საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g21 № 3 გვ. 4-5
  • რაზე მოწმობს სამყარო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რაზე მოწმობს სამყარო?
  • გამოიღვიძეთ! — 2021
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობა
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
  • ჩვენი გასაოცარი სამყარო შემთხვევითობის ნაყოფია?
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • ჩვენი საოცარი სამყარო
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2021
g21 № 3 გვ. 4-5
მთის მწვერვალზე მთამსვლელები ღამის ცაზე პლანეტებს და ვარსკვლავებს აკვირდებიან. ერთ-ერთი მათგანი ტელესკოპით იყურება.

რაზე მოწმობს სამყარო?

სამყაროს ასტრონომები დღემდე აღტაცებაში მოჰყავს. ამიტომ ახალ-ახალ ხელსაწყოებს ქმნიან, რომ უკეთ შეისწავლონ ის. მაინც რა აღმოაჩინეს მათ?

სამყაროში სრული წესრიგია. „გალაქტიკები ქაოსურად კი არ არის მიმოფანტული, არამედ მოწესრიგებულადაა განლაგებული“, — აღნიშნულია ჟურნალში „ასტრონომია“. რა განაპირობებს ასეთ წესრიგს? მეცნიერების აზრით, ეს უხილავი მატერიის დამსახურებაა, რომელსაც „ბნელ მატერიას“ უწოდებენ. იმავე ჟურნალში ნათქვამია: „ბნელი მატერია უხილავი ძალაა, . . რომელიც ერთად უყრის თავს . . . გალაქტიკებს, გალაქტიკათა გროვებსა და ზეგროვებს“.

რა განაპირობებს სამყაროში ასეთ წესრიგს? შეიძლება ეს შემთხვევითობას მივაწეროთ? მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ასტრონომმა, ალან სანდიჯიმ, რომელიც არ უარყოფდა შემოქმედის არსებობას, თქვა:

„დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ ასეთი წესრიგი ქაოსისგან წარმოქმნილიყო. ფაქტია, ეს ყველაფერი რაღაც ძალით იმართება“.

სამყაროში სასიცოცხლოდ ყველანაირი პირობა არსებობს. მაგალითისთვის ვიმსჯელოთ სუსტი ურთიერთქმედების პროცესზე. სუსტი ურთიერთქმედების შედეგად მზე სტაბილური ტემპით იწვის. ურთიერთქმედება უფრო სუსტი რომ ყოფილიყო, მზე ამხელა ენერგიის წყარო არ იქნებოდა, ხოლო უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ის დიდი ხნის წინ ჩაქრებოდა.

სუსტი ურთიერთქმედება ერთ-ერთია იმ ფიზიკური კანონებიდან, რომლებიც სამყაროში სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს. მეცნიერი ენილ ანანთასვამი აღნიშნავს: „ერთი ფიზიკური კანონიც რომ ყოფილიყო განსხვავებული, ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები უბრალოდ არ იარსებებდნენ და არც სიცოცხლე იქნებოდა შესაძლებელი“.

სამყარო იდეალური საცხოვრებელია ადამიანებისთვის. გარდა იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რაოდენობის წყალია, მას უნიკალური გარსი, ატმოსფერო აკრავს. ამასთანავე, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი, მთვარე ზუსტად იმ მოცულობისაა, რაც საჭიროა, რომ დედამიწამ კოსმოსში სათანადო მდებარეობა შეინარჩუნოს. „მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა სასიცოცხლოდ აუცილებელი გეოლოგიური, ეკოლოგიური და ბიოლოგიური გარემო“, — აღნიშნულია ერთ ჟურნალში (National Geographic).a

როგორც ერთი მეცნიერი წერს, მზის სისტემა საკმაოდ დაშორებულია სხვა ვარსკვლავებისგან, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას განაპირობებს. დედამიწა ვარსკვლავებთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, მაგალითად ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ან ეგრეთ წოდებულ „სპირალურ მკლავში“, სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. თუმცა მზის სისტემას იდეალური მდებარეობა აქვს, რომელსაც მეცნიერები „გალაქტიკურ სასიცოცხლო ზონას“ უწოდებენ.

არაერთი დაკვირვების შემდეგ ფიზიკოსმა პოლ დეივისმა დაასკვნა, რომ შეუძლებელია, სამყარო შემთხვევით გაჩენილიყო. მისი თქმით, სიცოცხლის არსებობას თავისი მიზანი აქვს. პოლ დეივისი იმ აზრს როდი უჭერს მხარს, რომ სამყარო და ადამიანი ღმერთმა შექმნა. თქვენ რას ფიქრობთ? შემოქმედის არსებობაზე ხომ არ მოწმობს ის ფაქტი, რომ სამყაროში თუ ჩვენს პლანეტაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველანაირი პირობაა შექმნილი?

a ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის მიზანი შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა არ ყოფილა. სტატიაში საუბარი იყო, რამდენად კომფორტული საცხოვრებელია დედამიწა ადამიანებისთვის.

დაფიქრდით:

ასტრონომიული კანონების შესწავლით ადამიანებს შეუძლიათ განსაზღვრონ მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის ზუსტი დრო. ამიტომ წამოიჭრება კითხვა: ვინ შექმნა ეს კანონები, რომლებზე დაყრდნობითაც მეცნიერები გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ?

მამაკაცი ტელეფონში მზის ჩასვლის დროს ამოწმებს.
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება