საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • T-36 გვ. 1-4
  • რა არის ღვთის სამეფო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ღვთის სამეფო?
  • რა არის ღვთის სამეფო?
  • მსგავსი მასალა
  • როგორი მომავალი გველის?
    როგორი მომავალი გველის?
  • ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
    ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
  • იქნება მკვდრეთით აღდგომა?
    იქნება მკვდრეთით აღდგომა?
  • დასრულდება ოდესმე ტანჯვა?
    დასრულდება ოდესმე ტანჯვა?
იხილეთ მეტი
რა არის ღვთის სამეფო?
T-36 გვ. 1-4
სხვადასხვა ეროვნების ხალხი ღვთის სამეფოს მოსვლაზე ლოცულობს

რა არის ღვთის სამეფო?

  • ის, რაც ადამიანის გულშია?

  • სიმბოლური გამოთქმა?

  • ზეციერი მმართველობა?

ბიბლიაში წერია:

„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44).

„მოგვეცა ძე. მას მიენდობა მმართველობა“ (ესაია 9:6).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის:

  • სამართლიან მმართველობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობაზე იზრუნებს (ესაია 48:17, 18).

  • მომავალ ახალ ქვეყნიერებაში სრულყოფილი ჯანმრთელობითა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებას (გამოცხადება 21:3, 4).

ღვთის მმართველობის ქვეშ მყოფი ხალხი ერთად იკრიბებიან და მშვიდობით ხარობენ

შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის, სულ მცირე, ორი მიზეზი არსებობს:

  • იესომ დაგვანახვა, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო. მან თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ, ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე (მათე 6:9, 10). იესომ თავისი საქმეებით აჩვენა, თუ როგორ შესრულდება ეს ლოცვა.

    დედამიწაზე ყოფნისას იესომ მშივრები დააპურა, ავადმყოფები განკურნა და მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნა (მათე 15:29—38; იოანე 11:38—44). ამ საოცარი საქმეებით ღვთის სამეფოს მომავალმა მმართველმა, იესომ, წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რას გააკეთებს ეს სამეფო მომავალში თავისი ქვეშევრდომებისთვის (გამოცხადება 11:15).

  • მსოფლიო მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო მალე დამყარდება დედამიწაზე. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ვიდრე ეს სამეფო დედამიწაზე მცხოვრებთ მშვიდობას მოუტანდა, მსოფლიო ომებით, მიწისძვრებითა და შიმშილით დაიტანჯებოდა (მათე 24:3, 7).

    დღეს ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება იესოს წინასწარმეტყველება. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის სამეფო მალე ბოლოს მოუღებს ყველა პრობლემას.

დაფიქრდით:

ღვთის სამეფო მმართველობს დედამიწას

როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ფსალმუნის 37:29 და ესაიას 65:21—23.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება