საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 92 გვ. 216-გვ. 217 აბზ. 7
  • ათი განკურნებულიდან ერთი ავლენს მადლიერებას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ათი განკურნებულიდან ერთი ავლენს მადლიერებას
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ხომ არ გავიწყდება მადლობის თქმა?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • იესო ახდენს მრავალ სასწაულს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • არაფერმა შეგიშალოს ხელი ქადაგებაში „სიხარულის დღეს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • კეთრი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 92 გვ. 216-გვ. 217 აბზ. 7
ათი განკურნებული კეთროვნიდან ერთი ბრუნდება და იესოს მადლობას უხდის

თავი 92

ათი განკურნებულიდან ერთი ავლენს მადლიერებას

ლუკა 17:11—19

  • იესომ ათი კეთროვანი განკურნა

იესო იერუსალიმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ეფრემისკენ იღებს გეზს. ასე რომ, ის თავად უშლის ხელს სინედრიონის წევრების მიერ მის მოსაკლავად შემუშავებული გეგმის განხორციელებას. იგი ამ ქალაქში, თავისი მტრებისგან შორს, მოწაფეებთან ერთად რჩება (იოანე 11:54). მაგრამ, ვინაიდან პასექის დღესასწაული (ახ. წ. 33 წელი) კარსაა მომდგარი, იესო მალე კვლავ უკან უნდა დაბრუნდეს. იგი ჩრდილოეთით მიდის და სამარიის გავლით გალილეაში ადის; ის ამ მხარეს უკანასკნელად სტუმრობს.

თავდაპირველად, როცა იესო ერთი სოფლიდან მეორეში გადადის, გზად ათ კეთროვანს ხვდება. კეთრის ზოგი ფორმის დროს ქსოვილის უჯრედები, მაგალითად, ხელის და ფეხის თითებსა და ყურებზე, თანდათანობით კარგავს თავის ფუნქციას (რიცხვები 12:10—12). ღვთის კანონის თანახმად, კეთროვანმა უნდა იყვიროს: „უწმინდური, უწმინდური!“. მათ აგრეთვე ხალხისგან განცალკევებით უნდა იცხოვრონ (ლევიანები 13:45, 46).

სწორედ ამის გამო ეს ათი კეთროვანი იესოსთან ახლოს არ მიდის და ხმამაღლა იძახის: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“. იესო მათ ეუბნება: „წადით, მღვდლებს ეჩვენეთ“ (ლუკა 17:13, 14). ამ სიტყვებით იესო პატივისცემას ავლენს ღვთის კანონის მიმართ, რომლის თანახმადაც, მღვდელია უფლებამოსილი, გამოაცხადოს, რომ კეთროვანი თავისი დაავადებისგან განიკურნა. ამის შემდეგ განკურნებულს უკვე შეუძლია ჩვეულებრივ იცხოვროს ხალხს შორის (ლევიანები 13:9—17).

იესო ხვდება ათ კეთროვანს

კეთრით დაავადებულ ამ ათ მამაკაცს სწამს, რომ იესოს სასწაულების მოხდენის ძალა შესწევს. ამიტომ დაუყოვნებლივ მიდიან მღვდლებთან, არადა ჯერ კიდევ არ არიან განკურნებულები. გზად ისინი ხედავენ, თუ როგორ აჯილდოებს იესო მათ რწმენის გამო და როგორ კურნავს.

განკურნებულთაგან ცხრა კვლავ აგრძელებს გზას, ერთი კი, რომელიც სამარიელია, იესოს მოსაძებნად ბრუნდება. იგი ძალიან მადლიერია იესოსი. ეს მამაკაცი ხმამაღლა ადიდებს ღმერთს, რადგან ხვდება, რომ სწორედ ღმერთმა დაუბრუნა ჯანმრთელობა (ლუკა 17:15). როცა იესოს პოულობს, მის ფეხებთან ეცემა და მადლობას უხდის.

იესო გარშემომყოფთა გასაგონად ამბობს: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა? ნუთუ არც ერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად ამ უცხოტომელის გარდა?“. შემდეგ ამ სამარიელს მიმართავს: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“ (ლუკა 17:17—19).

იესო ცხადყოფს, რომ მას იეჰოვა აძლევს ასეთი სასწაულების მოხდენის ძალას. ახლა ამ ათი კეთროვნიდან ერთი არა მხოლოდ განიკურნა იესოს მიერ, არამედ, როგორც ჩანს, სიცოცხლის გზასაც დაადგა. დღეს ღმერთი იესოს მეშვეობით სასწაულებრივად არ კურნავს ადამიანებს, მაგრამ თუ იესოსადმი რწმენას გამოვავლენთ, ჩვენც დავადგებით მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას. ვბაძავთ სამარიელ კაცს და ვავლენთ მის მსგავსად ღვთისადმი მადლიერებას?

  • როგორ უშლის თავად იესო ხელს მის მოსაკლავად შემუშავებული გეგმის განხორციელებას?

  • რატომ არ მიდის იესოსთან ახლოს კეთრით შეპყრობილი ათი მამაკაცი, და რატომ ეუბნება იესო მათ, რომ მღვდელს ეჩვენონ?

  • რის სწავლა შეგვიძლია სამარიელი კაცის მაგალითიდან?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება