სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?
ზემოთ დასმულ კითხვას ბევრი უპასუხებდა სიტყვით — ღმერთი. მაგრამ ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, რომ იესო ქრისტე ან მისი მამა არის ამ ქვეყნიერების ნამდვილი მმართველი. პირიქით, იესომ თქვა: „ამ ქვეყნიერების მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება“. შემდეგ დაუმატა: „ქვეყნიერების მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი გააჩნია“ (იოანე 12:31; 14:30; 16:11).
მაშასადამე, ამ ქვეყნიერების მთავარი იესოსთან ოპოზიციაში იმყოფება. ვინ შეიძლება იყოს ის?
გამოცანის გასაღები — მსოფლიო პირობებიდან
იმ ადამიანთა ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც მოქმედებდნენ ყოვლად საუკეთესო სურვილებით, მთელი ისტორიის მანძილზე ქვეყნიერება საშინლად იტანჯებოდა. ეს აოცებთ მოაზროვნე ადამიანებს, ისევე როგორც აოცებდა სარედაქციო სტატიების ავტორს, აწ განსვენებულ მწერალს, დეივიდ ლორენსს: «„მშვიდობა დედამიწაზე“ — თითქმის ყველას სურს იგი. „კეთილი ნება ადამიანებისადმი“ — მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანი გრძნობს ამას ერთმანეთისადმი. ასეთ შემთხვევაში რაშია საქმე? რატომ არსებობს ომის საშიშროება, თუ ადამიანს არ გააჩნია მისი სურვილი?“»
ეს პარადოქსად გვეჩვენება, ასე არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ბუნებრივი სურვილია მშვიდობასა და სიწყნარეში ცხოვრება, მათ შორის ფართოდ არის გავრცელებული სიძულვილი და მკვლელობა — და მერე როგორი ავგულობით ჩადენილი. გაითვალისწინე შემზარავი სისასტიკის გულცივი უწესობა. ადამიანებმა გამოიყენეს გაზის კამერები, საკონცენტრაციო ბანაკები, ცეცხლმფრქვევები, ნაპალმის ბომბები და სხვა საშინელი მეთოდები, რათა შეუბრალებლად ეწამებინათ და მასობრივად გაეწყვიტათ ერთმანეთი.
შენი აზრით, მშვიდობისა და ბედნიერების მსურველ ადამიანებს სურთ თუ არა თავად ჩაიდინონ ასეთი საშინელი ბოროტება სხვების მიმართ? რა ძალები უბიძგებენ ადამიანებს ჩაიდინონ ასეთი საზიზღარი მოქმედებები ან რა ძალები მანევრირებენ მათზე და აყენებენ ისეთ სიტუაციებში, რომ ისინი იძულებული არიან ჩაიდინონ ბოროტმოქმედებები? არასდროს დაფიქრებულხარ ამ კითხვაზე: ხომ არ მოქმედებს ადამიანებზე უხილავი ბოროტი ძალა, რომ მათ განახორციელონ ძალადობის მსგავსი აქტები?
ქვეყნიერების მმართველები ამოცნობილია
ამ საკითხებთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, ვინაიდან ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ უხილავი, მოაზროვნე პიროვნება ხელმძღვანელობს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ერებს. მასში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ ] წევს“. ბიბლია, ასევე, გვამცნობს მის პიროვნებას, „რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მსოფლიოს მაცდუნებელი“ (1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:9).
როცა იესო ‘იცდებოდა ეშმაკისაგან’, ის არ დაეჭვებულა, რომ სატანა არის ამ ქვეყნიერების მმართველი. ბიბლია გადმოგვცემს, რაც მოხდა: „ისევ მიჰყავს იგი ეშმაკს ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენებს მსოფლიოს ყველა სამეფოს და მათ დიდებას და ეუბნება მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ. მაშინ იესომ უთხრა: განვედ, სატანავ“ (მათე 4:1, 8–10).
იფიქრე, ამის შესახებ. სატანა აცდუნებდა იესოს, იმით, რომ სთავაზობდა „მსოფლიოს ყველა სამეფოს“. სატანის წინადადება განა ნამდვილი ცდუნება იქნებოდა, თუკი ის სინამდვილეში არ წარმოადგენდა ამ სამეფოების მმართველს? არა, არ იქნებოდა. ასევე ყურადღება მიაქციე: იესომ არ უარყო ის ფაქტი, რომ სატანა-ეშმაკი მართავს ყველა ამ ქვეყნიურ მთავრობას, ის გააკეთებდა ამას, სატანას რომ არ ჰქონოდა ძალაუფლება მათზე. ამიტომ, სატანა-ეშმაკი სინამდვილეში არის ქვეყნიერების უხილავი მმართველი. ფაქტიურად, ბიბლია მას ‘წუთისოფლის ღმერთს’ უწოდებს (2 კორინთელთა 4:4). მაგრამ, როგორ მიაღწია ასეთმა ბოროტმა პიროვნებამ ამ ძლევამოსილ მდგომარეობას?
ის, ვინც გახდა სატანა, იყო ღმერთის მიერ შექმნილი ანგელოზი, მაგრამ მან შურით დაუწყო ყურება ღმერთის მდგომარეობას. მან საკამათო გახადა ღმერთის კანონიერი მმართველობა. იმ მიზნისათვის, რომ მოეტყუებინა პირველი ქალი, ევა, თავის იარაღად გამოიყენა გველი. და ამგვარად აიძულა ის და მისი ქმარი ადამი, შეესრულებინათ მისი განკარგულება ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდნენ ღმერთს (დაბადება 3:1–6; 2 კორინთელთა 11:3). მან, ასევე, წამოაყენა იმის პრეტენზია, რომ იგი შესძლებდა ადამისა და ევას ჯერ არდაბადებული შთამომავლების ჩამოშორებას ღმერთისაგან. ამიტომ ღმერთმა სატანას გამოუყო დრო, რომ მას ეცადა თავისი პრეტენზიის დამტკიცება, მაგრამ სატანა ამ მხრივ წარუმატებელი იყო (იობი 1:6–12; 2:1–10).
საყურადღებოა, რომ სატანა არ არის ქვეყნიერების ერთადერთი მმართველი. მან შეძლო ზოგიერთი სხვა ანგელოზის დარწმუნება, შეერთებოდნენ მას ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებაში. ისინი გახდნენ დემონები, მისი სულიერი თანამზრახველები. ბიბლია მათზე ლაპარაკობს, როცა დაჟინებით გვირჩევს: „შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურვლით, რათა შესძლოთ წინააღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ . . . წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:11, 12).
წინააღუდექი ბოროტ სულებს
ბოროტი ქვეყნიერების ეს უხილავი მმართველები მზად არიან არასწორი გზით წაიყვანონ მთელი კაცობრიობა და ჩამოაშორონ ისინი ღმერთის თაყვანისმცემლობას. ბოროტი სულები ამას ახერხებენ იმით, რომ მხარს უჭერენ სიკვდილის შემდგომ არსებობის იდეას, თუმცა ღმერთის სიტყვა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მკვდრებს არა აქვთ აზროვნების უნარი (დაბადება 2:17; 3:19; ეზეკიელი 18:4; ფსალმუნი 145:3, 4; ეკლესიასტე 9:5, 10). ამის შესაბამისად ბოროტ სულს, რომელიც იმიტაციას უკეთებს განსვენებულის ხმას, შეუძლია განსვენებულის ნათესავებთან ან მის მეგობრებთან საუბარი სპირიტული მედიუმის გამოყენებით ან „ხმით“ უხილავი სფეროდან. ეს „ხმა“ ირწმუნება, რომ თითქოს ის არის განსვენებული, მაგრამ სინამდვილეში — დემონია!
