ნაწილი მეოთხე
სიხარულით ელოდეთ იეჰოვას დღეს
იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა პირით აფრთხილებდა ხალხს, რომ რისხვას დაატეხდა თავს; მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის მრისხანე ღმერთია. ღმერთი იმდენად ბედნიერია თავისი ხალხით, რომ „სიხარულით შესძახებს“, — ამბობს ბიბლია. ჩვენ ველით იეჰოვას დიდ დღეს და სრული საფუძველი გვაქვს, მთელი გულით ვიხაროთ და ვიმხიარულოთ (სოფონია 3:14, 17). როგორ აისახება ეს ჩვენს მოქმედებასა და განწყობაზე? რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნისთვის?