რა უნდა გააკეთო?
50 გსურს იმ მშვენიერ სამოთხეში მარადიული ცხოვრება?
მაშინ უფრო მეტი ისწავლე ღმერთის შესახებ. შეეცადე, რომ ბიბლიის კითხვა ისწავლო (იოანე 17:3; გამოცხადება 1:3).
51 უფრო მეტი ისწავლე იესოს შესახებ (მეორე რჯული 18:18, 19; იოანე 3:16; საქმეები 3:19–23).
52 შეეცადე, რომ მხოლოდ სიკეთე აკეთო და დაემორჩილო იეჰოვას (რომაელთა 6:17, 18, 22).
53 გახსოვდეს, იეჰოვა ამბობს, რომ ადამიანი არ უნდა მოვკლათ (გამოსვლა 20:13; 1 იოანე 3:11, 12).
54 ჩვენ არ უნდა ავიღოთ ნივთები, რომლებიც სხვას ეკუთვნის (გამოსვლა 20:15; ეფესელთა 4:28).
55 კაცმა არ უნდა იცხოვროს და დაიძინოს ქალთან, სანამ ცოლად არ მოიყვანს (გამოსვლა 20:14, 17; 1 თესალონიკელთა 4:3).
56 გახსოვს, ღმერთი რამდენი ცოლის მოყვანის ნებართვას აძლევს მამაკაცს? და რამდენ ხანს უნდა იცხოვროს ცოლ-ქმარმა ერთად? (დაბადება 2:22, 24; მათე 19:5, 6; 1 კორინთელთა 7:2, 10, 1 1).
57 ასევე გახსოვდეს, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი (მათე 4:10; 1 კორინთელთა 8:6).
58 კერპები და ხატები ვერ დაგვეხმარება. რატომ? (1 კორინთელთა 8:4).
კარგია თუ არა, გვქონდეს კერპები? (მეორე რჯული 27:15; 1 იოანე 5:21).
59 რატომ არის ცუდი თილისმის ტარება? (მეორე რჯული 18:10–13; გამოცხადება 21:8).
60 ღმერთის წინააღმდეგ აღდგნენ ბოროტი ანგელოზები, ანუ დემონები. ისინი ადამიანების საცდუნებლად მკითხავებს იყენებენ (საქმეები 16:16).
61 ჩვენ ლოცვით უნდა მივმართავდეთ ღმერთს. ლოცვა ნიშნავს ვესაუბროთ ღმერთს, ვუთხრათ, რომ გვსურს ვემსახუროთ მას და ვთხოვოთ დახმარება (ფილიპელთა 4:6, 7).
62 ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იესოს და ვირწმუნოთ ის (ებრაელთა 5:9; იოანე 3:16).
63 გახსოვდეს, რომ ის ჩვენს გამოსახსნელად მოკვდა (რომაელთა 5:8).
64 გახსოვდეს, რომ იესო ჩვენი უხილავი მეფეა. უნდა დავემორჩილოთ მას (ფილიპელთა 2:9–11; გამოცხადება 19:16).
65 იესომ თქვა, რომ შენ სხვებსაც უნდა მოუყვე იმ სიკეთის შესახებ, რასაც სწავლობ, და ვისაც ღმერთისადმი მსახურება სურს, უნდა მოინათლოს (მათე 28:19, 20; იოანე 4:7–15).
66 ამგვარად, შენ შეგიძლია მეგობრებს ესაუბრო ამ სიკეთის შესახებ (მათე 10:32).
67 თუ კარგად ისწავლი კითხვას, უფრო მეტს შეისწავლი და სხვებსაც უკეთ დაეხმარები (2 ტიმოთე 2:15).
68 იესო პატარა ბავშვებსაც ასწავლიდა ღმერთისადმი მორჩილებას. ის ბავშვებთან სასაუბროდ ყოველთვის პოულობდა დროს (მათე 19:13–15).
69 მშობლები გამუდმებით უნდა ასწავლიდნენ შვილებს ღმერთისადმი მორჩილებასა და სიყვარულს (მეორე რჯული 6:6, 7; იგავნი 6:20–22; ეფესელთა 6:4).
70 არსებობს მრავალი სხვადასხვა ეკლესია. მათის წავლებების უმეტესობა არაბიბლიურია. იეჰოვა გვეუბნება, რომ ის რელიგიები, რომლებიც სიმართლეს არ ასწავლიან, უნდა მივატოვოთ (გამოცხადება 18:4; იოანე 4:23, 24).
71 დედამიწაზე იეჰოვას ჰყავს ხალხი, რომლებიც უფრო მეტს გასწავლიან მის შესახებ. იცი, ვინ არიან ისინი? (საქმეები 15:14; რომაელთა 10:14, 15).
72 ისინი იეჰოვას მოწმეები არიან. მათ შორის სუფევს მშვიდობა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ მათ უყვართ ერთმანეთი (ესაია 43:10–12; იოანე 13:34, 35).
73 რადგან იეჰოვაც უყვართ, ისინი მოინათლნენ. ასეთი მოქმედებით ისინი საჯაროდ აჩვენებენ, რომ მიატოვეს ცხოვრების არასწორი გზა და სურთ, თავიანთი ცხოვრება ღმერთის მსახურებას დაუთმონ (საქმეები 2:41).
74 იეჰოვას მოწმეებს აქვთ მშვენიერ სამოთხეში ცხოვრების იმედი (ფსალმუნი 36:9–11, 29).
რა უნდა გააკეთო, რომ იქ მათთან ერთად იცხოვრო? (იაკობი 1 :22, 25; 2:20–26).
75 შეუერთდი მათ ღმერთისადმი მსახურების სწავლაში. მათ უყვართ იეჰოვა და იესო ქრისტე და ემორჩილებიან მათ. შენც გიყვარს ისინი? გსურს, რომ დაეხმარო სხვებს ღმერთის გაცნობაში? (იოანე 6:45–47).
76 იეჰოვასა და იესო ქრისტეს უყვარხარ და სურთ, რომ მარადიულად იცხოვრო სამოთხეში (იოანე 3:16).
ამ ბროშურაში მოცემულმა ინფორმაციამ და სურათების განხილვამ ნამდვილად ჩაგისახა სურვილი, რომ მარადიულად იხარო სიცოცხლით სამოთხეში. თუ უფრო მეტის შესწავლა გსურს, ჩვენ გთავაზობთ, რომ ესაუბრო იეჰოვას ადგილობრივ მოწმეს, ან მისწერო (ან დახმარება სთხოვო სხვას, რომ მისწერო) ამ ბროშურის მეორე გვერდზე მოცემულ შენთვის უახლოეს მისამართზე.