4. ტანჯვისთვის გაგვაჩინა ღმერთმა?
რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი
ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა ცხოვრებას სხვა თვალით დაგვანახვებს.
დაფიქრდით
ნუთუ ღმერთი, რომელმაც ყველაფერი ასე ლამაზად შექმნა, თავის ქმნილებას ტანჯვისთვის გაიმეტებდა?!
გაუსაძლისი ყოფის შემხედვარე არარელიგიური ხალხი ასკვნის, რომ ღმერთს არ ადარდებს ადამიანთა ბედი; ზოგს მის არსებობაშიც კი ეპარება ეჭვი. მათი გადასახედიდან ტანჯვა იმაზე მეტყველებს, რომ 1) ღმერთი ამ ყველაფრის წინაშე უძლურია, 2) მას არ აღელვებს ადამიანთა ბედი ან 3) საერთოდ არ არსებობს.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ჩვენი ტანჯვის მიზეზი?
გაიგეთ მეტი
ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“.
რას ასწავლის ბიბლია
ღმერთს არ შევუქმნივართ სატანჯველად
მას სურს, დავტკბეთ სიცოცხლით.
„არაფერია . . . [ხალხისთვის] იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).
ღმერთმა პირველ ადამიანებს ყველაფერი მისცა საიმისოდ, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ და არასდროს ენახათ სიმწარე
მას სურდა, რომ მათაც და მათ შთამომავლობასაც ტკივილის გარეშე ეცხოვრათ.
«უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“» (დაბადება 1:28).
ადამმა და ევამ ღვთისგან დამოუკიდებლობა არჩიეს
შედეგად, საკუთარ თავსაც წაართვეს ბედნიერება და თავიანთ შთამომავლებსაც.
„ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).a
ღმერთს არ შევუქმნივართ იმისთვის, რომ მისგან დამოუკიდებლად გვეცხოვრა
წარმოუდგენელია, ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ბედნიერად ვიცხოვროთ, ისევე როგორც ჰაერის გარეშეა ცხოვრება წარმოუდგენელი.
„მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
ღმერთს არ უნდა, რომ დავიტანჯოთ
მას სურს, შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ პრობლემები.
„ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა“ (ესაია 48:18).
a ბიბლიაში სიტყვა „ცოდვა“ მხოლოდ არასწორ საქციელზე კი არ მიუთითებს, არამედ იმ მდგომარეობაზეც, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით.