საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rq გაკ. 10 გვ. 20-21
  • რა სძულს ღმერთს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა სძულს ღმერთს?
  • რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის მეგობრები ერიდებიან იმას, რაც ცუდია
    შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • აზარტული თამაშები
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • ცოდვაა აზარტული თამაში?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
rq გაკ. 10 გვ. 20-21

თავი მეათე

რა სძულს ღმერთს?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ იცით, რა სძულს ღმერთს? (1)

როგორი სქესობრივი კავშირია არასწორი? (2)

რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სიცრუეზე, აზარტულ თამაშებზე, ქურდობაზე (3), ძალადობაზე (4), სპირიტიზმსა (5) და ლოთობაზე? (6)

როგორ დავაღწიოთ თავი არასწორ საქციელს? (7)

1. ღვთის მსახურებს უყვართ სიკეთე, მაგრამ მათ ბოროტების სიძულვილიც უნდა ისწავლონ (ფსალმუნები 97:10). ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოერიდონ ღვთისთვის საძულველ საქციელს. კერძოდ რას?

2. მრუშობა. ქორწინებამდელი სექსი, სიძვა, სქესობრივი კავშირი ცხოველებთან, სისხლის აღრევა და ჰომოსექსუალიზმი სერიოზულ ცოდვებად ითვლება ღვთის თვალში (ლევიანები 18:6; რომაელები 1:26, 27; 1 კორინთელები 6:9, 10). თუ ერთად მცხოვრები ქალი და მამაკაცი არ არიან დაქორწინებულნი, ან ცალ-ცალკე უნდა იცხოვრონ ან კანონიერად დაქორწინდნენ (ებრაელები 13:4).

3. სიცრუე, აზარტული თამაშები და ქურდობა. იეჰოვა ღმერთმა შეუძლებელია, იცრუოს (ტიტე 1:2). თუ გვინდა, ღვთის მოწონება დავიმსახუროთ, არც ჩვენ უნდა ვიცრუოთ (იგავები 6:16—19; კოლოსელები 3:9, 10). ნებისმიერი აზარტული თამაშის საფუძველი სიხარბეა. ამიტომ ქრისტიანებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ ისეთ აზარტულ თამაშებში, როგორიცაა ლატარეა, ტოტალიზატორი, სათამაშო აპარატებით თამაში, დოღი და სხვა (ეფესოელები 5:3—5). ქრისტიანებმა არ უნდა იქურდონ, არც მოპარული ნივთები უნდა იყიდონ, თუ იციან, რომ მოპარულია, და არც დაუკითხავად უნდა აიღონ რამე (გამოსვლა 20:15; ეფესოელები 4:28).

4. რისხვა და ძალადობა. შეუკავებელმა რისხვამ შეიძლება ადამიანი ძალადობამდე მიიყვანოს (დაბადება 4:5—8). შეუძლებელია, მოძალადე კაცი ღვთის მეგობარი იყოს (ფსალმუნები 11:5; იგავები 22:24, 25). არც შურისძიება და სამაგიეროს გადახდაა სწორი (იგავები 24:29; რომაელები 12:17—21).

5. შელოცვა და სპირიტიზმი. ზოგიერთი სულების გამოძახებით ცდილობს ავადმყოფის განკურნებას. ზოგი ჯადოს უკეთებს თავის მტერს, რომ დააავადოს ან მოკლას. ეს სატანის საქმეებია და ამიტომ ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა (მეორე კანონი 18:9—13). იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ყველანაირი ჯადოსგან დაგვიცავს (იგავები 18:10).

6. ლოთობა. ღვინის, ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის ზომიერად მიღებაში ცუდი არაფერია (ფსალმუნები 104:15; 1 ტიმოთე 5:23). მაგრამ გადამეტებული სმა და ლოთობა ღვთისთვის მიუღებელია (1 კორინთელები 5:11—13; 1 ტიმოთე 3:8). სმამ შეიძლება ჯანმრთელობაც შეურყიოს ადამიანს და ოჯახიც დაუნგრიოს. სმის გამო კაცმა შეიძლება სერიოზული შეცდომებიც კი ჩაიდინოს (იგავები 23:20, 21, 29—35).

7. ვინც იეჰოვას თვალში არასწორად იქცევა, „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (გალატელები 5:19—21). ვისაც მართლა უყვარს ღმერთი და უნდა, ასიამოვნოს, თავს დააღწევს ცუდ საქციელს (1 იოანე 5:3). შეიძულეთ ის, რაც ღმერთს არ მოსწონს (რომაელები 12:9). ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვინც ღვთისმოსაწონად იქცევა (იგავები 13:20). მოწიფული ქრისტიანები დიდ დახმარებას გაგიწევენ (იაკობი 5:14). რაც მთავარია, ილოცეთ და გქონდეთ ღვთის დახმარების იმედი (ფილიპელები 4:6, 7, 13).

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

ღმერთს სძულს ლოთობა, ქურდობა, აზარტული თამაშები და ძალადობა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება