კითხვები მონათვლის მსურველთათვის
ნაწილი I ქრისტიანული სწავლებები
ბიბლიურ ჭეშმარიტებას იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დროს გაეცანი. ნასწავლმა იეჰოვასთან დაგაახლოვა და ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი მოგცა. ღვთის სიტყვისადმი რწმენა განგიმტკიცდა და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობამ მრავალი კურთხევა მოგიტანა. შენ საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ხალხს (ზაქ. 8:23).
ნათლობამდე კრების უხუცესებთან ერთად უნდა იმსჯელო ქვემოთ მოცემულ ძირითად ბიბლიურ სწავლებებზე (ებრ. 6:1—3). დაე კვლავაც აკურთხოს იეჰოვამ შენი მცდელობა მასთან დასაახლოებლად და მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოოს! (იოან. 17:3).
1. რატომ გსურს მონათვლა?
2. ვინ არის იეჰოვა?
• „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე; მის გარდა სხვა არავინაა“ (კან. 4:39).
• „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმ. 83:18).
3. რატომაა მნიშვნელოვანი ღვთის სახელის გამოყენება?
• «ამიტომ ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათ. 6:9).
• „ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომ. 10:13).
4. როგორ აღწერს ბიბლია იეჰოვას?
• „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმ. 121:2).
• „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9).
• „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8).
5. რისი გაღება შეგიძლია იეჰოვასთვის?
• „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30).
• „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკ. 4:8).
6. რატომ გსურს, უერთგულო იეჰოვას?
• „შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).
7. ვის მიმართავ ლოცვით და ვისი სახელით ლოცულობ?
• „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუკი რამეს სთხოვთ მამას ჩემი [იესოს] სახელით, ის მოგცემთ“ (იოან. 16:23).
8. რის შესახებ შეგიძლია ილოცო?
• «ამიტომ ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს. დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“» (მათ. 6:9—13).
• „დარწმუნებულნი ვართ, რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14).
9. რა შემთხვევაში არ ისმენს იეჰოვა ლოცვას?
• „მაშინ საშველად მოუხმობენ იეჰოვას, მაგრამ ის არ უპასუხებს მათ . . . მათი ბოროტი საქმეების გამო“ (მიქ. 3:4).
• „რადგან იეჰოვას თვალი მართლებისკენ აქვს მიპყრობილი და ყური — მათი ვედრებისკენ, ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა“ (1 პეტ. 3:12).
10. ვინ არის იესო ქრისტე?
• «სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“» (მათ. 16:16).
11. რატომ მოევლინა იესო დედამიწას?
• „არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28).
• «იესომ კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“» (ლუკ. 4:43).
12. როგორ უნდა გამოხატო მადლიერება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის?
• „ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:15).
13. რა ძალაუფლება აქვს იესოს?
• „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათ. 28:18).
• „ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ (ფილ. 2:9).
14. გჯერა, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო იესოს მიერ დანიშნული „ერთგული და გონიერი მონაა“?
• „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მისცეს საზრდო მის შინაურებს?“ (მათ. 24:45).
15. პიროვნებაა წმინდა სული?
• «ანგელოზმა მიუგო: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიცავს. ამიტომ ის, ვინც დაიბადება, წმინდად, ღვთის ძედ, იქნება წოდებული“» (ლუკ. 1:35).
• „ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13).
16. როგორ იყენებს იეჰოვა წმინდა სულს?
• „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგის მონაბერით — ყოველივე მასში არსებული“ (ფსალმ. 33:6).
• „თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).
• „წმინდა წერილების არცერთი წინასწარმეტყველება არ ეფუძნება ვინმეს ნააზრევს, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:20, 21).
17. რა არის ღვთის სამეფო?
• „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44).
18. რას მოგვიტანს ღვთის სამეფოს მმართველობა?
• „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:4).
19. რა გარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო მალე მოგვიტანს კურთხევებს?
• «როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ იესომ მიუგო: „ . . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას . . . იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“» (მათ. 24:3, 4, 7, 14).
• „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს“ (2 ტიმ. 3:1—5).
20. რით ცხადყოფ, რომ ღვთის სამეფოს შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?
• „ამიტომ, უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33).
• «იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“» (მათ. 16:24).
21. ვინ არიან სატანა და დემონები?
• „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ . . . ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოან. 8:44).
• „გადმოაგდეს დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოაგდეს დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს“ (გამოცხ. 12:9).
22. რაში დასდო ბრალი სატანამ იეჰოვას და რაში დაადანაშაულა მისი თაყვანისმცემლები?
• «ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხეთა ნაყოფი შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა, არ შეჭამოთ, არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო“. გველმა ქალს უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“» (დაბ. 3:2—5).
• «სატანამ იეჰოვას მიუგო: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ — სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“» (იობ. 2:4).
23. რით დაამტკიცებ სატანის ბრალდებების სიცრუეს?
• „მთელი გულითა და სულით ემსახურე მას [ღმერთს]“ (1 მატ. 28:9).
• „სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ ღმერთს!“ (იობ. 27:5).
24. რატომ კვდება ადამიანი?
• „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12).
25. რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები?
• „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5).
26. რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?
• „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15).
27. რამდენი ადამიანი იმეფებს ზეცაში იესოსთან ერთად?
• „გავიხედე და დავინახე, რომ კრავი სიონის მთაზე იდგა და მასთან ერთად იყო 144 000, რომლებსაც შუბლებზე მისი სახელი და მისი მამის სახელი ეწერათ“ (გამოცხ. 14:1).