საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 78
  • წარწერა კედელზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წარწერა კედელზე
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • ოთხი სიტყვა, რომლებმაც ყველაფერი შეცვალა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • წარწერა კედელზე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მენე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 27 — დანიელი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 78
მეფე ბელშაცარი და მისი სტუმრები კედელზე წარწერას შეშინებულები შეჰყურებენ

მოთხრობა 78

წარწერა კედელზე

შეხედე, რა ხდება. ბაბილონის მეფემ ათასობით დიდებული მიიწვია ნადიმზე. ისინი იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული ოქროსა და ვერცხლის სასმისებიდან და თასებიდან სვამდნენ. მაგრამ მოულოდნელად ადამიანის ხელი გამოჩნდა და კედელზე წერა დაიწყო. ყველას თავზარი დაეცა.

მაშინ ნაბუქოდონოსორის შვილიშვილი ბელშაცარი მეფობდა. მან ბრძანა, ყველა ბრძენკაცი მოეყვანათ. ‘ვინც წაიკითხავს და ამიხსნის ამ წარწერას, უამრავ საჩუქარს მიიღებს და სამეფოში მესამე კაცი გახდება’, — განაცხადა მეფემ. მაგრამ ვერც ერთმა ბრძენკაცმა ვერ წაიკითხა წარწერა და ვერც მისი მნიშვნელობა ახსნა.

მეფის დედა ხმაურზე სასადილო ოთახში შევიდა და მეფეს უთხრა: ‘ნუ გეშინია, შენს სამეფოში არის კაცი, ვინც წმინდა ღმერთებს იცნობს. შენმა პაპამ, ნაბუქოდონოსორმა მას ყველა ბრძენკაცი ჩააბარა. მას დანიელი ჰქვია. მოაყვანინე და ის გეტყვის ამ წარწერის მნიშვნელობას’.

დანიელი მაშინვე მიიყვანეს მეფესთან. მან უარი განაცხადა საჩუქრებზე, თუმცა უამბო, რატომ წაართვა ერთხელ იეჰოვამ ბელშაცარის პაპას, ნაბუქოდონოსორს მეფობა. ‘ის გადიდგულდა, ამიტომაც დასაჯა იეჰოვამ’, — თქვა დანიელმა.

‘შენ კი, — უთხრა დანიელმა ბელშაცარს. — ყველაფერი იცოდი, მაგრამ ნაბუქოდონოსორივით გადიდგულდი. იეჰოვას ტაძრიდან მოტანილი სასმისებიდან და თასებიდან სვამდი; განადიდებდი ხისა და ქვის ღმერთებს, დიდებულ შემოქმედს კი არ მიაგებდი პატივს. ამიტომაც გამოგზავნა ღმერთმა ხელი, რომ ეს სიტყვები კედელზე დაეწერა’.

კედელზე ხელმა დაწერა: მენე, მენე, თეკელ და ფარსინ

‘აი რა წერია: მენე, მენე, თეკელ და ფარსინ’, — თქვა დანიელმა.

‘მენე ნიშნავს, რომ ღმერთმა დაითვალა შენი სამეფოს დღეები და მოაწია მისმა აღსასრულმა. თეკელ ნიშნავს, რომ სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი. ფარსინ ნიშნავს, რომ შენი სამეფო მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა’.

დანიელი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ბაბილონს მიდიელები და სპარსელები დაესხნენ თავს. მათ დაიპყრეს ქალაქი და მოკლეს ბელშაცარი. კედელზე გაკეთებული წარწერა იმავე ღამეს შესრულდა. მაგრამ რა დაემართათ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ისრაელებს? ამის შესახებ მალე გავიგებთ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, რა გადახდა დანიელს.

დანიელი 5:1—31.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება