საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 27-გვ. 31
  • ადამიანთა რასები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადამიანთა რასები
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • ადამი და ევა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 27-გვ. 31

ადამიანთა რასები

განმარტება: ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მემკვიდრეობით მიღებული გარკვეული ფიზიკური თავისებურებებით. სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს აქვთ ერთმანეთთან შერევისა და სრულფასოვანი შთამომავლობის წარმოქმნის უნარი, რაც იმაზე მოწმობს, რომ ყველა ადამიანი მიეკუთვნება ერთ „სახეობას“, ერთ დიდ ოჯახს. ამგვარად, სხვადასხვა რასა ერთი „სახეობის“ სხვადასხვა განშტოებაა.

საიდან წარმოიშვა სხვადასხვა რასა?

დაბ. 5:1, 2; 1:28: „იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამი შექმნა, თავის მსგავსებად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი. აკურთხა და შექმნის დღეს ადამიანი უწოდა მათ“. «აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“» (ასე რომ, ყველა ადამიანი ადამისა და ევას შთამომავალია).

საქ. 17:26: „[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან [ადამისგან] შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (ამგვარად, ყველა ხალხი, რომელ რასასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, ადამისგან წარმოიშვა).

დაბ. 9:18, 19: „ნოეს ვაჟებს, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, ერქვათ სემი, ქამი და იაფეთი . . . ეს სამი ვაჟი ჰყავდა ნოეს. მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა“ (მას შემდეგ, რაც უღვთო ქვეყნიერება ღმერთმა წარღვნით გაანადგურა, დედამიწის ახალი მოსახლეობა, მათ შორის დღეს არსებული ყველა რასა, ნოეს სამი ვაჟისგან წარმოიშვა).

მოგონილი პერსონაჟები არიან ადამი და ევა?

ბიბლია არ უჭერს მხარს ამ მოსაზრებას. იხილეთ „ადამი და ევა“.

საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი, თუ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ოჯახი იყო?

დაბ. 3:20: „ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა“ (ასე რომ, ყველა ადამიანი ადამისა და ევას შთამომავალი იქნებოდა).

დაბ. 5:3, 4: „იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი. შეეძინა მას ვაჟი, მისი მსგავსი და ანარეკლი, და დაარქვა მას შეთი. შეთის დაბადების შემდეგ ადამმა რვაასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები“ (კაენი ადამის ერთ-ერთი ვაჟი იყო. ლოგიკურია, რომ ის ადამის ერთ-ერთ ქალიშვილს ან, შესაძლოა, შვილიშვილს მოიყვანდა ცოლად. მაშინდელი ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან და გამოირჩეოდნენ თავიანთი ჯანმრთელობითა და სიცოცხლისუნარიანობით. ამაზე მეტყველებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამიტომ ახლო ნათესავების ქორწინების შემთხვევაში საკმაოდ მცირე იყო გენეტიკური დეფექტების გადაცემის ალბათობა. კაენის დროიდან დაახლოებით 2 500 წლის შემდეგ, როცა ადამიანთა ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, იეჰოვამ ისრაელს მისცა კანონები, რომლებითაც აიკრძალა სისხლის აღრევა).

დაბ. 4:16, 17: «გაეცალა კაენი იეჰოვას და დასახლდა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან [„შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი“, სსგ], დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი» (აქ არ წერია, რომ კაენმა ნოდის ქვეყანაში გაიცნო თავისი ცოლი, თითქოს ის სხვა ოჯახიდან იყო. უბრალოდ, კაენის ცოლი იქ დაორსულდა და მას იქ შეეძინა ვაჟი).

რამ განაპირობა სხვადასხვა რასის ჩამოყალიბება?

«დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი მიეკუთვნება ერთ სახეობას, „ჰომო საპიენს“-ს [Homo sapiens], და ყველას საერთო წარმომავლობა აქვს . . . ადამიანებში ბიოლოგიური სახესხვაობები ვითარდება მემკვიდრული ფაქტორებისა და იმ გარემო პირობების შედეგად, რომლებიც გავლენას ახდენს გენეტიკურ პოტენციალზე. უმეტესწილად, ასეთი სახესხვაობების ჩამოყალიბება განპირობებულია ამ ორი ფაქტორის შერწყმით . . . ერთი რასის ან პოპულაციის წარმომადგენლებს შორის ხშირად უფრო დიდია სხვაობა, ვიდრე სხვადასხვა რასასა და პოპულაციას შორის“ (იუნესკოს ეგიდით შექმნილი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო, „Statement on Race“, ეშლი მონტეგიუ, ნიუ-იორკი, 1972, მესამე გამოცემა, გვ. 149, 150).

„ფაქტობრივად, რასები არის მეტ-ნაკლებად იზოლირებული გენოფონდები, რომლებიც ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტერიტორიაზე ადამიანთა თავდაპირველი გავრცელების პარალელურად და მის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, დედამიწის ხუთი მთავარი კონტინენტიდან თითოეულზე ცალკე რასა ჩამოყალიბდა . . . მაშინდელ სტადიას დღევანდელი ადამიანი გენეტიკურად საკმაოდ დაშორდა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ ამ დროის მანძილზე მომხდარი ცვლილებების შედეგები იმის საფუძველზე, რაც ძველი გეოგრაფიული რასებისგან არის შემორჩენილი. ეს ცვლილებები იზოლირების ხარისხთან უნდა იყოს დაკავშირებული . . . მთელ მსოფლიოში კონტინენტებზე რასების ფორმაციას თან სდევდა ათასობით პოპულაციის იზოლირებულ გენოფონდებად ჩამოყალიბება, რის შედეგადაც მივიღეთ გენური სიხშირეების დღევანდელი მრავალფეროვნება . . . პარადოქსია, მაგრამ ადამიანთა თითოეული ჯგუფის გარეგნული სხვაობების მიღმა ფუნდამენტური მსგავსებაა“ („Heredity and Human Life“, ჰ. კარსონი, ნიუ-იორკი, 1963, გვ. 151, 154, 162, 163) (ამრიგად, როცა კაცობრიობის ისტორიის ადრეულ პერიოდში ადამიანთა ერთი ჯგუფი გამოეყოფოდა სხვებს და ქორწინება ამ ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ხდებოდა, მათ შთამომავლებს გადაეცემოდა გარკვეული გენეტიკური ნიშან-თვისებების ერთობლიობა).

უჭერს ბიბლია მხარს იმ აზრს, რომ შავკანიანები დაწყევლილები არიან?

ზოგს ასეთი აზრი აქვს იმის გამო, რომ არასწორად იგებს დაბადების 9:25-ს, სადაც ნოე ამბობს: „დაწყევლილი იყოს ქანაანი. თავისი ძმების ყველაზე მდაბიო მონა გახდეს“. ამ მუხლში არაფერია ნათქვამი კანის ფერის შესახებ. ქანაანმა, ქამის ვაჟმა, წყევლა, როგორც ჩანს, აღმაშფოთებელი საქციელის გამო დაიმსახურა. შავკანიანები იყვნენ ქანაანის შთამომავლები? არა. მათ ღია ფერის კანი ჰქონდათ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ღმერთმა მათ განაჩენი გამოუტანა გახრწნილი წეს-ჩვეულებების, დემონური რიტუალების, კერპთაყვანისმცემლობისა და ბავშვების მსხვერპლშეწირვის გამო. ქანაანელთა მიწა ღმერთმა ისრაელებს მისცა (დაბ. 10:15—19). ყველა ქანაანელი არ განადგურებულა. ზოგი იძულებით სამუშაოს ასრულებდა, რითაც მათზე წყევლა სრულდებოდა (იესო 17:13).

ნოეს რომელი შთამომავლისგან წარმოიშვნენ შავკანიანები? „ქუშის [ქამის ერთ-ერთი ვაჟი] ვაჟები იყვნენ: სება, ხავილა, საბთა, რაამა და საბთექა“ (დაბ. 10:6, 7). სხვა ბიბლიურ მონაკვეთებში „ქუში“, ჩვეულებრივ, ეთიოპიის ეკვივალენტია. „სებაში“ კი ნაგულისხმევია აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში — როგორც ჩანს, ეთიოპიასთან ახლოს — მცხოვრები ხალხი (ეს. 43:3; იხილეთ აგრეთვე სსგ, ბსგ).

