საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rk ნაწილი 6 გვ. 15-17
  • რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?
  • ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
  • მსგავსი მასალა
  • ედემი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • სად არის სამოთხე, რომელზეც ბიბლია საუბრობს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რატომ უნდა ვიცოდეთ ის, რაც ედემში მოხდა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
rk ნაწილი 6 გვ. 15-17

თავი 6

რა განზრახვის განხორციელებას აპირებს ღმერთი დედამიწაზე?

ღმერთმა ადამიანებს დედამიწაზე საცხოვრებლად იდეალური პირობები შეუქმნა. მის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).

სანამ პირველ ადამიანს, ადამს, შექმნიდა, ღმერთმა დედამიწაზე ერთი პატარა ადგილი ამოარჩია, ლამაზი ბაღი გააშენა და ედემი უწოდა. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ მდინარეები, ევფრატი და ტიგროსი (ხიდეკელი), სწორედ ედემში იღებდნენ სათავეს.a როგორც ვარაუდობენ, ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ედემის ბაღი დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა!

ღმერთმა შექმნა ადამი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა „დაემუშავებინა ის და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:15). მოგვიანებით ღმერთმა ადამს ცოლი, ევა შეუქმნა. მათ ღმერთმა შემდეგი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). აშკარაა, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).

მაგრამ ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და შეგნებულად დაარღვიეს მისი კანონი. ამიტომ ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გამოაძევა. მათ დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება. ადამის ჩადენილმა ცოდვამ მის შთამომავლებსაც სავალალო შედეგები მოუტანა. წმინდა წერილებიდან ვიგებთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).

უარი თქვა იეჰოვამ თავის თავდაპირველ განზრახვაზე, რომ დედამიწაზე სამოთხეში ადამიანებს ბედნიერად ეცხოვრათ? არა! ღმერთი ამბობს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11). სამოთხე კვლავ დედამიწაზე იქნება.

როგორი იქნება სამოთხეში ცხოვრება? მომდევნო ორ გვერდზე განხილულია წმინდა წერილებში ჩაწერილი ღვთის დაპირებები.

a დაბადების 2:10—14-ში ნათქვამია: „ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და ოთხ ნაკადად იტოტებოდა. პირველი მდინარეა ფიშონი . . . მეორეა გიხონი . . . მესამეა ხიდეკელი [ანუ ტიგროსი]; ის ასურეთის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე ევფრატია“. თუმცა უცნობია, სად მდებარეობდა პირველი ორი მდინარე და რომელ მდინარეებს ერქვა ეს სახელები.

როგორ უპასუხებთ?

  • ღვთის განზრახვის თანახმად, როგორ პირობებში უნდა ეცხოვრათ ადამიანებს დედამიწაზე?

  • საიდან ვიცით, რომ ღმერთი ამ განზრახვას შეასრულებს?

სამოთხეში მცხოვრები ხალხი.

დედამიწაზე სამოთხე იქნება

მკვდრები აღდგებიან: „ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება“ (იოანე 5:28, 29).

აღარ იქნება სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

უხვად იქნება საკვები: „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს; გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნი 67:6).

ყველას ექნება მშვენიერი სახლი და სასიამოვნო სამუშაო: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში . . . თავად მოიხმარენ სრულად თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).

აღარ იქნება ომი, დამნაშავეობა და ძალადობა: იეჰოვა „წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 46:9). „ბოროტები მოისპობიან დედამიწაზე“ (იგავები 2:22).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება