რაც დრო გადის, მსოფლიოში მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, რასაც ხშირად ადამიანური ურთიერთობები ეწირება.
ზოგი მეგობრებს ერიყება და საკუთარ თავში იკეტება.
მეუღლეები უხეშად ექცევიან ერთმანეთს.
მშობლებს უყურადღებოდ რჩებათ შვილების გრძნობები თუ განცდები.
რა უნდა იცოდეთ:
მეგობრების მხარში დგომა ემოციურ სტაბილურობას გვინარჩუნებს, რაც თავის მხრივ, კარგად აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
დღევანდელ ქაოსურ მსოფლიოში ოჯახები ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან.
ახალი ამბებიდან გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა ბავშვებზე იმაზე ცუდად აისახება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
რა უნდა გააკეთოთ:
ბიბლიაში ნათქვამია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
მეგობრები გასაჭირში გვეხიდებიან და პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევენ. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას უყვარხართ და აღელვებს თქვენი მდგომარეობა, დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ყოველდღიურ სირთულეებს.