ამიტომ, თუ შენ ოდესმე მოისმენ ასეთ „ხმას“, თავს ნუ მოიტყუებ. უარყავი ყველაფერი, რაც არ უნდა გითხრას და მიბაძე იესოს სიტყვებს: „განვედ, სატანავ“ (მათე 4:10; იაკობი 4:7). სულიერი სფეროსადმი ცნობისმოყვარეობას არ დართო ნება დაგაკავშიროს ბოროტ სულებთან. ასეთ კავშირს სპირიტიზმი ეწოდება, ხოლო ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს აფრთხილებს, რომ მოერიდონ მის ყოველგვარ ფორმას. ბიბლია განსჯის ‘ჯადოქარს [მკითხავს, აქ ] . . . მესულთანეს [სპირიტული მედიუმისგან რჩევის მიმღებს, აქ ], მჩხიბავს [მოვლენების პროფესიონალ წინასწარმეტყველს, აქ ] და მკვდართა გამომკითხველს [გამომძახებელს, აქ ]’ (მეორე რჯული 18:10–12; გალატელთა 5:19–21; გამოცხადება 21:8).
როგორ თავშესაქცევად და საინტერესოდაც არ უნდა მოგეჩვენოს, არ მიიღო მონაწილეობა სპირიტიზმის არცერთ პრაქტიკულ სახეობაში, ვინაიდან სპირიტიზმი ადამიანს დემონების ზეგავლენაში აქცევს. ამ პრაქტიკულ სახეობაში შედის მკითხაობა „მაგიური კრისტალის“ დახმარებით, სპირიტული სეანსებისთვის პლანშეტებით სარგებლობა, ექსტრასენსორული აღქმა, ხელისგულის ხაზების გამოკვლევა (ქირომანტია) და ასტროლოგია. დემონები, ასევე, იწვევენ ხმაურს და სხვა ფიზიკურ ფენომენებს იმ სახლებში, რომლებსაც ისინი თავიანთ ტერიტორიად აქცევენ.
გარდა ამისა, ბოროტი სულები სარგებლობენ ადამიანთა ცოდვილი მიდრეკილებებით და ხელს უწყობენ იმ ლიტერატურის, კინოფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების გავრცელებას და გახმაურებას, რომლებიც რეკლამას უწევენ ამორალურ, არაბუნებრივ სექსუალურ ყოფაქცევას. დემონებმა იციან, რომ თუ არ მოვიშორებთ არასწორ აზრებს, ის წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე და გვაიძულებს მოვიქცეთ უზნეოდ — დემონების მსგავსად (დაბადება 6:1, 2; 1 თესალონიკელთა 4:3–8; იუდა 6).
მართალია, ბევრი შესაძლოა დასცინის იდეას, რომ ბოროტი სულები მართავენ ქვეყნიერებას. მაგრამ მათი ურწმუნოება გასაკვირი არ არის, ვინაიდან ბიბლია ამბობს: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს ღებულობს“ (2 კორინთელთა 11:14). მისი ყველაზე დახელოვნებული ტყუილი არის ის, რომ იგი აბრმავებს მრავალს, იმ ფაქტის მიმართ, რომ ის და მისი დემონები რეალურად არსებობენ. მაგრამ ნუ მოტყუვდები! ეშმაკი და მისი დემონები რეალური პიროვნებები არიან და შენთვის საჭიროა გამუდმებით წინააღუდგე მათ (1 პეტრე 5:8, 9).
საბედნიეროდ, უკვე ახლოა ის დრო, როდესაც სატანა და მისი მომხრეები მეტად აღარ იქნებიან! „ქვეყნიერება [მისი დემონური მმართველების ჩათვლით] გადადის, — გვარწმუნებს ბიბლია, — . . . ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17). რა დიდებული დრო დადგება, როცა ჩამოშორებული იქნება ეს ბოროტი ზეგავლენა! დაე, ამიტომ ვიყოთ მათ შორის, ვინც ასრულებს ღმერთის ნებას და გაიხარებს მარადიული სიცოცხლით, ღმერთის ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში (ფსალმუნი 36:9–11, 29; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).
ებრაული წერილებიდან ციტირებული ტექსტი აღებულია ბიბლიიდან „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“. ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“ (სტოკჰოლმის გამოცემა ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1990). თუ ციტატას მოჰყვება შემოკლება აქ, ეს მიუთითებს რომ ციტატა გადმოთარგმნილია ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიიდან „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“.
[სურათი 4 გვერდზე]
ნუთუ შესძლებდა სატანა შეეთავაზებინა იესოსთვის მსოფლიოს ყველა სამეფო, თუკი მას არ ეკუთვნოდა?