საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 27 გვ. 68-გვ. 69 აბზ. 6
  • იესო მათეს უხმობს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო მათეს უხმობს
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • გადასახადების ამკრეფი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მათე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 27 გვ. 68-გვ. 69 აბზ. 6
ფარისევლები უყურებენ იესოს, რომელიც გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ერთად ნადიმობს მათეს სახლში

თავი 27

იესო მათეს უხმობს

მათე 9:9—13; მარკოზი 2:13—17; ლუკა 5:27—32

  • იესო უხმობს მათეს, გადასახადების ამკრეფს

  • იესო არ ერიდება ცოდვილებთან ურთიერთობას და დახმარების ხელს უწვდის მათ

დამბლადაცემულის განკურნების შემდეგ იესო, როგორც ჩანს, კაპერნაუმსა და მის შემოგარენში, გალილეის ზღვის მახლობლად ქადაგებს; მას კვლავაც უამრავი ხალხი მიჰყვება, რომლებსაც ბევრ რამეს ასწავლის. გზად ის ხვდება ერთ გადასახადების ამკრეფს, მათეს, იგივე ლევის, რომელიც საგადასახადოში ზის. იესო მას განსაკუთრებულ რამეს სთავაზობს: „გამომყევი“ (მათე 9:9).

ალბათ, მათეს უკვე სმენია იესოს ქადაგებისა და მის მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ, როგორც ეს პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს შემთხვევაში იყო. მათ მსგავსად მათე მაშინვე თანხმდება იესოს. თავის სახარებაში ის წერს: „ისიც [მათე] ადგა და გაჰყვა“ იესოს (მათე 9:9). ასე რომ, მათე უარს ამბობს თავის საქმეზე და იესოს მოწაფე ხდება.

იესო საგადასახადოში მათეს ხედავს და სთავაზობს, გაჰყვეს მას

ცოტა ხანში მათე, როგორც ჩანს, მადლიერების ნიშნად დიდ ნადიმს მართავს. ალბათ, ის გახარებულია, რომ იესომ ამხელა პატივი დასდო. ნადიმზე იგი იესოსა და მის მოწაფეებს იწვევს. საინტერესოა, კიდევ ვინ არიან მოწვეულთა შორის? მან სხვა გადასახადების ამკრეფებიც მოიწვია, რომლებთან ერთადაც მუშაობდა. ეს მამაკაცები გადასახადებს აგროვებდნენ ყველასთვის საძულველი რომაელი მმართველებისთვის; გადასახადის გადახდა საჭირო იყო ნებისმიერი გემისთვის, რომელიც ნავსადგურში ჩამოდგებოდა, აგრეთვე ნებისმიერი ქარავნისთვის, რომელიც მთავარ გზაზე გაივლიდა; ვაჭრებს ქვეყანაში შემოტანილი საქონლისთვისაც უნდა გადაეხადათ გადასახადი. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იუდეველებს გადასახადების ამკრეფთა მიმართ? მათ სძულდათ ისინი, რადგან ხშირად იმაზე მეტ გადასახადს მოითხოვდნენ ხალხისგან, ვიდრე ეს საჭირო იყო. მოწვეულთა შორის ისინიც არიან, ვისაც არასწორი ცხოვრების წესის გამო „ცოდვილის სახელი“ აქვს (ლუკა 7:37—39).

როდესაც იქ მყოფი ფარისევლები, რომლებსაც საკუთარი თავი მართლებად მოაქვთ, იესოს ასეთი ადამიანების გარემოცვაში ხედავენ, მის მოწაფეებს ეკითხებიან: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“ (მათე 9:11). იესოს ესმის, რას ლაპარაკობენ ისინი და პასუხობს: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მათე 9:12, 13; ოსია 6:6). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისევლები გულწრფელობისგან შორს არიან, როცა იესოს მოძღვრად მოიხსენიებენ, მაგრამ მისი სიტყვებიდან შეუძლიათ გაიგონ, ღვთის თვალში რა არის სწორი.

როგორც ჩანს, მათემ გადასახადების ამკრეფები და ცოდვილები, რომელთაგანაც ბევრი იესოს „მიმდევარი გახდა“, თავისთან იმიტომ მიიწვია, რომ იესოსგან მეტი ესწავლათ და სულიერად განკურნებულიყვნენ (მარკოზი 2:15). იესოს სურს, რომ მათ ღმერთთან სრულფასოვანი ურთიერთობა განავითარონ. ამაყი და თავდაჯერებული ფარისევლებისგან განსხვავებით, იესო ზემოდან არ უყურებს მათ. პირიქით, მათდამი თანაგრძნობა და გულმოწყალება ამოძრავებს; სწორედ ამიტომ საუკეთესო მკურნალია ნებისმიერისთვის, ვინც სულიერადაა ავად.

იესო გულმოწყალებას ავლენს გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალს ხუჭავს მათ ცოდვებზე; სინამდვილეში ის მათაც ისევე თანაუგრძნობს, როგორც ფიზიკურად დასნეულებულთ. გაიხსენეთ, რამხელა თანაგრძნობა გამოავლინა იესომ კეთროვნის მიმართ, როდესაც შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ (მათე 8:3). კარგი იქნება, თუ მივბაძავთ იესოს და მის მსგავსად გულმოწყალებას გამოვავლენთ გასაჭირში მყოფთა მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვისაც სულიერი დახმარება ესაჭიროება.

  • რას აკეთებდა მათე, როცა იესომ დაინახა?

  • რატომ არ უყვარდათ იუდეველებს გადასახადების ამკრეფები?

  • რატომ არ ერიდებოდა იესო ცოდვილებთან ურთიერთობას?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება