საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 36 გვ. 92-გვ. 93 აბზ. 7
  • ასისთავი დიდ რწმენას ავლენს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ასისთავი დიდ რწმენას ავლენს
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ასისთავი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ბიბლიაში ჩაწერილი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • აღგძრავთ თუ არა რწმენა მოქმედებისკენ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 36 გვ. 92-გვ. 93 აბზ. 7
ასისთავი დაჰყურებს თავის მსახურს, რომელიც მძიმედაა დასნეულებული; იუდეველი უხუცესები იესოსთან დახმარების სათხოვნელად მიდიან

თავი 36

ასისთავი დიდ რწმენას ავლენს

მათე 8:5—13; ლუკა 7:1—10

  • იესო ასისთავის მონას კურნავს

  • რწმენა ჯილდოვდება

იუდეველი უხუცესები იესოსთან დახმარების სათხოვნელად მიდიან

მთაზე ქადაგების შემდეგ იესო ქალაქ კაპერნაუმისკენ იღებს გეზს. კაპერნაუმში მასთან რამდენიმე იუდეველი უხუცესი მიდის, რომლებიც არაიუდეველმა კაცმა, რომაელმა ასისთავმა გაგზავნა.

ამ ასისთავის საყვარელი მსახური მძიმედაა დასნეულებული და სიკვდილის პირასაა. მართალია, ასისთავი უცხოტომელია, მაგრამ მაინც მიმართავს იესოს დახმარებისთვის. იუდეველი უხუცესები იესოს ეუბნებიან, რომ ამ ასისთავის მსახური „დამბლადაცემული წევს სახლში და იტანჯება“. როგორც ჩანს, ასისთავის მსახურს საშინელი ტკივილები ტანჯავს (მათე 8:6). უხუცესები იესოს ასისთავის შესახებ ასეთ რამეს ეუბნებიან: „ღირსია, ეს რომ გაუკეთო, რადგან უყვარს ჩვენი ერი, სინაგოგაც კი აგვიშენა“ (ლუკა 7:4, 5).

როცა იესო ასისთავის სახლს უახლოვდება, გზად ასისთავის მეგობრები ხვდებიან

იესო ამ კაცებს ასისთავის სახლში მიჰყვება. როცა სახლს უახლოვდებიან, გზად ასისთავის მეგობრები ხვდებიან და მის სიტყვებს გადასცემენ: „ბატონო, ნუ წუხდები, რადგან არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამის გამო თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად“ (ლუკა 7:6, 7). რაოდენ დიდი თავმდაბლობის მაჩვენებელია ეს ასისთავის მხრიდან! ის ხომ ძირითადად ბრძანებების გაცემასაა შეჩვეული. მართლაც რამხელა განსხვავებაა ამ მამაკაცსა და სხვა რომაელებს შორის, რომლებიც სასტიკად ექცევიან თავიანთ მონებს (მათე 8:9).

ამ ასისთავმა, უდავოა, იცის, რომ იუდეველები ერიდებიან არაიუდეველებთან ურთიერთობას (საქმეები 10:28). ალბათ, სწორედ ამიტომაც უთვლის იესოს თავისი მეგობრების პირით: „მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური“ (ლუკა 7:7).

იესო აღფრთოვანებას ვერ მალავს: „გეუბნებით: ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა“ (ლუკა 7:9). როდესაც ასისთავის მეგობრები მასთან სახლში ბრუნდებიან, სიკვდილის პირას მყოფი მსახური სრულიად გამოჯანმრთელებული ხვდებათ.

ამ შემთხვევას იესო სხვებისთვის იმის დასანახვებლად იყენებს, რომ თუ კაცს რწმენა აქვს, არაიუდეველიც რომ იყოს, მაინც მიიღებს ღვთისგან კურთხევებს: „ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ერთად იქნებიან ზეციერ სამეფოში“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ურწმუნო ებრაელებზე? იესო ამბობს, რომ „სამეფოს ძეები . . . გარეთ, სიბნელეში გადაიყრებიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 8:11, 12).

ჩვენთვის ცნობილია, რომ ებრაელებიდან ბევრმა, რომლებსაც პირველებს გაეხსნათ გზა სამეფოსკენ, ანუ იესოსთან ერთად მეფობის შესაძლებლობა მიეცათ, არ დააფასეს ეს პატივი, რის გამოც იესომ უარყო ისინი. მაგრამ მათ ნაცვლად, ასე ვთქვათ, ზეცაში გამართულ ნადიმზე ღმერთმა უცხოტომელები მიიწვია, ანუ მათ გაუხსნა გზა „ზეციერი სამეფოსკენ“.

  • რას სთხოვენ იუდეველი უხუცესები იესოს?

  • რატომ უთვლის ასისთავი იესოს, რომ არ შეწუხდეს მასთან მისვლით?

  • რის შესაძლებლობა მიეცემათ უცხოტომელებს იესოს სიტყვებისამებრ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება