საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g22 № 1 გვ. 4-6
  • 1 | იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1 | იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
  • გამოიღვიძეთ! — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:
  • რა უნდა იცოდეთ:
  • რა უნდა გააკეთოთ:
  • როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • რა უნდა გააკეთოთ, თუ ჯანმრთელობა შეგერყათ?
    სხვადასხვა
  • ფიზიკური ჯანმრთელობა
    გამოიღვიძეთ! — 2019
  • ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2022
g22 № 1 გვ. 4-6
მაგიდაზე ნაირფეროვანი საკვები ალაგია.

ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲥᲐᲝᲡᲨᲘᲐ

1 | იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:

სტიქიურმა უბედურებებმა თუ სხვა პრობლემებმა შეიძლება მრავალმხრივ შეუქმნას საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას.

  • პრობლემები სტრესს იწვევს; ხანგრძლივი სტრესი კი, შეიძლება არაერთი დაავადების მიზეზი გახდეს.

  • მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა დიდი დარტყმა მიაყენოს ჯანდაცვის სისტემას და მედიკამენტებისა თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი გამოიწვიოს.

  • სტიქია, პანდემია თუ სხვა პრობლემები პირდაპირ აისახება ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ მათ ხშირად ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ.

რა უნდა იცოდეთ:

  • რაიმე დაავადებისა თუ სტრესის გამო შეიძლება საღად აზროვნება გაგიჭირდეთ და იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ აღარ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ამან შესაძლოა თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.

  • თუ ჯანმრთელობის პრობლემას უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს და თქვენს სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე.

  • კარგი ჯანმრთელობა დაგეხმარებათ, სტრესული სიტუაციების დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

  • ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შეგიძლიათ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე.

რა უნდა გააკეთოთ:

გონიერი ადამიანი წინასწარ ფიქრობს პოტენციურ საფრთხეებზე და პრევენციულ ზომებს იღებს. ეს პრინციპი ჯანმრთელობაზეც ვრცელდება. ჰიგიენური ნორმების დაცვა დაგეხმარებათ, შეამციროთ დაინფიცირების რისკები ან თავიდან აირიდოთ დაავადების გამწვავება. სჯობს, ვიფრთხილოთ, რომ არ შეგვექმნას ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე მათ მოგვარებაზე ვიზრუნოთ.

„ვცდილობთ, დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სახლშიც სისუფთავე შევინარჩუნოთ. ამიტომ ნაკლებ ფულს ვხარჯავთ ექიმებთან ვიზიტში და მედიკამენტებში“ (ანდრეასი).a

a ამ ჟურნალში ზოგი სახელი შეცვლილია.

პრაქტიკული რჩევები

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები . . .

ᲓᲐᲘᲪᲐᲕᲘᲗ ᲰᲘᲒᲘᲔᲜᲐ

ეზოში მამაკაცი საპნით და წყლით ხელს იბანს.

დაიცავით ჰიგიენა

ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება“ (იგავები 22:3). ეცადეთ, ამოიცნოთ და თავი აარიდოთ ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს.

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ან სანამ საკვებს შეეხებით.

  • რეგულარულად დაალაგეთ სახლი; დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ზედაპირებსა თუ ნივთებს, რომლებსაც ხშირად ეხებით.

  • თუ შესაძლებელია, მოერიდეთ დაინფიცირებულებთან ახლო კონტაქტს.

ᲘᲙᲕᲔᲑᲔᲗ ᲯᲐᲜᲡᲐᲦᲐᲓ

მაგიდაზე ნაირფეროვანი საკვები ალაგია.

იკვებეთ ჯანსაღად

ბიბლიაში ნათქვამია: „ჯერ არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29). თუ დაუდევრად არ მივიღებთ მედიკამენტებს, არაჯანსაღ საკვებსა თუ სასმელს, ცხადვყოფთ, რომ ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე.

  • დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.

  • რაციონში შეიტანეთ სხვადასხვა სახის ხილი თუ ბოსტნეული.

  • შეამცირეთ ცხიმი, მარილი და შაქარი.

  • ნუ მოწევთ თამბაქოს. ბოროტად ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

„ავად რომ არ გავხდეთ, ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ. არ გვინდა, ჩვენი მცირე შემოსავალი მთლიანად წამლებში დავხარჯოთ. გვირჩევნია, ამ ფულით ჯანსაღი საკვები შევიძინოთ“ (კარლოსი).

ᲘᲕᲐᲠᲯᲘᲨᲔᲗ ᲓᲐ ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲐᲓ ᲓᲐᲘᲡᲕᲔᲜᲔᲗ

მამაკაცი დარბის.

ივარჯიშეთ

ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). შრომა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასვენებაც აუცილებელია.

  • შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა. დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ გარკვეულ მანძილს ფეხით გაივლით. ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ ქრონიკული დაავადების მიუხედავად, ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ.

  • გოგოს სძინავს.

    საკმარისად დაისვენეთ

    საკმარისად დაისვენეთ. ძილის ნაკლებობა სტრესს იწვევს და კონცენტრირების უნარს აქვეითებს. დროთა განმავლობაში უძილობა შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემების მიზეზიც გახდეს.

  • დაგეგმეთ, რომელ საათზე დაიძინებთ და მიჰყევით გეგმას. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

  • როცა დასაძინებლად დაწვებით, ნუ ჩართავთ ტელევიზორს და ნუ გამოიყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს.

  • ძილის წინ ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, კოფეინსა და ალკოჰოლს.

„დავაკვირდი, რომ ძილს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა გამოუძინებელი ვარ ხოლმე, თავი მტკივდება და ენერგია მეცლება, ხოლო როცა კარგად მძინავს ხოლმე, მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ და ავადაც იშვიათად ვხდები“ (ჯასტინი).

კადრი ვიდეოდან „როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიის დროს“.

ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ. უყურეთ ვიდეოს „როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიის დროს“. აგრეთვე გაეცანით სტატიას „როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება