საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g20 № 1 გვ. 5-7
  • რა არის სტრესი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის სტრესი
  • გამოიღვიძეთ! — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲓᲐ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ
  • როგორ მოქმედებს სტრესი?
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • სასარგებლო და საზიანო სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • სტრესი მიზეზი და შედეგი
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • შეიმსუბუქეთ სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 2010
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2020
g20 № 1 გვ. 5-7
ბიზნესმენი ჩქარობს და კიბეებზე არბის

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲛᲡᲣᲑᲣᲥᲝᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

რა არის სტრესი

სტრესი არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია რთულ სიტუაციაზე. ამ დროს ტვინი ენდოკრინულ სისტემას სიგნალს უგზავნის, რომ ჭარბად გამოყოს ჰორმონები. შედეგად, ხშირდება გულისცემა და სუნთქვა, იცვლება არტერიული წნევა და იჭიმება კუნთები. სანამ ადამიანი სიტუაციას ბოლომდე გააცნობიერებს, სხეული უკვე მზადაა ბრძოლისთვის. სტრესული სიტუაციის შემდეგ განგაშის ფაზა გადაივლის და ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.

ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲓᲐ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

სტრესი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, რაც რთულ და სახიფათო სიტუაციებთან გამკლავებაში გვეხმარება. საპასუხო რეაქცია ტვინიდან იწყება. დადებითი სტრესი გვეხმარება, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ; მივაღწიოთ მიზანს და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად გამოცდის დროს, დამსაქმებელთან გასაუბრებისა თუ სპორტული შეჯიბრების დროს.

თუმცა ხანგრძლივი, გადაჭარბებული ან ქრონიკული სტრესი საზიანოა. მაგალითად, როცა ორგანიზმი ხშირად ან მუდმივად განგაშის ფაზაში იმყოფება, ეს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამ დროს შეიძლება ვეღარ გავაკონტროლოთ საკუთარი საქციელი, რაც სხვებთან ურთიერთობაზეც იმოქმედებს. ქრონიკული სტრესის დროს ზოგი ნარკოტიკულ საშუალებებზე, მედიკამენტებსა და ალკოჰოლზე ხდება დამოკიდებული. ზოგსაც სხვა მავნე ჩვევები უვითარდება. საბოლოოდ ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს, ემოციური და ფიზიკური ძალები გამოეცალოს ან თავის მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდეს.

მართალია, სტრესი ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. სტრესი თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲘᲡᲐᲮᲔᲑᲐ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲛᲖᲔ

ნერვული სისტემა

კაცი სტრესს განიცდის; მას შუბლზე ხელი აქვს მიდებული

ნერვული სისტემა სიგნალს აძლევს ორგანიზმს, რომ ადრენალინი და კორტიზოლი გამოყოს. ეს ჰორმონები ახშირებს გულისცემას, ზრდის არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზის შემცველობას. შედეგად, ადამიანს შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება საფრთხის დროს. თუმცა გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • ნერვული აღგზნებადობა, შფოთი, დეპრესია, თავის ტკივილი და უძილობა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

იჭიმება კუნთები, რაც ადამიანს ტრავმისგან იცავს. თუმცა გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში, დაძაბული ტიპის თავის ტკივილი და კუნთების სპაზმი.

რესპირატორული სისტემა

ხშირდება სუნთქვა, რათა ორგანიზმს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს. თუმცა გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • ხშირი და ღრმა სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა და ზოგ შემთხვევაში პანიკური შეტევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გული ჩქარა და ძლიერად იწყებს ცემას, მთელი სხეული სისხლით რომ მოამარაგოს. სისხლძარღვები ფართოვდება და იკუმშება, რათა სისხლი სხეულის იმ ნაწილებს მიეწოდოს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება, მაგალითად კუნთებს. თუმცა გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • მაღალი არტერიული წნევა, გულის შეტევა და ინსულტი.

ენდოკრინული სისტემა

ჯირკვლები იწყებს ადრენალინისა და კორტიზოლის გამოყოფას, რაც ორგანიზმს ეხმარება, სტრესზე რეაგირება მოახდინოს. ღვიძლი სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის, რაც ადამიანს ენერგიას მატებს. თუმცა გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • დიაბეტი, იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ავადმყოფობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა და წონაში მატება.

გასტროენტერული სისტემა

ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი. გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი ან ყაბზობა.

რეპროდუქციული სისტემა

ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა და ირღვევა სქესობრივი ფუნქცია. გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს . . .

  • იმპოტენცია და მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება