საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g19 № 2 გვ. 4-5
  • 1. თავშეკავება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1. თავშეკავება
  • გამოიღვიძეთ! — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის თავშეკავება?
  • რატომ არის კარგი თავშეკავების გამომუშავება?
  • როგორ ვასწავლოთ შვილს თავშეკავება?
  • ასწავლეთ შვილებს თავშეკავება
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • განივითარეთ თავშეკავება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • გამოავლინეთ თავშეკავება, რათა ჯილდო მოიპოვოთ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • დაურთეთ ცოდნას თავშეკავება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2019
g19 № 2 გვ. 4-5
დედა უფლებას არ აძლევს პატარა ბიჭუნას, რომ კიდევ ერთი კანფეტი აიღოს მაღაზიის დახლიდან

1. თავშეკავება

რა არის თავშეკავება?

თავშეკავება ნიშნავს . . .

  • გამოავლინო საკმარისი ნებისყოფა.

  • დაიოკო სურვილები.

  • საქმე ბოლომდე მიიყვანო.

  • სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დააყენო.

რატომ არის კარგი თავშეკავების გამომუშავება?

ბავშვები, რომლებიც თავშეკავებას ავლენენ, ადვილად არ ჰყვებიან ცდუნებას მაშინაც კი, თუ ეს მათთვის მიმზიდველია. ამის საპირისპიროდ, ის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ თავშეკავების გამოვლენა, დიდი ალბათობაა, რომ . . .

  • აგრესიულები გახდნენ.

  • დეპრესიაში ჩავარდნენ.

  • სიგარეტს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალონ.

  • არასწორად იკვებონ.

ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათი უმეტესობა, ვინც პატარაობიდანვე ავლენდა თავშეკავებას, კანონმორჩილი მოქალაქეა, ნაკლებად აქვს ფინანსური პრობლემები და ჯანმრთელობასაც ნაკლებად უჩივის. ამ გამოკვლევაზე დაყრდნობით პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ენჯელა დაკვორთმა ასეთი დასკვნა გააკეთა: „თავშეკავების გამოვლენა არასდროსაა ზედმეტი“.

როგორ ვასწავლოთ შვილს თავშეკავება?

თქვენი არა იყოს არა.

ბიბლიური პრინციპი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).

ზოგჯერ ბავშვს იმდენად უნდა, თავისი გაიტანოს, რომ ისტერიკაში ვარდება და სახალხოდაც კი არ ერიდება ამას. ეს შეიძლება ერთგვარი გამოცდა იყოს მშობლებისთვის. თუ მშობლები მის ჭკუაზე გაივლიან, იფიქრებს, რომ მისი ყველა კაპრიზი შესრულდება, თუ ისტერიკას მოაწყობს.

მეორე მხრივ, თუ მშობლის არა იქნება არა, ბავშვი ისწავლის, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ მიიღებს იმას, რასაც მოისურვებს. ფსიქოლოგი დეივიდ უოლში თავის წიგნში წერს: „პარადოქსია, მაგრამ ის უფრო ბედნიერია, ვინც თავშეკავებას ავლენს, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავს არაფერზე ეუბნება უარს. როცა ბავშვს ყველა სურვილს არ ვუსრულებთ, ვასწავლით, რომ ცხოვრება ყოველთვის ყველაფერს ლანგრით არ მიართმევს“.a

თუ ბავშვს ყველა სურვილს არ შეუსრულებთ, დიდობაში უფრო გაუადვილდება თავშეკავების გამოვლენა, მაგალითად მაშინ, როცა ნარკოტიკებს ან სექსს შესთავაზებენ, ან სხვა ცუდი რამისკენ უბიძგებენ.

დააფიქრეთ შედეგებზე.

ბიბლიური პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ ყოველ ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. შესაბამისად, თავშეუკავებლობას არასასურველი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, თუ თქვენი ვაჟი ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, მასთან ურთიერთობას ყველა მოერიდება. მაგრამ, თუ ისწავლის, დაძაბულ სიტუაციებში თავი ხელში აიყვანოს და მოთმინება არ დაკარგოს, მაშინ მასთან ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნო იქნება. დაანახვე შვილს, რომ, თუ თავშეკავებას გამოიმუშავებს, ნაკლებ პრობლემებს შეხვდება ცხოვრებაში.

ასწავლეთ პრიორიტეტების დადგენა.

ბიბლიური პრინციპი: დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

თავშეკავება მხოლოდ ცუდის გაკეთებისგან თავის შეკავებას არ ნიშნავს. ის აგრეთვე გულისხმობს აუცილებელი საქმის ბოლომდე მიყვანას მაშინაც კი, თუ ეს საქმე დიდად არ მოგვწონს ან არ გვეხალისება მისი კეთება. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ, განსაზღვროს, რა უფრო მნიშვნელოვანია და პირველ რიგში ამით დაკავდეს. მაგალითად, ჯერ საშინაო დავალებები მოამზადოს და მერე გაერთოს.

მაგალითი მიეცით.

ბიბლიური პრინციპი: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:15).

ბავშვები ხედავენ, როგორ იქცევით ისეთ სიტუაციებში, როცა რაღაცაზე შეიძლება გული აგიცრუვდეთ. თქვენი მაგალითით აჩვენეთ, რომ ასეთ სიტუაციებში თავშეკავების გამოვლენას კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, როცა შვილი თქვენს მოთმინებას სცდის, მაშინვე გამოდიხართ წყობილებიდან თუ სიმშვიდეს ინარჩუნებთ?

a ამონარიდი წიგნიდან No: Why Kids—of All Ages—Need to Hear It and Ways Parents Can Say It.

დედა უფლებას არ აძლევს პატარა ბიჭუნას, რომ კიდევ ერთი კანფეტი აიღოს მაღაზიის დახლიდან

ბავშვობიდანვე ასწავლეთ

თუ ბავშვს ყველა სურვილს არ შეუსრულებთ, დიდობაში უფრო გაუადვილდება თავშეკავების გამოვლენა, მაგალითად მაშინ, როცა ნარკოტიკებს შესთავაზებენ ან სხვა ცუდი რამისკენ უბიძგებენ

მაგალითი მიეცით

  • ხედავს ჩემი შვილი, რომ არ გამოვდივარ მდგომარეობიდან და თავშეკავებას ვავლენ ისეთ სიტუაციებში, როცა შეიძლება რაღაცაზე გული ამიცრუვდეს?

  • ვუხსნი ჩემს შვილს, რატომ ვინარჩუნებ სიმშვიდეს ასეთ დროს?

  • როგორი ვარ ჩემი შვილის თვალში — იმპულსური და ფიცხი თუ გაწონასწორებული და თავშეკავებული?

აი, რას გვიზიარებენ მშობლები

„სავსებით ბუნებრივია, ბავშვი რაღაცაზე გაბრაზდეს, მაგრამ ჩვენს გოგონას არ ვაძლევდით უფლებას, სხვები შეეწუხებინა თავისი უარყოფითი ემოციებით. თუ თავს ვერ იკავებდა, იქაურობა უნდა დაეტოვებინა, სანამ არ დამშვიდდებოდა“ (ტერეზა).

„ბავშვები თუ კარგად იქცეოდნენ, მე და ჩემი ცოლი საქებარ სიტყვებს არ ვიშურებდით მათთვის განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეების დროს სიმშვიდეს და დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ და თავშეკავებას ავლენდნენ“ (უეინი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება