სიმღერა 116
სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
1. ძველ წინასწარმეტყველთ სურდათ ესწავლათ
ქრისტესგან, ვინც არის იმედი.
ღვთის სული ამცნობდა მესიის მოსვლას,
ვინც იქნებოდა ყველას მხსნელი.
მოვიდა დრო, ახლა მესია მეფობს,
რასაც ამტკიცებს ნიშნები,
ამას ჩვენ ჩავწვდით და აკვირდებიან
ყოველივეს ანგელოზებიც.
(მისამღერი)
დღის სინათლის შუქით დავდივართ,
რომელიც ბილიკს გვინათებს.
ღმერთი მიუძღვის ჩვენს ნაბიჯებს,
ის ყოველივეს გვიმჟღავნებს.
2. უფალმა დანიშნა ერთგული მონა,
მის მიერ გვაძლევს დროულ საკვებს,
იზიდავს ჩვენს გულს და გონებას მზარდი,
ღვთის ჭეშმარიტების სინათლე.
რადგან დავდივართ კაშკაშა სინათლით,
სულ უფრო მტკიცენი ვხდებით.
ვართ მადლიერნი, რადგან იეჰოვა
არის წყარო ჭეშმარიტების.
(მისამღერი)
დღის სინათლის შუქით დავდივართ,
რომელიც ბილიკს გვინათებს.
ღმერთი მიუძღვის ჩვენს ნაბიჯებს,
ის ყოველივეს გვიმჟღავნებს.
(იხილეთ აგრეთვე რომ. 8:22; 1 კორ. 2:10; 1 პეტ. 1:12)