საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g19 № 2 გვ. 6-7
  • 2. თავმდაბლობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2. თავმდაბლობა
  • გამოიღვიძეთ! — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის თავმდაბლობა?
  • რატომ არის კარგი თავმდაბლობის სწავლა?
  • როგორ ვასწავლოთ შვილს თავმდაბლობა?
  • განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • თავმდაბლობის მისაბაძი მაგალითები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2019
g19 № 2 გვ. 6-7
ბიჭუნა ურნაში ყრის ნაგავს

2. თავმდაბლობა

რა არის თავმდაბლობა?

თავმდაბალი ადამიანი სხვებს პატივისცემით ეპყრობა, ზემოდან არ უყურებს მათ და არც განსაკუთრებულ მოპყრობას ელის. ნაცვლად ამისა, ის გულწრფელად ინტერესდება სხვებით და მზად არის, მათგან ისწავლოს.

ზოგი თავმდაბლობას სისუსტედ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის სიძლიერის მაჩვენებელია, რადგან ეხმარება ადამიანს, დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებები და იცოდეს თავისი შესაძლებლობების ზღვარი.

რატომ არის კარგი თავმდაბლობის სწავლა?

  • კარგი ურთიერთობის საწინდარია. ერთ წიგნში ნათქვამია: „თავმდაბალი ადამიანები ადვილად უმეგობრდებიან სხვებს . . . და არ უჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა“ (The Narcissism Epidemic).

  • კარგი მომავლის წინაპირობაა. თუ ბავშვს თავმდაბლობას ასწავლით, დღესაც წაადგება და მომავალშიც, მაგალითად, როცა სამუშაოს ძებნას დაიწყებს. ფსიქოლოგი ლეონარდ საქსი თავის წიგნში წერს: „თუ ახალგაზრდას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ვერ აცნობიერებს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს, გასაუბრების დროს დამსაქმებელზე კარგ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებს. მაგრამ, თუ ახალგაზრდას მართლა აინტერესებს, რას ელოდება მისგან დამსაქმებელი, დიდი ალბათობაა, რომ მას სამუშაოზე აიყვანენ“.a

როგორ ვასწავლოთ შვილს თავმდაბლობა?

დაეხმარეთ, საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეს.

ბიბლიური პრინციპი: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალატელები 6:3).

  • ნუ შეუქმნით ილუზიებს. ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ყველა ოცნება აგისრულდება“ ან „რა მიზანიც არ უნდა დაისახო, ყველაფერს მიაღწევ“, შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ასე არ ხდება. თქვენი შვილი მაშინ უფრო იქნება წარმატებული, თუ რეალურ მიზნებს დაისახავს და მათ მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

  • უთხარით, რისთვის აქებთ. როცა შვილს აქებთ, ყოველთვის დააკონკრეტეთ, რისთვის აქებთ, თორემ შეიძლება იფიქროს, რომ იდეალური ბავშვია.

  • ნუ დართავთ ნებას, დიდი დრო დაუთმოს სოციალურ მედიას. ხშირად სოციალურ მედიაში საკუთარი მიღწევებისა და შესაძლებლობების აფიშირება ხდება. ასე თქვენი შვილი ნამდვილად ვერ ისწავლის თავმდაბლობას.

  • ასწავლეთ, უმალვე მოიბოდიშოს. დაეხმარეთ შვილს, დაინახოს, რა შეცდომა დაუშვა, და აღიაროს.

გაუღვივეთ მადლიერების გრძნობა.

ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

  • გაუღვივეთ მადლიერება შემოქმედების მიმართ. ბავშვებს უნდა უყვარდეთ ბუნება და კარგად ესმოდეთ, რომ სწორედ ბუნებაშია ყველაფერი, რაც საარსებოდ გვჭირდება — ჰაერი, წყალი, საკვები. ესაუბრეთ შვილებს ბუნების საოცრებებზე, რომ მათით აღტაცებულებს მადლიერების გრძნობა გაუჩნდეთ.

  • ასწავლეთ ადამიანების დაფასება. დაანახვეთ შვილს, რომ სხვები მას რაღაცით აღემატებიან. ამიტომ კი არ უნდა შეშურდეს მათი უნარისა თუ შესაძლებლობების, არამედ უნდა ისწავლოს მათგან.

  • ასწავლეთ მადლიერების გამოხატვა. ასწავლეთ შვილს მადლობის თქმა; თუმცა ისიც დაანახვეთ, რომ მადლიერება მხოლოდ სიტყვით კი არ უნდა გამოხატოს, არამედ გულიდან უნდა მომდინარეობდეს. თუ თქვენი შვილი მადლიერი იქნება, შესაბამისად თავმდაბალიც გახდება.

ასწავლეთ, მოემსახუროს სხვებს.

ბიბლიური პრინციპი: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).

  • დაავალეთ სახლის საქმეები. თუ ბავშვს სახლის საქმეებში არ ჩააბამთ, შეიძლება იფიქროს, რომ მას არ ეკადრება ასეთი საქმეების კეთება. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ჯერ დავალებული საქმე გააკეთოს და მერე ითამაშოს. აუხსენით მას, რა სიკეთეს მოუტანს ეს სხვებს, რამდენად მადლიერები იქნებიან მისი და რამდენად დააფასებენ ასეთი შრომისთვის.

  • აუხსენით, რატომაა პატივი სხვების მომსახურება. როდესაც ბავშვი სხვებს ემსახურება, ეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამიტომ წაახალისეთ შვილები, დაუკვირდნენ, ვის სჭირდება დახმარება. იმსჯელეთ მათთან, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება. შეაქეთ და მხარში ამოუდექით, როცა სხვებს ეხმარებიან.

a ამონარიდი წიგნიდან The Collapse of Parenting.

ბიჭუნა ურნაში ყრის ნაგავს

ბავშვობიდანვე ასწავლეთ

თუ შვილს პატარაობიდანვე მიაჩვევთ უბრალო საქმეების კეთებას, დიდობაშიც არაფერს ითაკილებს.

მაგალითი მიეცით

  • ვეუბნები შვილებს, რომ ზოგჯერ მეც ვსაჭიროებ სხვების დახმარებას?

  • დადებითად ვსაუბრობ სხვებზე თუ ვამცირებ?

  • ხედავენ შვილები, რომ მიყვარს სხვების მომსახურება?

აი, რას გვიზიარებენ მშობლები

„ერთხელ ჩვენმა გოგონამ ერთ თანაკლასელზე თქვა, რომ ის კლასში არ მოსწონდათ, რადგან ყველას ცუდად ექცეოდა. მე ვუთხარი, რომ ცოტა სხვა თვალით შეეხედა მისთვის; შეიძლება უამრავი პრობლემა ჰქონოდა სახლში, თანაც ყველა ერთნაირ გარემოში ხომ არ იზრდება. ამან დაანახვა ჩვენს ქალიშვილს, რომ სხვებზე არაფრით უპირატესობდა, უბრალოდ შესაძლოა უკეთეს გარემოში იზრდებოდა“ (კარენი).

„ჩვენს გოგონებს ვახალისებთ, ისიამოვნონ სწავლით, თავისი მაქსიმუმი გააკეთონ და სხვებს არასდროს შეადარონ თავი. გვინდა, იცოდნენ, რომ ჩვენ მათ არავის ვადარებთ“ (მარიანა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება