საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 96
  • იესო კურნავდა ავადმყოფებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო კურნავდა ავადმყოფებს
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • შაბათი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იერუსალიმში მეფესავით შესვლა
    ბიბლიური მოთხრობები
  • შრომისა და დასვენების დრო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • უნდა იცავდნენ ქრისტიანები შაბათს?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 96
რელიგიური წინამძღოლები გაბრაზებით უყურებენ იესოს, როდესაც ის ქალს კურნავს

მოთხრობა 96

იესო კურნავდა ავადმყოფებს

იესო ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ავადმყოფებს კურნავდა. ამ სასწაულების შესახებ ხმა მალე გავრცელდა ქალაქებსა და სოფლებში. ხალხს იესოსთან მიჰყავდა ხეიბრები, ბრმები, ყრუები და სხვა ავადმყოფები და ისიც კურნავდა მათ.

იესოს ნათლობიდან უკვე სამ წელზე მეტი გავიდა. მან უთხრა მოციქულებს, რომ მალე წავიდოდა იერუსალიმში, სადაც მოკლავდნენ, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგებოდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, იესო ხალხს კურნავდა.

ერთ შაბათ დღეს იესო სინაგოგაში ასწავლიდა. შაბათი იუდეველებისთვის დასვენების დღეა. ქალი, რომელსაც სურათზე ხედავ, ძალიან ცუდად იყო. 18 წლის მანძილზე ის წელში იყო მოხრილი. იესო შეეხო მას, ქალი განიკურნა და წელში გაიმართა.

ამან რელიგიური წინამძღოლები განარისხა. ‘საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს, — დაუყვირა ერთ-ერთმა ხალხს. — იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, მაგრამ არა შაბათს!’

მაგრამ იესომ უთხრა მათ: ‘თქვე ბოროტებო, განა არ უშვებთ შაბათობით ვირს ბაგიდან და არ მიგყავთ წყლის დასალევად?! მაშ, განა არ შეიძლებოდა შაბათს ამ საწყალი ქალის განკურნება, რომელიც თვრამეტი წელი ავადმყოფობდა?!’ იესოს სიტყვებმა ეს ბოროტი კაცები შეარცხვინა.

მოგვიანებით იესო და მისი მოციქულები იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერიხონთან ახლოს ორმა უსინათლო მათხოვარმა გაიგონა, რომ იესო იქ იყო და ყვირილი დაიწყეს: ‘იესო, დაგვეხმარე!’

იესომ თავისთან მიიხმო უსინათლო კაცები და ჰკითხა: ‘რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?’ მათ მიუგეს: ‘უფალო, თვალი აგვიხილე’. იესო შეეხო თვალებზე და მათ მაშინვე აეხილათ თვალი! იცი, რატომ ახდენდა იესო ამ სასწაულებს? იმიტომ, რომ უყვარდა ხალხი და სურდა, რომ ერწმუნათ ის. ჩვენ გვწამს, რომ მისი მეფობის დროს დედამიწაზე ავად აღარავინ გახდება.

მათე 15:30, 31; ლუკა 13:10—17; მათე 20:29—34.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება