საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lv გვ. 215-გვ. 218 აბზ. 1
  • სისხლის ფრაქციები და ოპერაციები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სისხლის ფრაქციები და ოპერაციები
  • „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის თვალსაზრისი სისხლზე
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • დაიცავით ცოცხალი ღმერთის მითითებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
„დარჩით ღვთის სიყვარულში“
lv გვ. 215-გვ. 218 აბზ. 1

დანართი

სისხლის ფრაქციები და ოპერაციები

სისხლის ფრაქციები. ფრაქციები მიიღება სისხლის ოთხი ძირითადი კომპონენტისგან — ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტებისა და პლაზმისგან. მაგალითად, ერითროციტები შეიცავს ცილას, ჰემოგლობინს. ადამიანის ან ცხოველის ჰემოგლობინისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება მწვავე ანემიით დაავადებული პაციენტების ან მათ სამკურნალოდ, ვინც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

პლაზმა, რომლის 90 პროცენტს წყალი შეადგენს, შეიცავს მრავალ ჰორმონს, არაორგანულ მარილებს, ფერმენტებს და საკვებ ნივთიერებებს — მინერალებსა და შაქარს. პლაზმა ასევე შეიცავს სისხლის შედედების ფაქტორებს, ანტისხეულებს, რომლებიც დაავადებებს ებრძვის, და ცილებს, მაგალითად ალბუმინს. ზოგიერთი დაავადების დროს ექიმებმა შეიძლება ავადმყოფს დაუნიშნონ გამა-გლობულინის ინიექციები, რომელსაც იღებენ ამ დაავადებებისადმი იმუნიტეტის მქონე ადამიანების სისხლის პლაზმისგან. ლეიკოციტებისგან მიიღება ინტერფერონები და ინტერლეიკინები, რომლებიც ზოგიერთი ვირუსული ინფექციისა და კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.

უნდა მიიღოს ქრისტიანმა ისეთი პრეპარატები, რომლებიც სისხლის ფრაქციებს შეიცავს? ბიბლია დაწვრილებით ინფორმაციას არ გვაწვდის ამ საკითხზე, ამიტომ ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა, რაზეც ღვთის წინაშე აგებს პასუხს. ზოგი ქრისტიანი უარს ამბობს ყველა ფრაქციაზე იმ მიზეზით, რომ ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად ცოცხალი არსების სისხლი მიწაზე უნდა დაღვრილიყო (კანონი 12:22—24). სხვები თანახმა არიან, მიიღონ სისხლის ფრაქციების შემცველი პრეპარატები, თუმცა უარს აცხადებენ მთლიანი სისხლისა და მისი ძირითადი კომპონენტების გადასხმაზე. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ სისხლის ეს ფრაქციები უკვე აღარ წარმოადგენს იმ ცოცხალი არსების სიცოცხლეს, რომლისგანაც სისხლი იქნა აღებული.

სისხლის ფრაქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს ჰკითხე საკუთარ თავს: „მესმის, რომ სისხლის ყველა ფრაქციაზე უარის თქმა ნიშნავს ზოგ ისეთ პრეპარატზე უარის თქმას, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და სისხლდენის შემთხვევაში შედედებას უწყობს ხელს? როგორ ავუხსნი ექიმს, რატომ ვამბობ უარს ფრაქციების მიღებაზე ან თუ ვიღებ რომელიმეს, რის საფუძველზე ვაკეთებ ამას?“.

ოპერაციები. ოპერაციის დროს მიმართავენ ჰემოდილუციას და სისხლის დაზოგვას. ჰემოდილუციის დროს სისხლი გამოაქვთ ორგანიზმიდან და სანაცვლოდ უშვებენ სისხლის მოცულობის აღმდგენს; ბოლოს სისხლს კვლავ აბრუნებენ ორგანიზმში. სისხლის დაზოგვის მეთოდი ითვალისწინებს ოპერაციის დროს დაკარგული სისხლის ორგანიზმში დაბრუნებას. ჭრილობიდან გამოსული სისხლი იწმინდება, იფილტრება და პაციენტის სხეულში ბრუნდება. ყველა ექიმი ერთნაირად არ მიმართავს ამ მეთოდებს, ამიტომ ქრისტიანმა უნდა გაარკვიოს, რის გაკეთებას აპირებს მისი ექიმი.

ასეთ მეთოდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე ჰკითხე საკუთარ თავს: „თუ სისხლის გარკვეული რაოდენობა გამოაქვთ ორგანიზმიდან და მისი ცირკულირება დროებით წყდება, მაძლევს სინდისი უფლებას, ეს სისხლი მიწაზე არ დავღვარო და ისევ ჩემი სხეულის ნაწილად ჩავთვალო? (კანონი 12:23, 24). შემაწუხებდა ბიბლიით განსწავლული სინდისი, თუ რომელიმე პროცედურის დროს სისხლის გარკვეულ რაოდენობას ამიღებდნენ და მოდიფიკაციის შემდეგ ორგანიზმში დამიბრუნებდნენ? მესმის, რომ ყველა იმ პროცედურაზე უარის თქმა, რომლებიც ჩემივე სისხლის გამოყენებას მოითხოვს, ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვა სისხლის ანალიზის ჩაბარებაზე, ჰემოდიალიზზე და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის გამოყენებაზე?“.

ცხრილი 216 გვერდზე

ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებენ მის სისხლს ოპერაციის დროს. იგივე შეიძლება ითქვას გამოკვლევისა და მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომლის დროსაც იღებენ სისხლის მცირე რაოდენობას და მოდიფიცირებულ თუ არამოდიფიცირებულ სისხლს კვლავ ორგანიზმში აბრუნებენ.

რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს?

თუ აუცილებელი იქნება ოპერაციის გაკეთება ან ისეთი მკურნალობის ჩატარება, რომლის დროსაც შეიძლება სისხლის შემცვლელი პრეპარატის გამოყენება გახდეს საჭირო, დარწმუნდი, რომ შევსებული გაქვს ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტი და თან გაქვს „სამედიცინო მინდობილობა“, რომლის დანიშნულებაა, თავიდან აირიდო სისხლის გადასხმა. ამასთანავე, ექიმს შეგიძლია დაუსვა შემდეგი კითხვები:

  • იცის თუ არა მთელმა მედპერსონალმა, რომ მე, როგორც იეჰოვას მოწმეს, არავითარ შემთხვევაში არ გადამისხან სისხლი (მთლიანი სისხლი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და სისხლის პლაზმა)?

  • როგორია სისხლის ფრაქციების შემცველი პრეპარატის შემადგენლობა? რა დოზით უნდა მივიღო ის და რა გზით?

  • თუ სინდისი სისხლის ფრაქციის მიღების უფლებას მომცემს, რა რისკთან იქნება ეს დაკავშირებული? რა ალტერნატივები არსებობს?

გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვას მიმართე ლოცვით. ის ჰპირდება სიბრძნეს ყველას, ვინც გამუდმებით სთხოვს რწმენით (იაკობი 1:5, 6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება