საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • kp გვ. 9-11
  • რისკენ ისწრაფვით?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რისკენ ისწრაფვით?
  • იფხიზლეთ!
  • მსგავსი მასალა
  • როგორ უპასუხებთ?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • როგორ უპასუხებთ?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • ოჯახური განხილვისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • როგორ უპასუხებთ?
    გამოიღვიძეთ! — 2007
იხილეთ მეტი
იფხიზლეთ!
kp გვ. 9-11

რისკენ ისწრაფვით?

• ბევრი იმდენადაა ჩაფლული ყოველდღიურ საქმეებში, რომ თითქმის არ უფიქრდებიან, საით მიემართებიან.

• ბიბლია გვატყობინებს, რომ წინ შესანიშნავი მოვლენები გველის. ის იმასაც გვეუბნება, რომ დედამიწაზე რადიკალური ცვლილებები მოხდება. თუ არ გვინდა დავიღუპოთ, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

• არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ამბობს ბიბლია და ცდილობენ კიდეც მისი რჩევების გამოყენებას; მაგრამ ცხოვრებისეულ საზრუნავს ისინი გზიდან გადაჰყავს.

• კმაყოფილი ხართ ცხოვრებაში თქვენი მისწრაფებებით? გეგმების შედგენისას, ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის საქმიანობა თქვენს სამომავლო მიზნებზე?

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?

როგორ გადაანაწილებდით შემდეგ საკითხებს? თითოეულ საკითხს სათანადო ნომერი მიუჩინეთ.

ბევრ მათგანს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ როცა არჩევნის წინაშე დგებით, რას ან ვის აყენებთ პირველ ადგილზე? მეორეზე? და ა. შ.

― გართობა/დასვენება

― სამსახური/კარიერა

― ჯანმრთელობა

― პირადი ბედნიერება

― მეუღლე

― მშობლები

― შვილები

― კეთილმოწყობილი სახლი, ძვირფასი ტანსაცმელი

― ყველაფრის საუკეთესოდ კეთება

― ღვთის თაყვანისმცემლობა

[ჩარჩო 10, 11 გვერდებზე]

მიჰყევხართ თქვენს არჩევანს იმისკენ, რისკენაც ისწრაფვით?

დაუფიქრდით შემდეგ კითხვებს:

გართობა/დასვენება: დადებითად მოქმედებს ჩემზე ჩემ მიერ შერჩეული გართობა? ხომ არ არის ის ჯანმრთელობისთვის საშიში, რამაც შეიძლება დამაინვალიდოს? ისე ხომ არ ვერთობი, რომ რამდენიმე საათიან სიამოვნებას ხანგრძლივი ემოციური ტკივილი მოჰყვება? მაშინაც კი, თუ სასარგებლო გართობას ვირჩევ, ხომ არ ვუთმობ მას იმდენ დროს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო აღარ მრჩება?

სამსახური/კარიერა: ეს ჩემთვის თავის რჩენის საშუალებაა თუ მისი მონა გავხდი? ხომ არ ვწირავ მას ჩემს ჯანმრთელობას? სამსახურში საღამოს დარჩენას ან შაბათ-კვირას მუშაობას ავირჩევდი თუ მეუღლესთან ან შვილებთან დროის გატარებას? თუ უფროსი ისეთი რამის გაკეთებას მთხოვს, რის გამოც სინდისი შემაწუხებს ან ისეთ რამეს მავალებს, რაც ხშირად ხელს შემიშლის სულიერ საქმეებში, დავთანხმდები სამუშაოს დაკარგვის შიშით?

ჯანმრთელობა: არასერიოზულად ვეკიდები ჩემს ჯანმრთელობას თუ ვცდილობ, ვიზრუნო მასზე? ხომ არ ჭარბობს ჩემს საუბრებში ეს თემა? აჩვენებს ჯანმრთელობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, რომ ვზრუნავ ოჯახის წევრებზე?

პირადი ბედნიერება: უმთავრესია ის ჩემს ცხოვრებაში? მეუღლისა და ოჯახის ბედნიერებაზე წინ ვაყენებ მას? ირეკლავს პირადი ბედნიერების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ვარ?

მეუღლე: მხოლოდ მაშინ არის მეუღლე ჩემთვის მეგობარი, როცა ეს მე მაწყობს? პატივისცემით ვეპყრობი მას და ვაფასებ მისი პირადი ღირსების გრძნობას? ახდენს ღვთისადმი რწმენა გავლენას მეუღლის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე?

მშობლები: ვემორჩილები მშობლებს? პატივისცემით ვესაუბრები მათ? ვასრულებ, რასაც მავალებენ? ვბრუნდები სახლში მათ მიერ დადგენილ დროს? მივყვები მათ რჩევებს მეგობრების არჩევასთან და გაფრთხილებებს საშიშროებებთან დაკავშირებით? თუ ბავშვი აღარა ვარ, პატივისცემით ვუსმენ მშობლებს და, საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარები მათ? ისე ვეპყრობი მათ, როგორც ჩემთვისაა მოსახერხებელი თუ როგორც ღვთის სიტყვა მირჩევს?

შვილები: ვგრძნობ შვილებისათვის სწორი ზნეობრივი ნორმების სწავლების პასუხისმგებლობას თუ ამას სკოლისგან მოველი? ვატარებ შვილებთან დროს თუ მათთან ურთიერთობას სათამაშოებს, ტელევიზორს ან კომპიუტერს ვანდობ? ყოველთვის ვსჯი შვილებს, როცა ისინი ღვთის ნორმებს არღვევენ თუ მხოლოდ მაშინ, როცა ვღიზიანდები მათ მოქმედებაზე?

კეთილმოწყობილი სახლი, ძვირფასი ტანსაცმელი: რა ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენ ყურადღებას ვუთმობ ჩემს გარეგნობასა და ქონებას — მეზობლებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი? ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა? ღვთის თაყვანისმცემლობა?

ყველაფრის საუკეთესოდ კეთება: ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საქმეების კარგად შესრულება? ვისწრაფვი, რომ საუკეთესო ვიყო? განვიცდი, თუ ვინმე ჩემზე უკეთ აკეთებს რამეს?

ღვთის თაყვანისმცემლობა: ღვთის მოწონება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ჩემი მეუღლის, შვილების, მშობლების ან უფროსის? გადავწევდი ღვთის მსახურებას მეორე ადგილზე კომფორტული ცხოვრების გამო?

ყურადღებით დაუკვირდით, რას გვირჩევს ბიბლია:

რა ადგილი უკავია ღმერთს თქვენს ცხოვრებაში?

ეკლესიასტე 12:13: „გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: ირეკლავს ჩემი ცხოვრება ასეთივე აზროვნებას? ღვთის მცნებების თანახმად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს სახლში, სამსახურში, სკოლაში? თუ სხვა ინტერესები და ცხოვრებისეული საზრუნავი განსაზღვრავს, რამდენ დროს ვუთმობ ღმერთს?

როგორი ურთიერთობა გაქვთ ღმერთთან?

იგავები 3:5, 6: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“.

მათე 4:10: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: მეც ასე ვფიქრობ ღმერთზე? ირეკლავს ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემებისადმი ჩემი მიდგომა, რომ ღვთის ერთგული ვარ და მას ვენდობი?

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბიბლიის კითხვა და შესწავლა?

იოანე 17:3: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: აჩვენებს ჩემ მიერ ბიბლიის კითხვისთვის და მასზე ღრმად ფიქრისთვის გამოყოფილი დრო, რომ ნამდვილად მწამს ამ სიტყვების?

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება?

ებრაელები 10:24, 25: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს . . . და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“.

ფსალმუნები 121:1: „გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: მოწმობს ჩემი ცხოვრების წესი, რომ ვეთანხმები ღვთის სიტყვაში მოცემულ ამ მითითებას? გასული თვის განმავლობაში გავაცდინე რომელიმე ქრისტიანული შეხვედრა სხვა საქმეების გამო?

გულმოდგინედ მონაწილეობთ სხვებისთვის ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში?

მათე 24:14: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“.

მათე 28:19, 20: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“.

ფსალმუნები 95:2: „უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: სათანადო ადგილი უკავია ამ საქმიანობას ჩემს ცხოვრებაში? აჩვენებს მსახურებისადმი ჩემი დამოკიდებულება, რომ მესმის, რამდენად კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება