საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • dg ნაწ. 5 გვ. 10-12
  • ნების თავისუფლება — შესანიშნავი ძღვენია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნების თავისუფლება — შესანიშნავი ძღვენია
  • ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ ვართ შექმნილნი
  • საუკეთესო საწყისი
  • ზღვარდადებული თავისუფლება
  • ვის კანონებს?
  • დააფასეთ ნების თავისუფლების ძღვენი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • იეჰოვას თაყვანისმცემელთა თავისუფლება
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • ღვთის მიერ დაშვებული ტანჯვა-წამების დრო იწურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
dg ნაწ. 5 გვ. 10-12

ნაწილი 5

ნების თავისუფლება — შესანიშნავი ძღვენია

1, 2. რომელი შესანიშნავი ძღვენი წარმოადგენს ჩვენი არსების ნაწილს?

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება და რას მოიმოქმედებს ამასთან დაკავშირებით, უნდა გავერკვეთ, თუ როგორ შეგვქმნა ღმერთმა. მან არა მხოლოდ სხეული და ტვინი გვიბოძა, არამედ საოცარი გონებრივი და ემოციური შესაძლებლობებითაც დაგვაჯილდოვა.

2 ჩვენი გონებრივი და ემოციური თვისებების საფუძვლად დევს ნების თავისუფლება. დიახ, ღმერთმა მოგვცა არჩევნის თავისუფლება. ეს ნამდვილად შესანიშნავი ძღვენია.

როგორ ვართ შექმნილნი

3-5. რატომ ვაფასებთ ნების თავისუფლებას?

3 ახლა განვიხილოთ, თუ რა კავშირი აქვს ადამიანის ნების თავისუფლებას ღმერთის მიერ დაშვებულ ტანჯვასთან. უპირველესად დაფიქრდი შემდეგზე: აფასებ თუ არა არჩევნის თავისუფლებას, რა აკეთო და რა ილაპარაკო, რით იკვებო და რა ჩაიცვა, სად იმუშაო, სად და როგორ იცხოვრო? თუ შენ აირჩევდი, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიღაც გკარნახობდეს ყოველ სიტყვასა და მოქმედებას?

4 არცერთი ნორმალური ადამიანი ისურვებს იცხოვროს საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ასე შეგვქმნა ღმერთმა. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი თავის „ხატად. . . და მსგავსებად“ შექმნა და თვით ღმერთის ერთ-ერთი თვისება — არჩევნის თავისუფლებაა (დაბადება 1:26; მეორე რჯული 7:6). როდესაც მან შექმნა ადამიანები, უბოძა მათ ასეთივე შესანიშნავი თვისება — ნების თავისუფლების ძღვენი. აი, რატომ ვგრძნობთ თავს დაჩაგრულად, როდესაც გვიმონებენ შეუბრალებელი მმართველები.

5 ამიტომ, თავისუფლების სურვილი შემთხვევითი არ არის, რადგან ღმერთი — თავისუფლების ღმერთია. ბიბლია ამბობს: „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17). მაშასადამე, ჩვენი არსების ნაწილად, ღმერთმა გვიბოძა თავისუფლება. რამდენადაც ღმერთმა იცოდა, თუ როგორ იმოქმედებდა ჩვენი გონება და ემოციები, მან გაითვალისწინა, რომ ნების თავისუფლებით უფრო ბედნიერები ვიქნებოდით.

6. როგორ შექმნა ღმერთმა ჩვენი ტვინი ნების თავისუფლებასთან ურთიერთქმედებისათვის?

6 ნების თავისუფლებასთან ერთად, ღმერთმა მოგვცა უნარი ვიაზროვნოთ, ავწონ-დავწონოთ, მივიღოთ გადაწყვეტილება და ვიცოდეთ რა არის სწორი და რა — მცდარი (ებრაელთა 5:14). ამრიგად, ნების თავისუფლება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო შეგნებულ არჩევანზე. ჩვენ უგონო რობოტებად არ ვყოფილვართ შექმნილნი, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ნება. არც ცხოველებივით ინსტიქტური მოქმედებისთვის ვყოფილვართ შექმნილნი. პირიქით, ჩვენი საოცარი ტვინი ისე იყო კონსტრუირებული, რომ არჩევნის თავისუფლებასთან ურთიერთკავშირი ჰქონდა.

საუკეთესო საწყისი

7, 8. როგორი შესანიშნავი საწყისი მისცა ღმერთმა ჩვენს წინაპრებს?

7 ღმერთის მზრუნველობა გამომჟღავნდა იმაში, რომ ჩვენმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, ნების თავისუფლების ძღვენთან ერთად მიიღეს ყველაფერი, რასაც ნებისმიერი ადამიანი გონივრულად ისურვებდა. ისინი დასახლებულნი იყვნენ პარკის მსგავს დიდ სამოთხეში. მათ ჰქონდათ მატერიალური სიუხვე. პირველი წყვილის სხეული და გონება სრულყოფილი იყო, ამიტომ არ უნდა განეცადათ სიბერე, ავადმყოფობა ან სიკვდილი — მათ შეეძლოთ ეცხოვრათ მარადიულად. მათ უნდა ჰყოლოდათ სრულყოფილი შვილები, რომელთაც მშობლების მსგავსად ექნებოდათ ბედნიერი, მარადიული მომავალი. მზარდ მოსახლეობას უნდა ჰქონოდა სიამოვნების მიმნიჭებელი სამუშაო, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევა (დაბადება 1:26-30; 2:15).

8 იმასთან დაკავშირებით, რაც მათ მიეცათ, ბიბლია ამბობს: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ბიბლია ღმერთის შესახებ აგრეთვე ამბობს: „სრულყოფილია მისი ქმნილება. . .“ (მეორე რჯული 32:4). დიახ, შემოქმედმა საკაცობრიო ოჯახს მისცა სრულყოფილი საწყისი. შეუძლებელია, რომ ამაზე უკეთესი საწყისი ყოფილიყო. რაოდენ მზრუნველი ყოფილა ღმერთი!

ზღვარდადებული თავისუფლება

9, 10. რატომ უნდა იყოს ნების თავისუფლება სწორად რეგულირებული?

9 მაგრამ იყო თუ არა ღმერთის მიზანი ნების უსაზღვრო თავისუფლება? წარმოიდგინე, ტრანსპორტით გადატვირთული ქალაქი საგზაო ნიშნების გარეშე, სადაც თითოეული მიდის ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი სიჩქარით: ისურვებდი ასეთ პირობებში მგზავრობას? რასაკვირველია არა, ეს იქნებოდა საგზაო ანარქია, რომელიც უამრავ ავარიას გამოიწვევდა.

10 იგივე შეიძლება ითქვას ღმერთის ძღვენის, ნების თავისუფლების შესახებ. უსაზღვრო თავისუფლება საზოგადოებაში ანარქიას გამოიწვევდა. უნდა არსებობდეს ადამიანთა მოქმედების მარეგულირებელი კანონები! ღმერთის სიტყვა ამბობს: „იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ“ (1 პეტრე 2:16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, სტოკჰოლმის გამოცემა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1991). საყოველთაო კეთილდღეობისათვის ღმერთს სურს, რომ ნების თავისუფლება კონტროლს ექვემდებარებოდეს. მას განზრახული ჰქონდა, რომ ჩვენ გვქონოდა არა სრული, არამედ კანონს დაქვემდებარებული შედარებითი თავისუფლება.

ვის კანონებს?

11. ვის კანონებს უნდა დავმორჩილებოდით?

11 ვის კანონებს უნდა დავმორჩილებოდით? 1 პეტრეს 2:16 („ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ სტოკჰოლმის გამოცემა, ბიბლიის თარგმნის ისტიტუტი 1991) მუხლის მომდევნო ნაწილში ნათქვამია: „იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა“. ეს არ ნიშნავს მჩაგვრელ მონობას, რადგან შექმნილნი ვიყავით ისე, რომ ღმერთის კანონებისადმი მორჩილებით უფრო ბედნიერები ვყოფილიყავით (მათე 22:35-40). ადამიანის მიერ გამოგონილ ნებისმიერ კანონთან შედარებით, ღმერთის კანონები წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო სახელმძღვანელოს. „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).

12. არჩევნის როგორი თავისუფლება გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის კანონებს აქვს გარკვეული საზღვრები?

12 ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის კანონები გარკვეულ წილად შემოფარგლულია, ის არჩევნის უდიდეს თავისუფლებას გვთავაზობს. ეს ქმნის მრავალფეროვნებას და საკაცობრიო ოჯახს ხდის მომხიბვლელს. დაფიქრდი მთელ მსოფლიოში არსებულ ნაირფეროვან საკვებსა და ტანსაცმელზე, მუსიკასა და ხელოვნებაზე და აგრეთვე საცხოვრებელ ადგილებზე. ჩვენ, უსათუოდ, ვამჯობინებთ ამ საკითხებში არჩევანი თვით გავაკეთოთ, ვიდრე დავუშვათ, რომ ჩვენს მაგიერ სხვამ გადაწყვიტოს.

13. რომელ ფიზიკურ კანონებს უნდა დავემორჩილოთ საკუთარი კეთილდღეობისათვის?

13 მაშასადამე, ჩვენ ისე ვიყავით შექმნილნი, რომ ადამიანთა მოქმედებებისთვის ღმერთის მიერ მიცემული კანონებისადმი მორჩილებით ბედნიერები ვყოფილიყავით. ამის მსგავსია ღმერთის ფიზიკური კანონებისადმი მორჩილებაც. მაგალითად, თუ ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას მიზიდულობის კანონს და გადმოვხტებით სიმაღლიდან, მაშინ ან ზიანს მივაყენებთ თავს, ან დავიღუპებით. თუ უგულებელვყოფთ ჩვენი ორგანიზმის შინაგანი მოთხოვნილებების კანონს და შევწყვეტთ საკვებისა და წყლის მიღებას ან სუნთქვას — მოვკვდებით.

14. საიდან ვიცით, რომ ადამიანები არ ყოფილან ღმერთისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შექმნილნი?

14 ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შექმნილნი ვიყავით, როგორც ფიზიკური კანონების, ასევე ღმერთის ზნეობრივი და სოციალური კანონებისადმი მორჩილების აუცილებლობით (მათე 4:4). ადამიანები არ იყვნენ შექმნილნი ისე, რომ თავიანთი კონსტრუქტორისაგან დამოუკიდებლად ეარსებათ და ამავე დროს წარმატებებისთვის მიეღწიათ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამიტომ, ადამიანები ისე იყვნენ შექმნილნი, რომ ყველა საკითხში ეცხოვრათ არა საკუთარი, არამედ ღმერთის მმართველობით.

15. უნდა ყოფილიყო თუ არა ღმერთის კანონები ადამისა და ევასთვის ტვირთი?

15 ღმერთის კანონებისადმი მორჩილება, ჩვენი წინაპრებისთვის ტვირთი არ უნდა ყოფილიყო. პირიქით, მას ხელი უნდა შეეწყო როგორც მათი, ასევე მთელი საკაცობრიო ოჯახის აყვავებისთვის. თუ პირველი წყვილი ღმერთის მიერ დადგენილი კანონების საზღვრებს დაემორჩილებოდა, ყველაფერი კეთილსასურველად წარიმართებოდა. ახლა ჩვენ ვიცხოვრებდით მრავალი სიამოვნებით აღსავსე შესანიშნავ სამოთხეში, როგორც მოსიყვარულე, გაერთიანებული საკაცობრიო ოჯახი! არ იქნებოდა ბოროტება, ტანჯვა-წამება და სიკვდილი.

[სურათი 11 გვერდზე]

შემოქმედმა კაცობრიობას მისცა სრულყოფილი საწყისი.

[სურათი 12 გვერდზე]

ისურვებდი თუ არა მოძრაობას ტრანსპორტით გადატვირთულ გზაზე, სადაც არ იცავენ საგზაო წესებს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება