საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rk ნაწილი 5 გვ. 12-14
  • დააფასეთ ღვთის შეუდარებელი თვისებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დააფასეთ ღვთის შეუდარებელი თვისებები
  • ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • უსაზღვრო ძალის მქონე ღმერთი
  • სამართლიანი ღმერთი
  • ბრძენი ღმერთი
  • „ღმერთი სიყვარულია“
  • დაუახლოვდით ღმერთს
  • „აი, ესაა ჩვენი ღმერთი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • როგორი პიროვნებაა ღმერთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
იხილეთ მეტი
ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
rk ნაწილი 5 გვ. 12-14

თავი 5

დააფასეთ ღვთის შეუდარებელი თვისებები

წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რა შესანიშნავ თვისებებს ფლობს ღმერთი, რაც მისი გაცნობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ვიგებთ, რომ ღმერთს ოთხი ძირითადი თვისება აქვს: ძალა, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი.

უსაზღვრო ძალის მქონე ღმერთი

მამაკაცი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებს.

ღმერთი ყოვლისშემძლეა

იეჰოვამ უთხრა აბრაამს: „მე ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ“ (დაბადება 17:1). ის განუზომელ და უსაზღვროდ დიდ ძალას ფლობს. სწორედ ამ ძალით შექმნა ღმერთმა მთელი სამყარო.

ღმერთი არასოდეს იყენებს ბოროტად თავის ძალას. ის ყოველთვის მიზნობრივად და მოზომილად იყენებს მას. რასაც თავისი ძალით აკეთებს, ყველაფერში სრულყოფილად ჩანს, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული.

იეჰოვა ძალას არ იშურებს თავისი ერთგული მსახურების სასიკეთოდ. „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატიანე 16:9). განა არ გიჩნდებათ სურვილი, რომ ასეთ ძლევამოსილ და მზრუნველ ღმერთს დაუახლოვდეთ?!

სამართლიანი ღმერთი

„იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). ის ყოველთვის სწორად მოქმედებს და თავის სრულყოფილ ნორმებს არ გადადის.

სხვადასხვა ასაკისა და რასის ადამიანები

ღმერთი მიუკერძოებელია

ღმერთს სძულს უსამართლობა. ის „მიუკერძოებელია და ქრთამს არ იღებს“ (კანონი 10:17). ღმერთი განსჯის მჩაგვრელებს და მხარში უდგას ყველა დაჩაგრულს, მათ შორის, ქვრივ-ობლებს (გამოსვლა 22:22). ის არავის მიმართ ავლენს მიკერძოებას: „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

იეჰოვას სამართალი სრულყოფილია. ის არც ზედმეტად ლმობიერია და არც ზედმეტად მკაცრი. ის სჯის მოუნანიებელ შემცოდველებს, მაგრამ მოწყალებას ავლენს მათ მიმართ, ვინც ინანიებს. „იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია, სულგრძელია და ურყევია მისი სიყვარული. არც მუდმივად დაგდებს ბრალს და არც მარადიულად გაგინაწყენდება. ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი“ (ფსალმუნი 103:8—10). ღმერთს ყოველთვის ახსოვს თავისი მსახურების ერთგულება და აჯილდოებს მათ. განა ასეთი სამართლიანი ღმერთი ჩვენს ნდობას არ იმსახურებს?!

ბრძენი ღმერთი

მამაკაცი კითხულობს წმინდა წერილებს.

წმინდა წერილებში ღვთის სიბრძნეა ჩაწერილი.

იეჰოვა სიბრძნის წყაროა. „რა განუზომელია ღვთის გულუხვობა, სიბრძნე და ცოდნა!“ (რომაელები 11:33). ის უსაზღვრო და შეუდარებელ სიბრძნეს ფლობს.

ღვთის სიბრძნე მის შემოქმედებაში ჩანს. „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყოველივე სიბრძნით შექმენი“, — აღფრთოვანებას ვერ მალავდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 104:24).

ღვთის სიბრძნე წმინდა წერილებიდანაც კარგად ჩანს. მეფე დავითმა დაწერა: „იეჰოვას რჩევა სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელს“ (ფსალმუნი 19:7). წარმოიდგინეთ, რა უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ისწავლოთ ყოვლადბრძენი ღმერთისგან. მთავარია, თქვენ თუ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას.

„ღმერთი სიყვარულია“

იეჰოვას ძირითადი თვისება სიყვარულია. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია წმინდა წერილებში (1 იოანე 4:8). ის ყველაფერს სიყვარულით აკეთებს.

ღმერთი მრავალმხრივ ავლენს ჩვენ მიმართ სიყვარულს. მაგალითად, წმინდა წერილი ამბობს: „გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს, არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმეები 14:17). მართლაც, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდან, ციურ მნათობთა მამისგანაა“ (იაკობი 1:17). თავისი ფასდაუდებელი საჩუქრის, წმინდა წერილების, მეშვეობით ღმერთი თავს გვაცნობს და სიყვარულით ნაკარნახევ კანონებსა და პრინციპებს გვასწავლის. „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა!“ — უთხრა იესომ ლოცვაში ღმერთს (იოანე 17:17).

მთები

ღვთის სიბრძნე, რომელიც მის ქმნილებებში ვლინდება, მოწიწებას გვინერგავს.

ღმერთი პრობლემების დროსაც გვეხმარება. „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას“ (ფსალმუნი 55:22). ის გვპატიობს ცოდვებს. „იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ; სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს“ (ფსალმუნი 86:5). ის მარადიულ სიცოცხლესაც გვპირდება. „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). თქვენ როგორ მოიქცევით? უპასუხებთ ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე?

დაუახლოვდით ღმერთს

ქალი ლოცულობს.

ლოცვა და ღვთის თვისებებზე ფიქრი უფრო დაგაახლოებთ იეჰოვასთან.

ღმერთს უნდა, რომ კარგად იცნობდეთ. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). თავის ერთგულ წინასწარმეტყველ აბრაამს ღმერთმა მეგობარი უწოდა (ესაია 41:8). იეჰოვას სურს, რომ თქვენც დაუმეგობრდეთ მას.

რაც უფრო კარგად გაიცნობთ ღმერთს, მით უფრო დაუახლოვდებით მას და თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ. „ბედნიერია კაცი . . . [რომელსაც] იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:1, 2). ამიტომ, შეისწავლეთ წმინდა წერილები; იფიქრეთ ღვთის თვისებებსა და საქმეებზე; თუ ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ, ღმერთს სიყვარულს დაუმტკიცებთ. „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). ილოცეთ ფსალმუნმომღერლის მსგავსად: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკებით სიარული! მატარე შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმუნი 25:4, 5). მაშინ თავად დარწმუნდებით, რომ ღმერთი „არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქმეები 17:27).

როგორ უპასუხებთ?

  • ღვთის რომელი თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

  • როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება