საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 20 გვ. 23
  • იესოს სიკვდილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესოს სიკვდილი
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • უფლის ვახშამი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქრისტეს გასცემენ და აპატიმრებენ
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • იესო ცოცხალია!
    რას გვამცნობს ბიბლია?
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 20 გვ. 23
იესო

ნაწილი 20

იესოს სიკვდილი

იესო ახალ დღესასწაულს აწესებს. მას გასცემენ და სიკვდილით სჯიან.

იესო სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდა და ასწავლიდა. მან იცოდა, რომ დედამიწაზე მისი მსახურების დრო იწურებოდა. იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხის ეშინოდათ, რადგან მას წინასწარმეტყველად თვლიდნენ. სატანამ იესოს ერთ-ერთი მოციქული, იუდა ისკარიოტელი აღძრა, გაეცა ის. რელიგიურმა წინამძღოლებმა მისი გაცემისთვის იუდას 30 ვერცხლის მონეტა შესთავაზეს.

სიცოცხლის ბოლო ღამეს იესომ მოციქულები პასექის აღსანიშნავად შეკრიბა. მან ჯერ იუდა გაუშვა, შემდეგ მოციქულებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა დაავალა. იესომ აიღო პური, ილოცა, დარჩენილ 11 მოციქულს გადააწოდა და უთხრა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. შემდეგ ღვინო აიღო, იგივე გააკეთა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“ (ლუკა 22:19, 20).

იესოს იმ ღამით მოციქულებისთვის ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. იესომ მათ მისცა ახალი მცნება — უანგაროდ ჰყვარებოდათ ერთმანეთი. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). მათ გული არ უნდა აფორიაქებოდათ იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რომლებიც წინ ელოდათ. იესომ მათთვის მხურვალედ ილოცა. მათ ერთად იმღერეს ღვთის სადიდებელი და გეთსემანეს ბაღში წავიდნენ.

გეთსემანეს ბაღში იესო მუხლმოყრილი, მთელი გულით ლოცულობდა. მალე მის შესაპყრობად მღვდლები და შეიარაღებული ჯარისკაცები მივიდნენ. მათთვის ნიშანი რომ მიეცა, იუდა იესოს მიუახლოვდა და ეამბორა. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა იესო შეიპყრეს, მოციქულები გაიქცნენ.

იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე იესომ განაცხადა, რომ ღვთის ძე იყო. მას ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ იესო რომაელ მმართველ პონტიუს პილატესთან წაიყვანეს. მან იესო უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ხალხის დაჟინებული მოთხოვნის გამო, ის მათ მოსაკლავად გადასცა.

იესო მიიყვანეს გოლგოთად წოდებულ ადგილზე, სადაც რომაელმა ჯარისკაცებმა ბოძზე გააკრეს. შუადღისას საოცარი რამ მოხდა; უცბად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. იესოს სიკვდილს დიდი მიწისძვრა მოჰყვა. მისი სხეული კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს. მეორე დღეს მღვდლებმა სამარხი დალუქეს და შესასვლელთან მცველები დააყენეს. მაგრამ ღმერთს იესო სამარხში არ დაუტოვებია. მან უდიდესი სასწაული მოახდინა.

— მათე, თავები 26, 27; მარკოზი, თავები 14, 15; ლუკა, თავები 22, 23; იოანე, თავები 12—19

  • რისი აღნიშვნა დაუწესა იესომ თავის მოწაფეებს?

  • რა მოხდა იესოს სიკვდილამდე?

იესოს უმთავრესი როლი

იესოს სიკვდილი გადამწყვეტი იყო იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. იესო მარიამს ღვთის წმინდა სულით ჩაესახა. ამიტომ ის სრულყოფილი იყო და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და სიკვდილი მასზე არ ვრცელდებოდა. მაგრამ მან სიცოცხლე გასწირა, რათა ადამიანებს ჰქონოდათ მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა, რაც ადამმა ურჩობის გამო დაკარგაa (მათე 20:28; ლუკა 1:34, 35; იოანე 3:16, 36; 2 პეტრე 3:13).

a დამატებითი ინფორმაცია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-5 თავი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება