუ გრძნობს თქვენი მხრიდან პატივისცემას.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, აგრეთვე სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება