საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 9 გვ. 20-21
  • იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა იერემიას საქადაგებლად გზავნის
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • „ვერ ვდუმდები“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • „ეს სიტყვა უთხარი მათ“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 9 გვ. 20-21

გაკვეთილი 9

იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი

იერემიას გარს განრისხებული ბრბო ახვევია

რატომ არის ხალხი გაბრაზებული იერემიაზე?

იერემია ღრმა ტალახით სავსე ორმოში ჩააგდეს

იეჰოვამ გადაარჩინა იერემია

ზოგჯერ ხალხი დაგვცინის ან გვიბრაზდება, როცა მათ იეჰოვას შესახებ ველაპარაკებით. ამან შეიძლება დაგვაკარგვინოს სურვილი, ვისაუბროთ ღმერთზე. დაგიკარგავს ოდესმე იეჰოვაზე ლაპარაკის სურვილი? ~ ბიბლია მოგვითხრობს ერთი ყმაწვილის შესახებ, რომელსაც უყვარდა იეჰოვა, მაგრამ კინაღამ შეწყვიტა მის შესახებ საუბარი. მას იერემია ერქვა. მოდი, უკეთ გავიცნოთ ის.

იერემია ახალგაზრდა იყო, როდესაც იეჰოვამ უთხრა, გაეფრთხილებინა ხალხი, შეეწყვიტათ ცუდის კეთება. ეს იერემიასთვის ძალიან რთული დავალება იყო და მას შეეშინდა. მან იეჰოვას უთხრა: „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“. მაგრამ იეჰოვამ უთხრა: „ნუ შეგეშინდება, შენთანა ვარ. მე დაგეხმარები“.

იერემიამ დაიწყო ხალხის გაფრთხილება, რომ თუ არ შეიცვლებოდნენ, მათ ღმერთი დასჯიდა. როგორ ფიქრობ, მოუსმინა ხალხმა იერემიას? ~ მათ დაცინვა დაუწყეს და გაბრაზდნენ მასზე. ზოგს მისი მოკვლაც კი უნდოდა. შენი აზრით, რას გრძნობდა იერემია? ~ მას შეეშინდა და თქვა, რომ აღარ ილაპარაკებდა იეჰოვას შესახებ. როგორ ფიქრობ, მართლა შეწყვიტა იერემიამ იეჰოვას შესახებ საუბარი? ~ არა. მას იმდენად უყვარდა იეჰოვა, რომ არ შეეძლო, არ ელაპარაკა მასზე. იეჰოვა იცავდა იერემიას, რადგან ის მაინც განაგრძობდა მისი დავალების შესრულებას.

მაგალითად, ერთხელ ბოროტმა კაცებმა იერემია ტალახით სავსე ორმოში ჩააგდეს. მას იქ არც წყალი ჰქონდა და არც საჭმელი. ამ კაცებმა იერემია მარტო დატოვეს, რომ მომკვდარიყო. მაგრამ იეჰოვას დახმარებით, მან თავი დააღწია ორმოს.

რას სწავლობ იერემიასგან? ~ იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი მაშინაც კი, როდესაც ეშინოდა. როცა იეჰოვაზე საუბრობ, შეიძლება დაგცინონ ან გაგიბრაზდნენ. ამის გამო შეიძლება შეგრცხვეს ან შეგეშინდეს. მაგრამ არასდროს შეწყვიტო იეჰოვაზე საუბარი. თუ ასე მოიქცევი, იერემიას მსგავსად, იეჰოვა შენც ყოველთვის დაგეხმარება.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • იერემია 1:4—8; 20:7—9; 26:8—19, 24; 38:6—13

კითხვები:

  • რის გაკეთება დაავალა იეჰოვამ იერემიას?

  • რატომ უნდოდა იერემიას, შეეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი?

  • როგორ დაეხმარა იეჰოვა იერემიას?

  • რა ისწავლე იერემიასგან?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება