საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 23 გვ. 26
  • სასიხარულო ცნობის გავრცელება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სასიხარულო ცნობის გავრცელება
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • გამაგრდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • „კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 23 გვ. 26
პავლე ათენში ქადაგებს

ნაწილი 23

სასიხარულო ცნობის გავრცელება

პავლე მოგზაურობს ზღვითა და ხმელეთით და სასიხარულო ცნობას ქადაგებს.

გაქრისტიანების შემდეგ პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ქრისტიანების ძველი მდევნელი ახლა თავად გახდა დევნილი. დაუღალავმა მოციქულმა რამდენჯერმე იმოგზაურა და ყველგან იქადაგა სასიხარულო ცნობა იმ სამეფოს შესახებ, რომლითაც ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას განახორციელებს.

პირველი მოგზაურობის დროს, პავლემ ლისტრაში განკურნა დედის მუცლიდანვე წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი. ამის დანახვაზე ხალხმა პავლე და მისი თანამგზავრი ბარნაბა ღმერთებად ჩათვალა. მათ ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ. მაგრამ მოგვიანებით მტრების მიერ შეგულიანებულებმა პავლე ჩაქოლეს და ქალაქგარეთ დააგდეს, რადგან მკვდარი ეგონათ. პავლე სიკვდილს გადაურჩა და მოგვიანებით ისევ დაბრუნდა ამ ქალაქში თანამორწმუნეების გასამხნევებლად.

ზოგი ებრაელი ქრისტიანი ამტკიცებდა, რომ არაებრაელ ქრისტიანებს უნდა დაეცვათ მოსეს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი წესი. ამ საკითხის განსახილველად პავლე იერუსალიმში ავიდა მოციქულებთან და უხუცესებთან. წმინდა წერილების გულდასმით გამოკვლევისა და წმინდა სულის დახმარებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც კრებებს წერილობით გაუგზავნეს. წერილში ეწერა, რომ ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ კერპებს, სისხლსა და ისეთი ხორცის ჭამას, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოშვებული. ამ კანონების დაცვა ‘აუცილებელი’ იყო, მაგრამ ამისთვის მოსეს კანონის დაცვა არ იყო საჭირო (საქმეები 15:28, 29).

მეორე სამქადაგებლო მოგზაურობის დროს პავლე ესტუმრა ბერეას, რომელიც დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზეა. იქაურმა ებრაელებმა სიხარულით მიიღეს ღვთის სიტყვა და ყოველდღე იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა ყველაფერში თავად დარწმუნებულიყვნენ. მაგრამ პავლე წინააღმდეგობას იქაც შეხვდა, რის გამოც იძულებული გახდა ათენში გადასულიყო. განათლებული ათენელების წინაშე პავლემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ტაქტიანობის, გამჭრიახობისა და მჭევრმეტყველების ნიმუშად ითვლება.

მესამე სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ პავლე იერუსალიმში ჩავიდა. ტაძარში მისმა გამოჩენამ ხალხში აურზაური გამოიწვია. მათ მისი მოკვლა გადაწყვიტეს. რომაელმა ჯარისკაცებმა გააფთრებულ ბრბოს პავლე ხელიდან გამოსტაცეს და დაჰკითხეს. მოგვიანებით პავლეს, როგორც რომის მოქალაქეს, რომაელ გამგებელ ფელიქსთან მოუწია თავის დაცვა. მოწინააღმდეგეებმა მას ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. პავლეს არ უნდოდა, რომ ფელიქსის ნაცვლად დანიშნულ ფესტუსს ის იუდეველებისთვის გადაეცა. ამიტომ, მან საქმის კეისართან გასაჩივრება მოითხოვა. ფესტუსმა კი მიუგო: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“ (საქმეები 25:11, 12).

რომაელმა ჯარისკაცებმა გააფთრებულ ბრბოს პავლე ხელიდან გამოსტაცეს

პავლემ ხომალდით გასცურა იტალიისკენ, რათა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. ხომალდი გზაში დაიმსხვრა, რის გამოც პავლეს კუნძულ მალტაზე მოუწია გამოზამთრება. ბოლოს, მან მაინც ჩააღწია რომში, სადაც ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მართალია, ის ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მაგრამ მნახველებთან მაინც გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ.

— საქმეები 11:22—28:31

  • რა მოხდა მას შემდეგ, რაც პავლემ ლისტრაში ერთი კაცი განკურნა?

  • როგორ გადაიჭრა მოსეს კანონის დაცვასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი?

  • როგორ აღმოჩნდა პავლე რომში და რას აკეთებდა იქ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება