საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 8 გვ. 11
  • ისრაელის შესვლა ქანაანში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისრაელის შესვლა ქანაანში
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ბიბლიის წიგნი 6 — იესო ნავეს ძე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იესო ნავეს ძე (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 8 გვ. 11
იესო ნავეს ძე საბრძოლო ყიჟინას სცემს, მღვდლებმა კი საყვირებს ჩაჰბერეს

ნაწილი 8

ისრაელის შესვლა ქანაანში

იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელი ქანაანს იპყრობს. იეჰოვა ძალას აძლევს მსაჯულებს, რომ მისი ხალხი მჩაგვრელებისგან იხსნან.

საუკუნეებით ადრე, სანამ ისრაელი ერი ქანაანში შევიდოდა, იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ ამ მიწას მის შთამომავლებს მისცემდა. ისრაელები, იესო ნავეს ძის მეთაურობით, ახლა უკვე მზად იყვნენ, აღთქმულ მიწას დაუფლებოდნენ.

ღვთის თვალში ქანაანელები განადგურებას იმსახურებდნენ. მათ წაბილწეს ეს მიწა თავიანთი გარყვნილებით, ძალადობითა და სისხლისღვრით. ამიტომ ისრაელებს ღვთის ბრძანებით მიწასთან უნდა გაესწორებინათ დაპყრობილი ქალაქები.

ქვეყნის დაპყრობამდე იესო ნავეს ძემ ქანაანის დასაზვერად ორი მზვერავი გაგზავნა. ისინი იერიხონში ერთმა ქალმა, რახაბმა შეიფარა, თუმცა იცოდა, რომ ეს კაცები ისრაელები იყვნენ. რახაბს გაგონილი ჰქონდა, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, ამიტომ ირწმუნა ისრაელის ღმერთი. მან დააფიცა მზვერავები, რომ მას და მის ოჯახს დაინდობდნენ.

ქანაანში შესვლის შემდეგ ისრაელებმა იერიხონის წინააღმდეგ გაილაშქრეს. იეჰოვამ სასწაულებრივად ჩამოაქცია იერიხონის გალავანი. იესო ნავეს ძე და მისი ლაშქარი ქალაქში შეიჭრნენ და გაანადგურეს ის; რახაბისა და მისი ოჯახისთვის კი ხელი არ უხლიათ. ექვს წელიწადში იესო ნავეს ძემ აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი დაიპყრო. ამის შემდეგ მიწა ისრაელის ტომებმა დაინაწილეს.

ქანაანის რუკა[რუკა 11 გვერდზე]

ხანგრძლივი სიცოცხლის დასასრულს, იესო ნავეს ძემ თავის ხალხს მოუხმო და შეახსენა, რა გააკეთა მათთვის იეჰოვამ. შემდეგ მოუწოდა, არ მიეტოვებინათ ღმერთი. მაგრამ იესო ნავეს ძისა და მის დროს მცხოვრები უხუცესების სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა მიატოვეს იეჰოვა და ცრუღმერთებს დაუწყეს მსახურება. 300 წლის განმავლობაში ისრაელები ხშირად არღვევდნენ ღვთის კანონს. ამიტომ იეჰოვა მათ მჩაგვრელთა ხელში აგდებდა, მაგალითად ფილისტიმელების ხელში. მაგრამ, როცა ისრაელი დახმარებას სთხოვდა იეჰოვას, ის მათ მხსნელად მსაჯულებს უგზავნიდა. მთლიანობაში ისრაელებს 12 მსაჯული ჰყავდათ.

ბიბლიის წიგნ „მსაჯულებში“ მოხსენიებულია ისრაელის მსაჯულები, რომელთაგან პირველი ოთნიელი იყო, ბოლო კი — სამსონი. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი კაცი იყო დედამიწაზე. „მსაჯულებში“ მოთხრობილი ბიბლიური ისტორიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იეჰოვას მორჩილებას კურთხევები მოაქვს, ურჩობას კი — უბედურება.

— იესო ნავეს ძე; მსაჯულები; ლევიანები 18:24, 25

  • რატომ დაინდო იეჰოვამ რახაბი და მისი ოჯახი?

  • როგორ იქცეოდნენ ისრაელები იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ?

  • რას ადასტურებს მსაჯულების წიგნი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება