საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fg გაკ. 14 კითხ. 1-4
  • რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?
  • სასიხარულო ცნობა ღვთისგან
  • მსგავსი მასალა
  • რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ღმერთის ხილული ორგანიზაცია
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • აქვს ღმერთს ორგანიზაცია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • აუცილებელია, ადამიანი რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდეს?
    გამოიღვიძეთ! — 2012
იხილეთ მეტი
სასიხარულო ცნობა ღვთისგან
fg გაკ. 14 კითხ. 1-4

გაკვეთილი 14

რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

1. რატომ ჩამოაყალიბა ღმერთმა ძველი ისრაელი თავის ერად?

1. ღვთის ხალხი ძველ ისრაელში; 2. პირველი საუკუნის ქრისტიანები ორგანიზებულად ქადაგებენ

ღმერთმა აბრაამის შთამომავლებისგან ჩამოაყალიბა ერი და მისცა კანონთა კრებული. მან ამ ერს „ისრაელი“ უწოდა და ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და მისი სიტყვის დამცველად დანიშნა (ფსალმუნი 147:19, 20). მოგვიანებით, ყველა ერი იკურთხებოდა ისრაელისგან. წაიკითხეთ დაბადების 22:18.

ღმერთმა ისრაელები თავის მოწმეებად აირჩია. მათი ისტორიიდან ჩანს, თუ რა კურთხევებს იღებდნენ ისინი, როცა ღვთის კანონებს იცავდნენ (კანონი 4:6). ასე რომ, ისრაელის მეშვეობით სხვა ერებსაც შეეძლოთ მიეღოთ ცოდნა ჭეშმარიტ ღმერთზე. წაიკითხეთ ესაიას 43:10, 12.

2. რატომ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულნი?

გავიდა დრო და ისრაელმა დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა. ამიტომ იეჰოვამ ეს ერი ქრისტიანული კრებით ჩაანაცვლა (მათე 21:43; 23:37, 38). დღეს ისრაელის ნაცვლად ღმერთს ჭეშმარიტი ქრისტიანები ემსახურებიან. წაიკითხეთ საქმეების 15:14, 17.

იესომ ორგანიზება გაუწია სამქადაგებლო საქმეს, რათა მის მოწაფეებს ყველა ერში ექადაგათ (მათე 10:7, 11; 24:14; 28:19, 20). ეს საქმიანობა დღეს, ამ ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს, კულმინაციას აღწევს. ისტორიაში პირველად იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ერიდან და ხალხიდან არიან, მილიონებს ითვლის (გამოცხადება 7:9, 10). ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებას უწევენ სხვების დახმარებისა და გამხნევების საქმეს. ისინი მთელ მსოფლიოში ერთი და იმავე ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამით ხელმძღვანელობენ. წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25.

3. საიდან იწყება იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია?

სურათი, სადაც ასახულია, როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები 1900-იან წლებში და აგრეთვე დღეს; დაბეჭდილი ბიბლიური პუბლიკაცია მრავალ ენაზე.

იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციამ არსებობა 1870-იანი წლებიდან დაიწყო. ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი შეუდგა დიდი ხნის წინათ მივიწყებული ჭეშმარიტების კვლევას. მათ იცოდნენ, რომ იესომ ორგანიზება გაუწია ქრისტიანული კრების სამქადაგებლო საქმიანობას და ამიტომ წამოიწყეს სამეფოს ცნობის ქადაგების საერთაშორისო საქმე. 1931 წლიდან მათ იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. წაიკითხეთ საქმეების 1:8; 2:1, 4; 5:42.

4. როგორ არიან იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულნი?

პირველ საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქრისტიანთა კრებებს ხელმძღვანელობდა გამოცდილ უხუცესთა ჯგუფი, რომელიც იესოს აღიარებდა, როგორ კრების თავს (საქმეები 16:4, 5). მათ მსგავსად, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობას გამოცდილი უხუცესებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო უწევს მეთვალყურეობას. ეს ჯგუფი ხელმძღვანელობს იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს, სადაც მიმდინარეობს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ლიტერატურის 600-ზე მეტ ენაზე თარგმნა, ბეჭდვა და განაწილება. ასეთი სახით ხელმძღვანელ საბჭოს შეუძლია უხელმძღვანელოს და სულიერად გაამხნევოს და გააძლიეროს მსოფლიოში არსებული 100 000-ზე მეტი კრება. კრებებში გამოცდილი და შესაფერისი მამაკაცები მსახურობენ უხუცესებად ანუ ზედამხედველებად. ეს მამაკაცები სიყვარულით ზრუნავენ ღვთის სამწყსოზე. წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2, 3.

იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას უწევენ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეს. იესოს მოციქულების მსგავსად, ჩვენც კარდაკარ დავდივართ და ვქადაგებთ (საქმეები 20:20). ამასთანავე, ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ ჭეშმარიტების მოყვარულ ადამიანებს. მაგრამ იეჰოვას მოწმეების ეს დიდი არმია მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩვენ მოსიყვარულე მამის ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ დები და ძმები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე (2 თესალონიკელები 1:3). და რაკი იეჰოვას ხალხი ორგანიზებულნი არიან საიმისოდ, რომ ასიამოვნონ ღმერთს და დაეხმარონ სხვებს, მათ მართლაც შეიძლება ეწოდოს უბედნიერესი ოჯახი დედამიწაზე. წაიკითხეთ ფსალმუნის 33:12; საქმეების 20:35.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 19.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება