საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 7 გვ. 10
  • ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • გავეცნოთ იეჰოვას გზებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ბიბლიის წიგნი 2 — გამოსვლა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მოსე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 7 გვ. 10
მოსეს ხელში ქვის ორი ფილა უჭირავს, სადაც ამოტვიფრულია ათი მცნება

ნაწილი 7

ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან

იეჰოვა სასჯელებს ატეხს ეგვიპტეს. მოსეს მეშვეობით მას ისრაელის ძეები ეგვიპტიდან გამოჰყავს და კანონს აძლევს.

ისრაელის ძეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. ისინი მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. ეგვიპტის ტახტზე ახალი ფარაონი ავიდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. ტირან მმართველს აშინებდა ისრაელების სიმრავლე და ამიტომ დაიმონა ისინი. მან ბრძანა, ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში დაეხრჩოთ. მაგრამ ერთმა გაბედულმა ებრაელმა ქალმა თავისი ახალშობილი ვაჟი კალათაში ჩააწვინა და ლერწმებში დამალა. ბავშვი ფარაონის ასულმა იპოვა და იშვილა. მას მოსე დაარქვა და ეგვიპტის სამეფო კარზე გაზარდა.

მოსე 40 წლის იყო, როცა უსიამოვნებაში გაეხვია, რადგან შეეცადა, ერთი ებრაელი კაცი მჩაგვრელი ეგვიპტელისგან დაეცვა. ამის გამო მოსეს ეგვიპტიდან გაქცევა მოუწია შორეულ ქვეყანაში, სადაც ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მოსე 80 წლის იყო, როცა ღმერთმა ის ეგვიპტეში გაგზავნა, რათა ფარაონის წინაშე წარმდგარიყო და მისთვის ღვთის ხალხის გათავისუფლება ეთხოვა.

ფარაონმა მოსეს სასტიკი უარი განუცხადა. ამიტომ ღმერთმა ეგვიპტეს ათი სასჯელი მოუვლინა. თითოეული სასჯელის წინ მოსე მიდიოდა ფარაონთან და სთავაზობდა, გაეთავისუფლებინა ისრაელები და მოსალოდნელი სასჯელი თავიდან აერიდებინა. მაგრამ ფარაონი ჯიუტობდა და არაფრად აგდებდა მოსესა და მის ღმერთს. მეათე სასჯელის დროს ეგვიპტეში ყველა პირმშო დაიღუპა. სასჯელს მხოლოდ ის ოჯახები გადაურჩნენ, რომლებმაც გაითვალისწინეს იეჰოვას მითითება და კარის წირთხლებს მსხვერპლად შეწირული კრავის სისხლი წაუსვეს. ანგელოზმა, რომელსაც ღვთის სასჯელი უნდა აღესრულებინა, გვერდი აუარა მათ სახლებს. მას შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენის ამ დღეს ისრაელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულს პასექი ეწოდა.

მეათე სასჯელის დროს ფარაონის პირმშოც დაიღუპა. მაშინ ფარაონმა უბრძანა მოსესა და ისრაელის ძეებს, რომ ეგვიპტე დაეტოვებინათ. მათაც დაუყოვნებლივ დაიწყეს მზადება, რომ გასულიყვნენ ეგვიპტიდან. მოგვიანებით ფარაონმა ინანა მათი გაშვება. ის ეტლებითა და მეომრებით უკან დაედევნა მათ და წითელ ზღვასთან მოიმწყვდია. იეჰოვამ წითელი ზღვა შუაზე გაყო და ისრაელებმა მშრალად გაიარეს ზღვის ფსკერზე კედლად აღმართულ წყალს შორის. ეგვიპტელები მათ ზღვაში შეჰყვნენ. მაგრამ ღმერთმა წყლის კედლები ჩამოაქცია და ფარაონი და მისი ჯარი ზღვაში დაასამარა.

მოგვიანებით, როცა ისრაელები სინას მთასთან დაბანაკდნენ, იეჰოვამ მათთან შეთანხმება დადო. ღმერთმა შუამავლად მოსე გამოიყენა და ისრაელებს მისცა კანონები, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოადგებოდათ. თუ ისრაელები ღვთის კანონებს დაიცავდნენ, ღმერთი მათთან იქნებოდა და ამ ერს კურთხევად აქცევდა სხვა ხალხებისთვის.

მიუხედავად ამისა, ისრაელთა უმეტესობამ თავისი ურწმუნოებით ღმერთს გული ატკინა. ამის გამო, იეჰოვამ ისინი 40 წელი ახეტიალა უდაბნოში. მოსემ თავისი საქმე ერთგულ კაცს, იესო ნავეს ძეს გადააბარა. ბოლოს ისრაელი მიადგა იმ მიწის საზღვრებს, რომელსაც ღმერთი ერთ დროს აბრაამს დაჰპირდა.

— გამოსვლა; ლევიანები; რიცხვები; კანონი; ფსალმუნი 136:10—15; საქმეები 7:17—36

  • როგორ გამოიყენა ღმერთმა მოსე ისრაელთა გასათავისუფლებლად?

  • რატომ უნდა აღენიშნათ ისრაელებს პასექი?

  • როგორ გაათავისუფლა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტის მონობიდან?

უდიდესი კანონი

მოსეს მეშვეობით ისრაელ ერს იეჰოვამ დაახლოებით 600 კანონი მისცა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათი მცნება, რომლებიც გამოსვლის 20:1—17-შია ჩაწერილი. მაგრამ, როცა იესო ქრისტეს ჰკითხეს, რომელი იყო უდიდესი მცნება, მან თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:28—30; კანონი 6:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება