რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ბიბლია არ არის სარწმუნო და ეს თვალსაზრისი საყოველთაოდ არის მიღებული. ამიტომ, დღეს ბევრი უარყოფს იმას, რასაც ბიბლია ამბობს და ფიქრობს, რომ ის არ არის სარწმუნო.
სხვა მხრივ, რაც იესო ქრისტემ ლოცვისას უთხრა ღმერთს ხელს უწყობს ნდობის განვითარებას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. და ბიბლია თვითონვე გვიცხადებს თავის შესახებ, რომ ინსპირირებულია ღმერთისგან (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16).
როგორ ფიქრობ ამაზე? არსებობს თუ არა მყარი საფუძველი, რომ ვენდოთ ბიბლიას? თუ ნამდვილად არსებობს მტკიცებები, რომ ბიბლია არ არის სარწმუნო, რომ ის ეწინააღმდეგება თავის თავს და რომ მასში არის შეუთანხმებლობა?
ეწინააღმდეგება თუ არა ის საკუთარ თავს?
იმ დროს, როცა ზოგიერთი, შესაძლოა, ამტკიცებდა, რომ ბიბლია ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, უჩვენებია თუ არა ოდესმე თუნდაც ერთი ნამდვილი მაგალითი? ჩვენ არასოდეს გვინახავს ისეთი მაგალითი, რომელიც შეძლებდა გაეძლო გამოკვლევისთვის. მართალია, შეიძლება გვეჩვენოს შეუთანხმებლობა ბიბლიის ზოგიერთ ცნობაში. მაგრამ, ჩვეულებრივ, პრობლემას წარმოადგენს დეტალებისა და დროის ვითარების შესახებ ცოდნის უკმარისობა.
მაგალითად, ზოგიერთები ბიბლიაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რასაც შეუთანხმებლობად თვლიან და სვამენ კითხვას: „საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?“ ისინი ვარაუდობენ, რომ კაენი და აბელი ადამისა და ევას ერთადერთი შვილები იყვნენ. მაგრამ ეს ვარაუდი დაფუძნებულია ბიბლიური ცნობის არცოდნაზე. ბიბლია გვიხსნის, რომ ადამმა „შვა ძენი და ასულნი“ (დაბადება 5:4). ამიტომ, კაენი დაქორწინდა ერთ-ერთ თავის დაზე ან, შესაძლოა, ნათესავზე.
კრიტიკოსები, ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობებს ეძებენ და, შესაძლოა, ამიტომაც ამბობენ: „ბიბლიის მწერალი მათე ამბობს, რომ ასისთავი მივიდა იესოსთან დახმარების სათხოვნელად. მაგრამ ლუკა ამბობს, რომ ასისთავის წარმომადგენლები იყვნენ გაგზავნილი ამ თხოვნით. რომელია მართალი?“ (მათე 8:5, 6; ლუკა 7:2, 3). მაგრამ არის კი ეს, სინამდვილეში, ურთიერთსაწინააღმდეგო?
როდესაც საქმიანობა ან ხალხის სამუშაო მიეწერება იმას, ვინც სინამდვილეში პასუხისმგებელია მასზე, გონიერი პიროვნება არ ამტკიცებს, რომ ეს არასწორია. მაგალითად, თვლი თუ არა შეცდომად იმ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მერმა გაიყვანა გზა, თუმცა, მისი ნამდვილი მშენებლები ინჟინრები და მუშები იყვნენ? რა თქმა უნდა, არა! ამის მსგავსად, რასაც მათე ამბობს, რომ ასისთავმა მიმართა თხოვნით იესოს, არ არის შეუთანხმებელი იმასთან, რასაც ლუკა წერს, რომ მსგავსი თხოვნა გადაცემული იყო განსაზღვრული წარმომადგენლების მიერ.
რაც უფრო მეტი დეტალები იქნება ცნობილი, მოჩვენებითი შეუთანხმებლობა ბიბლიაში მით უფრო გაქრება.
ისტორია და მეცნიერება
ერთ დროს, ბიბლიის ისტორიულ სიზუსტეში საყოველთაოდ ეჭვობდნენ. მაგალითად, კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ბიბლიაში მოხსენიებული ისეთი პირების არსებობას, როგორიცაა: ასურეთის მეფე სარგონი, ბაბილონის მეფე ბელშაცარი და რომის ნაცვალი პონტოელი პილატე. მაგრამ უახლესი აღმოჩენები ადასტურებენ ბიბლიური ცნობების სიმართლეს. ამიტომ, ისტორიკოსი მოშე პერლმანი წერდა: „სკეპტიკოსებმა, რომლებიც ეჭვობდნენ თვით ძველი აღთქმის ისტორიული ნაწილის უტყუარობაში, დაიწყეს თავიანთი თვალსაზრისის შეცვლა“.
თუ გვინდა, რომ ვენდოთ ბიბლიას ის, აგრეთვე, ზუსტი უნდა იყოს მეცნიერულ საკითხებში. ხომ ასეა? არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ ბიბლიას; ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს არ ჰქონია დასაწყისი. მიუხედავად ამისა, ასტრონომმა, რობერტ იასტროვმა, ახლახან, მიუთითა უახლეს ინფორმაციაზე, უარყო ეს მტკიცება და ახსნა: „ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ასტრონომიულ მტკიცებებს მსოფლიოს წარმოშობის თაობაზე მივყავართ ბიბლიურ შეხედულებამდე. დეტალებში სხვაობაა, მაგრამ ძირითადი ელემენტები ასტრონომიულ და ბიბლიურ აღწერაში წარმოშობის შესახებ იგივეა“ (დაბადება 1:1).
ადამიანმა დედამიწის ფორმის შესახებაც შეიცვალა თვალსაზრისი. «კვლევითმა ექსპედიციებმა — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“ (The World Book Encyclopedia) — გვიჩვენეს, რომ დედამიწა მრგვალია და არა ბრტყელი, როგორც უმრავლესობას სწამდა წარსულში». მაგრამ ბიბლია მართალი იყო ყოველთვის! ამ ექსპედიციებამდე 2 000 წელზე ადრე ბიბლიაში, ესაიას 40:22-ში, ჩაწერილი იყო: „[ღმერთს] უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი“ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა) ან როგორც სხვა თარგმანები ამბობენ: „მიწის სფერო“ („დუეი“ [Douay]), „მრგვალი დედამიწა“ („მოფატი“ [Moffatt]).
და ასე, ადამიანი რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო მეტი მტკიცება არსებობს იმისათვის, რომ ვენდოთ ბიბლიას. ბრიტანეთის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, სერ ფრედერიკ კენიონი, წერდა: „უკვე მიღწეული შედეგები ამტკიცებს იმას, რაც რწმენას უნდა შემოეთავაზებინა, კერძოდ კი, რომ შემეცნების გაზრდის შედეგად ბიბლია მხოლოდ იმარჯვებს“.
მომავლის წინასწარმეტყველება
მაგრამ შეგვიძლია კი ნამდვილად ვენდოთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს მომავლის შესახებ, ‘სამართლიანი ახალი ცისა და ახალი დედამიწის’ დაპირების ჩათვლით? (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4). თუ დამოწმდა ბიბლიის უტყუარობა წარსულში? საუკუნეების წინ ნაწინასწარმეტყველები ყოველთვის სრულდებოდა მცირე წვრილმანებშიც კი!
მაგალითად, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა ძლიერი ბაბილონის განადგურება დაახლოებით 200 წლით ადრე, ვიდრე ეს მოხდებოდა. ფაქტიურად, მიდია და სპარსეთი, რომლებიც შეერთდნენ, ატარებდნენ მპყრობელის სახელს. და მიუხედავად იმისა, რომ კიროსი, სპარსეთის მეფე, ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ის ცნობილი იქნებოდა, როგორც ბაბილონის დამპყრობელი. ღმერთის სიტყვა ამბობდა, რომ ბაბილონის ‘წყლები’, მდინარე ევფრატი, რომელიც იცავდა ქალაქს, ‘ამოშრებოდა’ და ‘ჭიშკრები არ ჩაიკეტებოდა’ (იერემია 50:38; ესაია 13:17–19; 44:27—45:1).
როგორც ამას ისტორიკოსი ჰეროდოტე იუწყება, ეს განსაკუთრებული წვრილმანები შესრულდა. შემდეგ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ბაბილონი გადაიქცეოდა უკაცრიელ ნანგრევებად. და ეს ზუსტად ასეც მოხდა. დღეს ბაბილონი უკაცრიელ ადგილად არის ქცეული (ესაია 13:20–22; იერემია 51:37, 41–43). ბიბლია სავსეა სხვა წინასწარმეტყველებებითაც, რომლებიც დრამატულად შესრულდა.
რას წინასწარმეტყველებს ბიბლია ახლანდელი ქვეყნიერების შესახებ? ის ამბობს: „უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი. . . უფრო გულისთქმის ამყოლნი, ვიდრე ღმერთის მოყვარენი, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“ (2 ტიმოთე 3:1–5).
ამ წინასწარმეტყველების შესრულებას, უეჭველია, ვხედავთ ახლა! მაგრამ ბიბლია, აგრეთვე წინასწარმეტყველებს, რომ ‘უკანასკნელი დღეების დადგომისას’ „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი“. ამასთანავე ამბობს: „იქნება დიდი მიწისძვრანი, და ადგილ-ადგილ მოსრვა“ (მათე 24:7; ლუკა 21:11).
ნამდვილად, ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღეს სრულდება! მაგრამ რა შეიძლება ითქვას აღთქმების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, როგორებიცაა: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“, და „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ. . . და აღარავინ ისწავლის ომს“? (ფსალმუნი 36:29; ესაია 2:4).
ზოგიერთმა, შესაძლოა, თქვას: „ეს იმდენად კარგია, რომ ძნელი დასაჯერებელია“. მაგრამ, ჭეშმარიტად, არ არსებობს არავითარი ეჭვის მიზეზი იმის შესახებ, რასაც ჩვენი შემოქმედი გვპირდება. მისი სიტყვა სარწმუნოა! (ტიტე 1:2). დამატებითი მტკიცებების განხილვა უფრო მეტად დაგარწმუნებს ამაში.
თუ არ არის მითითება, ებრაული წერილებიდან ციტირებული ტექსტი აღებულია ბიბლიიდან „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“. ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა.
[ჩანართი 4 გვერდზე]
უკვე მიღწეული შედეგები ამტკიცებს იმას, რაც რწმენას უნდა შემოეთავაზებინა, კერძოდ კი, რომ შემეცნების გაზრდის შედეგად ბიბლია მხოლოდ იმარჯვებს“.