ყველა ადამიანი ღვთის შვილია?

ღვთის შვილობის უფლება არასრულყოფილ ადამიანს დაბადებიდან არ ეძლევა. თუმცა ყველანი ადამის შთამომავლები ვართ, რომელიც შექმნისას „ღვთის ძე“ იყო (ლუკ. 3:38).

საქ. 10:34, 35: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“.

იოან. 3:16, ბთი: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (ადამიანმა ღმერთთან ისეთი ურთიერთობა რომ აღიდგინოს, როგორიც ადამს ჰქონდა, ქრისტე უნდა ირწმუნოს. ამის შესაძლებლობა ყველა რასის ადამიანებს აქვთ).

1 იოან. 3:10: „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის“ (ღმერთი ყველა ადამიანს თავის შვილად არ მიიჩნევს. ზოგი ადამიანი შეგნებულად უგულებელყოფს ღვთის ნორმებს და, სულიერი გაგებით, ეშმაკის შვილია. იხილეთ იოანეს 8:44. ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთიურ თვისებებს ავლენენ. ჭეშმარიტ ქრისტიანთაგან ზოგიერთი ღმერთმა აირჩია იმისთვის, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეცაში. მათ ღმერთი თავის „შვილებს“ და „ძეებს“ უწოდებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ხელახლა დაბადება“).

რომ. 8:19—21: „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას . . . თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (ადამიანები მაშინ გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან, როცა ზეცაში ასული „ღვთის ძეები“ ‘გამოცხადდებიან’ ანუ ქრისტეს ხელმძღვანელობით მათ სასიკეთოდ იმოქმედებენ. როცა სრულყოფილებას მიაღწევენ და დაამტკიცებენ, რომ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების ერთგულნი არიან, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებიც [ამ მუხლის თანახმად „ქმნილება“] ღვთის შვილები გახდებიან. ღმერთთან ასეთი ურთიერთობის შესაძლებლობა ყველა რასის ადამიანებს მიეცემა).

ექნებათ ოდესმე მშვიდობიანი ურთიერთობა ყველა რასის ადამიანებს?

თავის მოწაფეებს იესომ უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8). იესომ შემდეგი სიტყვებიც თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35).

პირველი ქრისტიანების ერთობას ხელს ვერ უშლიდა არასრულყოფილება. მოციქული პავლე წერდა: „არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (გალ. 3:28).

იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე, იეჰოვას მოწმეებზე. პუბლიცისტი უილიამ უალენი წერდა: „ჩემი აზრით [იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის] ყველაზე მიმზიდველი თავისებურება ის არის, რომ მათ შორის ტრადიციულად რასობრივი თანასწორობაა“ („U.S. Catholic“). აფრიკაში იეჰოვას მოწმეებზე დაკვირვების შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, სოციოლოგმა ბრაიან უილსონმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები, როგორც ჩანს, ყველაზე წარმატებულნი არიან ახალმოქცეულებს შორის ტომობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაში“. იეჰოვას მოწმეთა ერთი შეკრების შესახებ, რომელსაც 123 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეებმა ნიუ-იორკელები გააოცეს არა მარტო თავიანთი სიმრავლით, არამედ მრავალფეროვნებით (მათ შორის არიან ყველა სოციალური ფენის ადამიანები), რასობრივი თანასწორობით (მათ შორის ბევრი შავკანიანია), სიმშვიდითა და წესიერებით“ („The New York Times Magazine“).

მალე ღვთის სამეფო გაანადგურებს დღევანდელ უღვთო ქვეყნიერებას, მათ შორის ყველას, ვისაც არ უყვარს იეჰოვა ღმერთი და მოყვასი (დან. 2:44; ლუკ. 10:25—28). ბიბლია გვპირდება, რომ გადარჩებიან ადამიანები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა, იესო ქრისტესადმი რწმენა და ერთმანეთის სიყვარული მათ გააერთიანებს და ერთ დიდ ოჯახად აქცევს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება