საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 1 გვ. 4-5
  • საიდუმლო, რომლის გაგებაც გვახარებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საიდუმლო, რომლის გაგებაც გვახარებს
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • საიდუმლო, რომელიც შეგიძლია სხვებს გაუმჟღავნო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • საიდუმლო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2018
  • საიდუმლო, რომელიც ქრისტიანებმა არ უნდა დამალონ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 1 გვ. 4-5
ანგელოზები უსმენენ იესოს, როცა ის ხალხს ღვთის სამეფოზე ესაუბრება

გაკვეთილი 1

საიდუმლო, რომლის გაგებაც გვახარებს

უთქვამს ვინმეს შენთვის საიდუმლო? ~a ბიბლია ერთ განსაკუთრებულ საიდუმლოს გვიმხელს, რომელსაც „წმინდა საიდუმლო“ ეწოდება. ის საიდუმლო იმიტომ იყო, რომ მის შესახებ არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა; წმინდა კი იმიტომ, რომ ის ღვთისგან იყო. ამ საიდუმლოს შესახებ მეტის გაგება ადამიანების მსგავსად ანგელოზებსაც სურდათ. გინდა გაიგო, რა საიდუმლოა ეს? ~

რის გაგება უნდოდათ ანგელოზებს?

ძალიან დიდი ხნის წინ, ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი — ადამი და ევა. ღმერთმა ისინი ულამაზეს ადგილას, ედემის ბაღში დაასახლა. თუ ადამი და ევა დაემორჩილებოდნენ ღმერთს, თავიანთ შვილებთან ერთად ისინი მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევდნენ და მარადიულად იცხოვრებდნენ. მაგრამ გახსოვს, რა გააკეთეს მათ? ~

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და ამიტომ, დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სამოთხეში. მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს და ადამიანები კვლავ შეძლებენ მარადიულად და ბედნიერად ცხოვრებას. როგორ გააკეთებს ღმერთი ამას? დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ეს საიდუმლო იყო.

როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მან ხალხს ბევრი რამ აუხსნა ამ საიდუმლოს შესახებ. მან თქვა, რომ ეს საიდუმლო ღვთის სამეფოსთან იყო დაკავშირებული. იესომ ადამიანებს ასწავლა, ელოცათ, მოსულიყო ღვთის სამეფო. ეს სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.

გიხარია, რომ გაიგე ეს საიდუმლო? ~ გახსოვდეს, ვინც იეჰოვას ემორჩილება მხოლოდ ისინი შეძლებენ სამოთხეში ცხოვრებას. ბიბლიაში არაერთი ისტორიაა ჩაწერილი იმ ქალებისა და კაცების შესახებ, რომლებიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას. გინდა, ახლოს გაიცნო ისინი? ~ მოდი, გავიგოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • მარკოზი 4:11

  • 1 პეტრე 1:12

  • დაბადება 1:26—28; 2:8, 9; 3:6, 23

  • მათე 6:9, 10

  • ფსალმუნი 37:11, 29

a ამ გაკვეთილებში ზოგ კითხვას თან ახლავს ტილდა. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შეჩერდეთ, რათა ბავშვმა თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

  • რატომ არ არის დღეს დედამიწაზე სამოთხე?

  • რა საიდუმლოს გვიმხელს ბიბლია?

  • რას ასწავლიდა იესო ამ საიდუმლოს შესახებ?

  • რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იცხოვრო სამოთხეში?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება