საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 410-გვ. 414
  • წმინდანები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წმინდანები
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ვინმე გეუბნება . . .
  • როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • წმინდანებს უნდა მივმართავდეთ ლოცვით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „ღვთის ტაძარსა“ და კერპებს შორის კავშირი საბერძნეთში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • უნდა მივმართოთ თუ არა ლოცვით წმინდანებს?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 410-გვ. 414

წმინდანები

განმარტება: ზოგიერთი რელიგიის სწავლებით, წმინდანები ეწოდება მათ, ვინც სიკვდილის შემდეგ ქრისტეს უერთდება ზეცაში განსაკუთრებული ღვაწლისა და სიწმინდის გამო. წმინდანებს ღმერთთან შუამავლებად მიიჩნევენ. წმინდანთა ნაწილებსა და გამოსახულებებს თაყვანს სცემენ. არის რელიგიები, რომელთა სწავლებითაც მათი ყველა წევრი წმინდა და უცოდველია. ბიბლიაში წმინდანები, იგივე წმინდები, არაერთხელ არიან მოხსენიებულნი. ბიბლია წმინდებს უწოდებს ქრისტეს 144 000 სულითცხებულ მიმდევარს.

წერია ბიბლიაში, რომ ადამიანი ზეცაში განდიდებამდე ვერ შეირაცხება წმინდანად?

ბიბლია ხშირად იყენებს სიტყვა „წმინდას“ მათთან დაკავშირებით, ვინც ზეცაშია. იეჰოვას ეწოდება «წმინდა [ბერძნულად „აგიონ“]» (1 პეტ. 1:15, 16; იხილეთ ლევიანების 11:45). დედამიწაზე მყოფი იესო ქრისტე მოხსენიებულია «ღვთის წმინდად [„აგიოს“]». ზეცაში დაბრუნებულ იესოსაც «წმინდა [„აგიოს“]» ეწოდება (მარ. 1:24; გამოცხ. 3:7). ანგელოზებიც „წმინდები“ არიან (საქ. 10:22). დედნისეულ ბერძნულ ტექსტში იგივე ბერძნული სიტყვა დედამიწაზე მყოფ არაერთ ადამიანთან დაკავშირებით არის გამოყენებული.

საქ. 9:32, 36—41, სსგ: «ყოველი მათგანის მოხილვისას, მივიდა პეტრე წმიდანებთანაც [„აგიოს“], რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდაში. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა [რომელიც მოკვდა] . . . [პეტრე] მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი, და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. ხოლო პეტრემ ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მოუხმო წმიდანებსა და ქვრივებს, და წარუდგინა იგი ცოცხალი» (აქედან აშკარად ჩანს, რომ ეს წმინდანები ზეცაში არ ყოფილან. ვხედავთ იმასაც, რომ წმინდანებად მხოლოდ ისეთ გამორჩეულ ადამიანებს არ მიიჩნევდნენ, როგორიც მაგალითად პეტრე იყო).

2 კორ. 1:1; 13:12, სსგ: «პავლე, ღმერთის ნებით, მოციქული ქრისტე იესოსი, და ტიმოთე ძმა, ღმრთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ყველა წმიდასთან [„აგიოს“] ერთად, რომელნიც არიან აქაიაში». „მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდანი“ (პირველ ქრისტიანთაგან ყველას ეწოდებოდა წმინდანი ანუ წმინდა, რადგან ისინი განიწმინდნენ ქრისტეს სისხლით და, როგორც მომავალი თანამემკვიდრეები, გამორჩეულნი იყვნენ ღვთის მსახურებისთვის. მათი სიკვდილი არ იყო საჭირო იმისათვის, რომ წმინდებად ჩათვლილიყვნენ).

ამბობს ბიბლია, რომ „წმინდანებს“ უნდა მივმართოთ ლოცვით, როგორც ღმერთთან შუამავლებს?

იესო ქრისტემ თქვა: „ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო . . .“. ამრიგად, ლოცვით მამას უნდა მივმართოთ. იესომ აგრეთვე თქვა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. და რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ“ (მათ. 6:9, სსგ; იოან. 14:6, 14, სსგ). ამ სიტყვებით იესომ გამორიცხა ის აზრი, რომ ვინმე სხვა შეიძლება იყოს შუამავალი. პავლე მოციქულმა ქრისტეს შესახებ აღნიშნა: «ქრისტე მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღმრთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი [„ის შუამდგომლობს ჩვენთვის“, ბსგ, ბთი, აფ]». «იხსნას ისინი, რომელნიც მის მიერ მიეახლებიან ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად [„რათა უშუამდგომლოს მათ“, ბსგ, ბთი, აფ]» (რომ. 8:34, სსგ; ებრ. 7:25, სსგ). თუ გვსურს, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები, ისე უნდა მივმართოთ მას, როგორც ბიბლია გვეუბნება (იხილეთ აგრეთვე გვერდი 214, „მარიამი“).

ეფეს. 6:18, 19, სსგ: „ყოველი ლოცვითა და ვედრებით ილოცეთ მარადჟამს სულით; და ამასვე ეცადეთ მთელი სიმტკიცითა და ვედრებით ყველა წმიდისათვის, და ჩემთვის, რათა მომეცეს მე სიტყვა, რომ ჩემი ბაგით აშკარად და თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო“ (კურსივი ჩვენია) (ამ მუხლში პავლე ქრისტიანებს არ ეუბნება, რომ ლოცვით მიმართონ წმინდებს ან მათი მეშვეობით ილოცონ. ის ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ მათთვის ილოცონ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „როგორც წესი, ახალ აღთქმაში პირადად თუ საჯაროდ წარმოთქმული ყველა ლოცვა მიმართულია მამა ღმერთისადმი ქრისტეს მეშვეობით“ [„New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XI, გვ. 670]).

რომ. 15:30, სსგ: „გევედრებით თქვენ, ძმანო, უფლის ჩვენის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იღვაწეთ ლოცვებში ჩემთვის და ღმრთის მიმართ“ (პავლე მოციქული, რომელიც თავად იყო წმინდა, თანაქრისტიანებს ანუ სხვა წმინდებს სთხოვდა, ელოცათ მისთვის. მაგრამ პავლეს მათთვის ლოცვით არ მიუმართავს. გარდა ამისა, პავლე თავადაც მიმართავდა ლოცვით ღმერთს და არ თვლიდა, რომ საკმარისი იყო სხვების მიერ მისთვის წარმოთქმული ლოცვები. შეადარეთ ეფესოელების 3:11, 12, 14).

როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს „წმინდანთა“ ნაწილებისა და ხატების თაყვანისცემაზე?

ერთ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: «ამაოდ გავირჯებით, თუ ძველ აღთქმაში რელიკვიების [წმინდანთა ნაშთები — ნაწილები, ტანსაცმელი, ნივთები და სხვა] თაყვანისცემის მხარდამჭერ არგუმენტებს დავუწყებთ ძებნას; რელიკვიებს არც ახალ აღთქმაში ენიჭება დიდი მნიშვნელობა . . . [ეკლესიის „მამა“] ორიგენე ამას, როგორც ჩანს, საგნებისთვის პატივის მიგების წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდა» („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XII, გვ. 234, 235).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოსე „დამარხა ღმერთმა“ და არავინ იცის, თუ სად არის მისი საფლავი (კან. 34:5, 6). იუდას 9-ში წერია, რომ მთავარანგელოზი მიქაელი მოსეს სხეულის გამო ეშმაკს ეკამათებოდა. რა იყო ამის მიზეზი? აშკარაა, რომ ღმერთს არ სურდა, ადამიანებს სცოდნოდათ, სად იყო მოსეს სხეული. რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ეშმაკი მოსეს სხეულით? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებს სცოდნოდათ მისი ნეშტის ადგილსამყოფელი და თაყვანისცემის საგნად ექციათ?!

„წმინდანების“ გამოსახულებების თაყვანისცემასთან დაკავშირებით იხილეთ „გამოსახულებები (ხატები)“.

რატომ ხატავენ „წმინდანებს“ შარავანდედით (ნიმბით)?

„მითოლოგიურ ლექსიკონში“ ვკითხულობთ: „ნიმბუსი (ლათ. Nimbus — ნისლი, ღრუბელი) — შარავანდედი, ნათლის გვირგვინი, სხივთა ჩაღი, გვირგვინად რომ ედგათ თავზე გმირებსა და ღმერთებს, როგორც მზის ემბლემა; ადგას აპოლონის ძველ გამოსახულებებს, ჰელიოსს. რომაულ ხელოვნებაში იმპერატორებსაც ადგამდნენ. ქრისტიანობამ ადრევე გადმოიღო, ქრისტეს და წმინდანებს ამკობდნენ მრგვალი სხივოსანი წრით“ (ა. გელოვანი, თბილისი, 1983, გვ. 351).

„ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „ელინისტურ და რომაულ ხელოვნებაში მზის ღმერთ ჰელიოსსა და რომის იმპერატორებს ხშირად სხივთა გვირგვინით გამოსახავდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში წარმართული წარმოშობის გამო ერიდებოდნენ მის გამოსახვას. მაგრამ მალე ქრისტიანი იმპერატორების ოფიციალურ პორტრეტებში წრიული ნიმბები გამოჩნდა. ამ საიმპერატორო ატრიბუტით IV საუკუნის შუა პერიოდიდან ქრისტეს შემკობაც დაიწყეს . . . ქალწული მარიამისა და სხვა წმინდანების შარავანდედით გამოსახვის ჩვეულება გავრცელებული არ იყო VI საუკუნემდე“ (1976, „მიკროპედია“, ტ. IV, გვ. 864).

მართებულია ქრისტიანობაში წარმართული სიმბოლოების შემოტანა?

„რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რა შეათანხმებს ქრისტეს და ბელიარს [სატანას]? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა შეუთავსებს ღმერთის ტაძარს კერპებს? რადგან თქვენ ცოცხალი ღმერთის ტაძარი ხართ . . . ამიტომაც გამოდით და გამოეყავით მათ, იტყვის უფალი, და ნუ შეეხებით უწმინდურს; და მე შეგიწყნარებთ თქვენ. და ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“ (2 კორ. 6:14—18, სსგ).

შეიძლება, რომ ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის ყველა წევრი უცოდველი და წმინდანი იყოს?

პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ყველანი წმინდები იყვნენ (1 კორ. 14:33, 34; 2 კორ. 1:1; 13:13). მათ შესახებ ნათქვამია, რომ ‘მიეტევათ ცოდვები’ და ‘განიწმინდნენ’ ღვთის მიერ (საქ. 26:18; 1 კორ. 1:2). თუმცა, როგორც ადამის შთამომავლები, ისინი არ ფიქრობდნენ, რომ უცოდველები იყვნენ. ამიტომ, სწორად რომ მოქცეულიყვნენ, მათ შინაგანი ბრძოლა უწევდათ. ეს თავმდაბლურად აღიარა პავლე მოციქულმა (რომ. 7:21—25). მოციქულმა იოანემ თქვა: „თუ ვიტყვით, რომ არა გვაქვს ცოდვა, ჩვენს თავს ვაცდუნებთ, და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (1 იოან. 1:8, სსგ). აქედან გამომდინარე, მართალია ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს წმინდები ეწოდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოფნისას ისინი უცოდველები იყვნენ.

მასალა იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ზეცაში სიკვდილის შემდეგ, იხილეთ გვერდებზე 159—163.

თუ ვინმე გეუბნება . . .

„გწამთ წმინდანების?“

შეგიძლია ასე უპასუხო: „რომელ წმინდანებს გულისხმობთ?“. თუ გეტყვის, რომ მარიამს და (ან) მოციქულებს გულისხმობს, შეგიძლია უთხრა: 1) „მე მწამს ის, რაც ბიბლიაში მათ შესახებ წერია. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას აკეთებენ ისინი დღეს და როგორ გვეხება ეს ჩვენ . . . მინდა მათ შესახებ ერთი საინტერესო აზრი წაგიკითხოთ ბიბლიიდან“ (გამოცხ. 5:9, 10) [შენიშვნა: თუ წამოიჭრება კითხვა ფრაზაზე „ვიმეფებთ ქვეყნად“ (სსგ) ან „იმეფებენ მიწაზე“ (ბსგ), ბერძნულ გრამატიკასთან დაკავშირებით იხილე გვერდი 163 („ზეცა“)]. 2) „როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე მათი მმართველობის დროს?“ (გამოცხ. 21:2—4).

ან შეგიძლია უთხრა (თუ ერთ დროს შენც თაყვანს სცემდი წმინდანებს): „წლების განმავლობაში მეც თაყვანს ვცემდი წმინდანებს და ლოცვით მივმართავდი მათ. მაგრამ ბიბლიაში ისეთი რამ წავიკითხე, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ამ საკითხზე. მინდა, თქვენც გაჩვენოთ ეს აზრი“ (იხილე გვერდი 411).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება