საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 4 ნაწ. 1-2
  • როგორ განვკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ განვკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. დაგეგმეთ
  • 2. იყავით გულწრფელი და რეალისტი
  • ფულის ყაირათიანად ხარჯვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • გაწონასწორებული შეხედულება ფულზე
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • ფული
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • არის ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 4 ნაწ. 1-2
ცოლ-ქმარი ერთად გეგმავს, რაში დახარჯავს ფულს.

ნაწილი 4

როგორ განვკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი

„რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 20:18).

ოჯახის შესანახად ფული ყველას გვჭირდება (იგავები 30:8). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12). შეიძლება მეუღლესთან ფულზე საუბარი გარკვეულ უხერხულობას იწვევდეს, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ამის გამო ოჯახში პრობლემები შეგექმნათ (ეფესოელები 4:32). ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ენდობოდეს და ერთად უნდა წყვეტდეს, როგორ განკარგოს ოჯახის ბიუჯეტი.

1. დაგეგმეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, ეყოფა თუ არა სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დაგეგმოთ, რაში დახარჯავთ ფულს (ამოსი 3:3). ერთად გადაწყვიტეთ, რა გჭირდებათ და რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ (იგავები 31:16). თუ ფული გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა დახარჯოთ. ნუ დაიდებთ ვალს; მხოლოდ იმდენი დახარჯეთ, რამდენსაც თქვენი შემოსავალი გაწვდება (იგავები 21:5; 22:7).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თუ თვის ბოლოს თანხა მოგრჩებათ, ერთად იმსჯელეთ, რაში გამოიყენებთ.

  • თუ ფინანსურად გიჭირთ, ხარჯების შესამცირებლად კონკრეტული გეგმა შეადგინეთ. მაგალითად, კაფეში ან რესტორანში კი ნუ მიირთმევთ, სახლში მოამზადეთ კერძები.

ცოლ-ქმარი ფიქრობს, ძირითადად რაში ეხარჯებათ ფული.

2. იყავით გულწრფელი და რეალისტი

ბიბლიის თვალსაზრისი: „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (2 კორინთელები 8:21). არ დაუმალოთ თქვენს მეორე ნახევარს, რამდენს გამოიმუშავებთ და რამდენს ხარჯავთ.

ვიდრე რაიმე ძვირადღირებულს შეიძენთ, გაიგეთ მეუღლის აზრი (იგავები 13:10). თუ ბიუჯეტს ერთად განკარგავთ, ოჯახში მშვიდობას შეინარჩუნებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოსავალი მხოლოდ თქვენ კი არა, მთელ ოჯახს ეკუთვნის (1 ტიმოთე 5:8).

ცოლ-ქმარი საყიდლების სიით ხელმძღვანელობს ვაჭრობის დროს.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • წინასწარ ისაუბრეთ, რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეგიძლიათ შეთანხმების გარეშე.

  • ფინანსურ საკითხებზე მანამდე შეთანხმდით, სანამ ეს პრობლემად გექცევათ.

თქვენი თვალსაზრისი ფულზე

მართალია, ფული აუცილებელია, მაგრამ ფულის გამო ნუ დაარღვევთ ოჯახში მყუდროებას და ნუ გაიჩენთ ზედმეტ თავსატეხს (მათე 6:25—34). ცხოვრებით რომ გაიხაროთ, ბევრი ფული სულაც არაა საჭირო. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ერიდეთ ყოველგვარ სიხარბეს“ (ლუკა 12:15). რა უნდა იყიდოთ ფულით ისეთი, რომ თქვენს ქორწინებაზე ძვირფასი იყოს?! ამიტომ დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ და არასოდეს გააუფასუროთ იეჰოვა ღმერთთან თქვენი ურთიერთობა. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ბედნიერი ოჯახიც გექნებათ და ღვთის კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ (ებრაელები 13:5).

დაფიქრდით:

  • როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს ოჯახს ვალი არ დაედოს?

  • ბოლოს როდის ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე მე და ჩემმა მეუღლემ გულახდილად?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება