საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 7 გვ. 22-გვ. 23 აბზ. 6
  • პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ვინ იყო „სამი ბრძენკაცი“? „ბეთლემის ვარსკვლავს“ მიჰყვებოდნენ ისინი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ვინ გააგზავნა ვარსკვლავი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რომელმა ვარსკვლავმა მიიყვანა მოგვები იესოსთან?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • ვარსკვლავის კვალდაკვალ
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 7 გვ. 22-გვ. 23 აბზ. 6
ასტროლოგები „ვარსკვლავს“ იმ სახლამდე მიჰყავს, სადაც იოსები და მარიამი პატარა იესოსთან ერთად ცხოვრობენ

თავი 7

პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ

მათე 2:1—12

  • ასტროლოგები „ვარსკვლავს“ ჯერ იერუსალიმში მიჰყავს, შემდეგ კი იესოსთან

აღმოსავლეთიდან რამდენიმე კაცი გრძელ გზას ადგება. ისინი ასტროლოგები არიან. ასტროლოგები ვარსკვლავთა განლაგებას სწავლობენ, რის მიხედვითაც, მათივე მტკიცებით, შეუძლიათ ახსნან, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მოვლენას ადამიანთა ცხოვრებაში (ესაია 47:13). ამ მამაკაცებმა, როგორც თავად თქვეს, აღმოსავლეთში, თავიანთ მშობლიურ მხარეში იუდეველთა მეფის „ვარსკვლავი“ იხილეს და ასობით კილომეტრზე გაჰყვნენ მას, მაგრამ ამ „ვარსკვლავმა“ ისინი ბეთლემში კი არა, იერუსალიმში ჩაიყვანა.

როდესაც ასტროლოგები იერუსალიმში ჩადიან, კითხულობენ: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“ (მათე 2:1, 2).

ასტროლოგები მდაბლად თაყვანს სცემენ მეფე ჰეროდეს

ამის მოსმენაზე მეფე ჰეროდე მოსვენებას კარგავს. ამიტომ უხმობს უფროს მღვდლებსა და სხვა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს და ეკითხება, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე. წმინდა წერილებზე დაყრდნობით ისინი პასუხობენ: „ბეთლემში“ (მათე 2:5; მიქა 5:2). ამის შემდეგ ჰეროდე საიდუმლოდ იბარებს ასტროლოგებს და ეუბნება: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც წავიდე და მდაბლად თაყვანი ვცე“ (მათე 2:8). სინამდვილეში კი ჰეროდეს პატარას მოკვლა სურს.

მას შემდეგ, რაც ასტროლოგები იერუსალიმს ტოვებენ, გასაოცარი რამ ხდება. „ვარსკვლავი“, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, კვლავ წინ მიუძღვით. აშკარაა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ვარსკვლავი, ის მათ მიმართულებას აძლევს. ამ „ვარსკვლავს“ ასტროლოგები სწორედ იმ სახლამდე მიჰყავს, სადაც იოსები და მარიამი თავიანთ პატარასთან ერთად ცხოვრობენ. „ვარსკვლავი“ სწორედ ამ სახლის თავზე ჩერდება.

ასტროლოგები „ვარსკვლავს“ იმ სახლამდე მიჰყავს, სადაც იოსები და მარიამი პატარა იესოსთან ერთად ცხოვრობენ

როდესაც სახლში შედიან, მარიამს და პატარა იესოს ხედავენ. ისინი ემხობიან და მდაბლად თაყვანს სცემენ ბავშვს, რის შემდეგაც ძღვნად ოქროს, გუნდრუკსა და სმირნას გადასცემენ. როდესაც უკან გაბრუნებას აპირებენ, სიზმარში ღვთისგან გაფრთხილებას იღებენ, რომ არ დაბრუნდნენ ჰეროდესთან; ამიტომ თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით მიდიან.

როგორ ფიქრობთ, ვინ მოუვლინა მათ ეს „ვარსკვლავი“? ალბათ, გახსოვთ, რომ ამ „ვარსკვლავს“ ასტროლოგები პირდაპირ იესოსთან, ქალაქ ბეთლემში არ ჩაუყვანია. მან თავიდან ისინი იერუსალიმში მიიყვანა, სადაც მეფე ჰეროდეს შეხვდნენ, რომელმაც იესოს მოკვლა განიზრახა. ღმერთი რომ არ ჩარეულიყო და არ გაეფრთხილებინა ასტროლოგები, ჰეროდე უეჭველად განახორციელებდა თავის ბოროტ ჩანაფიქრს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ეს „ვარსკვლავი“ ღვთის დაუძინებელმა მტერმა, სატანამ მოავლინა, რათა სისრულეში მოეყვანა თავისი მზაკვრული განზრახვა და მოეკლა ღვთის ძე.

  • საიდან ვიცით, რომ „ვარსკვლავი“, რომელსაც ასტროლოგები ხედავდნენ, არ იყო ჩვეულებრივი ვარსკვლავი?

  • სად იმყოფება იესო მაშინ, როცა მასთან ასტროლოგები მიდიან?

  • რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასტროლოგებს სატანა უჩვენებდა გზას?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება