იეჰოვა გვიგზავნის მხსნელს
29 ღმერთის შექმნილი პირველი სულიერი ქმნილება, მისთვის პირმშო ძის მსგავსი იყო.
ღმერთს ძალიან უყვარს ის და მისი მეშვეობით გაანადგურებს ბოროტებს და იხსნის მორჩილებს (იოანე 3:16, 36).
30 იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, სადაც ის ადამიანად დაიბადა. მას იესო დაარქვეს. მის დედას კი მარიამი ერქვა (ლუკა 1:30–35).
31 როდესაც იესო გაიზარდა, ის მრავალ კარგ რამეს ასწავლიდა. ის ასწავლიდა, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი (მარკოზი 12:29, 30).
იესომ თქვა, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი (მათე 4:10; იოანე 4:23, 24).
ის აგრეთვე იეჰოვას სამეფოს შესახებ ასწავლიდა ხალხს (ლუკა 17:20, 21).
32 იესო კურნავდა ავადმყოფებს და მრავალ სიკეთეს აკეთებდა. ბოროტებას კი — არასოდეს (საქმეები 10:38; 1 პეტრე 2:21, 22).
მაგრამ როგორ შეძლებდა ის ჩვენს გამოხსნას ცოდვისა და სიკვდილისაგან?
33 კარგი ადამიანები რომ გამოეხსნა, მას ღმერთისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. წარსულში ღმერთმა უთხრა ადამიანებს, რომ თავიანთი ცოდვების გამო ცხოველები შეეწირათ მსხვერპლად (ებრაელთა 7:25, 27).
34 იესოს არ შეუწირავს ცხოველები. ის თავად შეეწირა მსხვერპლად (მათე 20:28; ებრაელთა 10:12).
იცი, რატომ?