საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 36
  • ოქროს ხბო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქროს ხბო
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • მათ პირობა დაარღვიეს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ხბო [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რა არის „ოქროს წესი“?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 36
ისრაელები მღერიან, ცეკვავენ და ოქროს ხბოს ეთაყვანებიან

მოთხრობა 36

ოქროს ხბო

შეხედე, რას აკეთებს ხალხი! ისინი ხბოს სცემენ თაყვანს! რატომ იქცევიან ასე?

როცა მოსე მთაზე დაყოვნდა, ხალხმა თქვა: ‘არ ვიცით, რა დაემართა მოსეს. მოდი გავიკეთოთ ღმერთი, რომელიც აქედან გაგვიყვანს’.

‘კარგი, — უთხრა ხალხს მოსეს ძმამ, აარონმა. — მოიხსენით ოქროს საყურეები და მომიტანეთ’. აარონმა გადაადნო საყურეები და ოქროს ხბო გააკეთა. ხალხმა თქვა: ‘ეს არის ჩვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა!’ ისრაელებმა დიდი ნადიმი გამართეს და ოქროს ხბოს სცეს თაყვანი.

ამის დანახვაზე იეჰოვა განრისხდა და უთხრა მოსეს: ‘ჩქარა წადი. ხალხი ძალიან ცუდად იქცევა. მათ დაივიწყეს ჩემი კანონები და ოქროს ხბოს სცემენ თაყვანს’.

მოსემ გატეხა ქვის ორის ფილა, რომელზეც ათი მცნება ეწერა

მოსე საჩქაროდ ჩავიდა მთიდან. ბანაკს რომ მიუახლოვდა, რას ხედავს: ხალხს ცეკვა-თამაში გაუმართია ოქროს ხბოს გარშემო! მოსემ სიბრაზისგან მიწაზე დაანარცხა და დაამსხვრია ქვის ორივე ფილა, რომლებზეც კანონები ეწერა. მერე ოქროს ხბო ცეცხლში ჩააგდო და ფერფლად აქცია.

ხალხმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, ამიტომ მოსემ ზოგიერთ კაცს უთხრა, რომ აეღოთ თავიანთი მახვილები და დაეხოცათ ოქროს ხბოს თაყვანისმცემლები. ამ კაცებმა 3 000 ადამიანი მოკლეს. აქედან ვსწავლობთ, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი და არა ცრუღმერთებს.

გამოსვლა 32:1—35.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება