სიმღერა 143
სინათლე ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში
ბეჭდური ვერსია
ამ დროში, ბნელით მოცულში
კაშკაშებს სინათლე.
სულ მალე გარიჟრაჟდება
დგება ნათელი დღე.
(მისამღერი)
შუქი არღვევს წყვდიადს,
ცნობა ნათელ მომავლის
იმედს იძლევა ხსნის.
ბრწყინავს ვითარც სხივი,
ხვალინდელ დღეს გვინათებს,
აშთობს ღამეს.
მძინარეთ გამოღვიძება
ახლავე სჭირდებათ.
ნუგეშს და იმედის მომცემ
ცნობას მათ მივუტანთ.
(მისამღერი)
შუქი არღვევს წყვდიადს,
ცნობა ნათელ მომავლის
იმედს იძლევა ხსნის.
ბრწყინავს ვითარც სხივი,
ხვალინდელ დღეს გვინათებს,
აშთობს ღამეს.
(იხილეთ აგრეთვე იოან. 3:19; 8:12; რომ. 13:11, 12; 1 პეტ. 2:9)