საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g19 № 2 გვ. 8-9
  • 3. მიზანსწრაფულობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 3. მიზანსწრაფულობა
  • გამოიღვიძეთ! — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის მიზანსწრაფულობა?
  • რატომ არის კარგი, იყო მიზანსწრაფული?
  • როგორ ვასწავლოთ შვილს, იყოს მიზანსწრაფული?
  • რამდენად ამტანი ვარ?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • როგორ დავეხმაროთ შვილებს, გადალახონ წარუმატებლობა?
    რჩევები ოჯახებს
  • როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ჯანსაღ კრიტიკაზე?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა
    გამოიღვიძეთ! — 2017
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2019
g19 № 2 გვ. 8-9
დედა ეხმარება თავის გოგონას, რომელიც გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ ლამაზი ნამცხვარი არ გამოუვიდა

3. მიზანსწრაფულობა

რა არის მიზანსწრაფულობა?

მიზანსწრაფული ადამიანი არ უშინდება წინააღმდეგობებს და ადვილად არ ნებდება, როცა იმედგაცრუებას ხვდება ცხოვრებაში. ამ უნარს ადამიანს გამოცდილება სძენს. როგორც სიარულს ვერ ისწავლის ბავშვი, თუ ზოგჯერ არ დაეცა, ისე ვერ ისწავლის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუ დროდადრო არ ექნება ჩავარდნები.

რატომ არის კარგი, იყო მიზანსწრაფული?

ზოგ ბავშვს გული უტყდება, როდესაც რაღაც არ გამოსდის, სირთულეებს ხვდება ან შენიშვნას აძლევენ. ზოგი კი ასეთ დროს ყველაფრის ხალისს კარგავს. ბავშვებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ . . .

  • ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვათ (იაკობი 3:2).

  • სირთულეებს ვერ გაექცევიან (ეკლესიასტე 9:11).

  • ვერასდროს გაუმჯობესდებიან, თუ შენიშვნას არავინ მისცემს (იგავები 9:9).

თუ ბავშვი მიზანსწრაფული იქნება, სირთულეებს უფრო ადვილად გაართმევს თავს.

როგორ ვასწავლოთ შვილს, იყოს მიზანსწრაფული?

როცა რაღაც არ გამოსდის.

ბიბლიური პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).

დაეხმარეთ შვილს, სწორად შეაფასოს სიტუაცია. დავუშვათ, სკოლაში რომელიმე საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა. მან შეიძლება ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს და თქვას: „არაფერი არ გამომდის!“.

თუ გინდათ, თქვენი შვილი მიზანსწრაფული გახდეს, დაეხმარეთ, გარკვეული სტრატეგია შეიმუშაოს, რომ მომდევნო ჯერზე უკეთ გაართვას თავი ამ სიტუაციას. შედეგად ხელებს კი არ ჩამოყრის, არამედ იმოქმედებს პრობლემის მოსაგვარებლად.

თქვენ ნუ გადაუჭრით შვილს პრობლემას; დაეხმარეთ, თავად იპოვოს გამოსავალი. შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რის გაკეთება გმართებს, ეს საგანი უკეთ რომ აითვისო?“.

როცა სირთულეებს ხვდება.

ბიბლიური პრინციპი: „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:14).

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ერთ დღესაც მდიდარი შეიძლება გაღარიბდეს, ჯანმრთელი კი — დაავადდეს. ბიბლიაში მართებულადაა ნათქვამი: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში . . . რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

ბუნებრივია, გსურთ, თქვენი შვილი საფრთხისგან დაიცვათ, თუმცა შეუძლებელია, თავიდან აარიდოთ მას ყველა საფრთხე თუ სირთულე.

შესაძლოა თქვენი შვილი ჯერ პატარაა და ნაკლებად ემუქრება იმის საფრთხე, რომ სამსახური დაკარგოს ან ფინანსური პრობლემები შეექმნას. მაგრამ პატარებიც ხვდებიან სირთულეებს და ამ დროს დახმარებას საჭიროებენ; მაგალითად, მათ შეიძლება მეგობართან ურთიერთობა გაუფუჭდეთ ან ოჯახის წევრი დაკარგონ.a

როცა შენიშვნას აძლევენ.

ბიბლიური პრინციპი: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20).

როცა თქვენს შვილს შენიშვნას აძლევენ, ნუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ ან ამცირებენ. სინამდვილეში ეს ეხმარება ბავშვს, უკეთესი გახდეს.

თუ შვილს ასწავლით, რომ შენიშვნა გაითვალისწინოს, ეს მასაც წაადგება სასიკეთოდ და თქვენც. ერთი მშობელი, სახელად ჯონი, ამბობს: „თუ ბავშვს ყოველთვის თავზე ხელს გადაუსვამ და არასდროს მოსთხოვ პასუხს, ვერაფერს ისწავლის. ასე მას პრობლემები არ დაელევა და ყოველთვის თქვენ მოგიწევთ მათი გადაჭრა, რაც ორივეს გაგიმწარებთ სიცოცხლეს“.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს, გაითვალისწინოს შენიშვნა? თუ ბავშვს შენიშვნას სკოლაში ან სადმე სხვაგან მისცემენ, ნუ შეეცდებით მის დაცვას და ნუ იტყვით, რომ ამ შენიშვნას არ იმსახურებდა. ნაცვლად ამისა, ჰკითხეთ შვილს:

  • „როგორ ფიქრობ, რატომ მოგცეს შენიშვნა?“

  • „როგორ შეგიძლია გამოსწორდე?“

  • „სხვა დროს როგორ მოიქცევი მსგავს სიტუაციაში?“

გახსოვდეთ, თუ შვილს ასწავლით, მიიღოს შენიშვნა, ეს დღესაც წაადგება და მომავალშიც.

a იხილეთ 2008 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?“.

დედა ეხმარება თავის გოგონას, რომელიც გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ ლამაზი ნამცხვარი არ გამოუვიდა

ბავშვობიდანვე ასწავლეთ

ვინც ბავშვობაში არ უშინდება იმედგაცრუებას, უფრო ადვილად გადალახავს სირთულეებს და საბოლოოდ დაეუფლება იმას, რასაც სწავლობს

მაგალითი მიეცით

  • ვაღიარებ საკუთარ შეცდომებს თუ ჩვევად მაქვს, სხვებს გადავაბრალო ყველაფერი?

  • ღიად ვსაუბრობ, რა ვისწავლე საკუთარ შეცდომებზე?

  • ხომ არ დავცინი სხვებს, როდესაც შეცდომას უშვებენ?

აი, რას გვიზიარებენ მშობლები

„შვილებს ყველა პრობლემას არ ვარიდებდით თავიდან და არც მათ ყველა შეცდომაზე ვხუჭავდით თვალს. მე ასე გამზარდეს მშობლებმა, რამაც კარგი თვისებები შემძინა. ჩვენი ორივე შვილი გაწონასწორებული და თავდაჭერილია, რადგან არასოდეს ვანებივრებდით“ (ჯეფი).

„როდესაც მე და ჩემი ცოლი შვილებს არასწორად ვექცეოდით, ყოველთვის ბოდიშს ვუხდიდით. ვფიქრობ, მშობლებმა არასდროს უნდა დაუმალონ შვილებს თავიანთი შეცდომები და არც ის, რომ რაღაც არ გამოუვიდათ. ამგვარად შვილებს დაანახვებენ, რომ ეს ცხოვრების ნაწილია და შეცდომებს ვერსად გავექცევით“ (ჯეიმზი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება