საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ypq კითხვა 3 გვ. 9-11
  • როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?
  • პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • სიყვარულის მოთხოვნილება
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • ლეა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე
ypq კითხვა 3 გვ. 9-11
ბიჭი მამას საუბრის დროს ზურგს აქცევს

კითხვა 3

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

რატომ ღირს დაფიქრება

რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნება მშობლებთან, მით უფრო ნაკლები პრობლემები შეგექმნება.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, 17 წლის ბიჭი, პირობითად ნიკა, ეს-ესაა მორჩა საქმის კეთებას და სავარძელში მოკალათდა საყვარელი გადაცემის საყურებლად.

ამ დროს ოთახში მამამისი უკმაყოფილო სახით შემოვიდა და უთხრა:

„ნიკა, რა დროს ტელევიზორის ყურებაა?! ახლა წესით, შენს ძმას უნდა ეხმარებოდე დავალებების მომზადებაში. იმას არასდროს აკეთებ, რასაც გეუბნები!“

„აუ, დაიწყო ისევ, რა!“ — ჩაიბურტყუნა თავისთვის ნიკამ.

მამამისმა გაიგო მისი ნათქვამი, გახედა და ჰკითხა: „რა თქვი?“

„არაფერი, მაა“, — უპასუხა სახემოღუშულმა.

ამაზე მამამისი კიდევ უფრო გაბრაზდა და მკაცრად უთხრა: „როგორ ბედავ ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკს?“

ნიკას ადგილას შენ როგორ აირიდებდი თავიდან მშობელთან უთანხმოებას?

შეჩერდი და დაფიქრდი!

მშობლებთან ურთიერთობა რაღაცით მანქანის მართვას ჰგავს. როცა გზაზე დაბრკოლებას ხვდები, გვერდს უვლი და სხვა გზით მიდიხარ.

მაგალითი

«მიჭირს მამასთან საერთო ენის გამონახვა, — ამბობს ლეა. — ზოგჯერ რაღაცას ვუყვები და ამ დროს მეუბნება: „მე მითხარი რამე?!“»

ლეას რამდენიმე არჩევანი აქვს:

  1. 1. მამას უხეშად უპასუხოს.

    ლეა ხმას უწევს: „რატომ არ მისმენ, მე ხომ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბრები?!“

  2. 2. გაიბუტოს და შეწყვიტოს საუბარი.

    ლეა გადაიფიქრებს მამასთან თავის პრობლემაზე საუბარს.

  3. 3. ცოტა მოიცადოს და უკეთესი დრო შეარჩიოს მასთან სალაპარაკოდ.

    ლეა ამჯობინებს, მამას მოგვიანებით ესაუბროს ან წერილობით აუხსნას სათქმელი.

შენი აზრით, როგორ ჯობია, მოიქცეს ლეა?

დაფიქრდი: ლეას მამას, როგორც ჩანს, ათასი საფიქრალი ჰქონდა და ვერც კი მიხვდა, რომ შვილს გული ატკინა. ასე რომ, თუ ლეა პირველ ვარიანტს აირჩევს და მამას უხეშად დაელაპარაკება, მამამისი ვერ მიხვდება, რატომ გაღიზიანდა მასზე. ალბათ, ასეთი საქციელით ლეა ვერ განაწყობს მამას მოსასმენად და ვერც პატივისცემას გამოავლენს მშობლის მიმართ (ეფესოელები 6:2). საეჭვოა, რომ ასეთმა საქციელმა საერთოდ რაიმე დადებითი შედეგი მოიტანოს.

მანქანა უახლოვდება გზაზე არსებულ დაბრკოლებას

როგორც გზაზე არსებულ დაბრკოლებას უვლი გვერდს და აგრძელებ სვლას, ისე მშობლებთან ურთიერთობის დროს შეგიძლია სხვა გზა გამონახო და თავი აარიდო უთანხმოებას.

მეორე ვარიანტი შესაძლოა ყველაზე ადვილი გამოსავალი იყოს, მაგრამ არცთუ ისე გონივრული. პრობლემის გადასაჭრელად ლეა უნდა ესაუბროს მამას. როგორ დაეხმარება მამამისი, თუ არ ეცოდინება, რა ხდება თავისი შვილის ცხოვრებაში. გაჩუმებით პრობლემა ვერ გადაიჭრება.

თუ ლეა მესამე ვარიანტს აირჩევს, ესე იგი, ის დაბრკოლებას არ უშინდება და ადვილად უვლის მას გვერდს. იგი ცდილობს, საუბრისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. და თუ წერილის დაწერას ამჯობინებს, წერის პროცესში შეიძლება სიბრაზემაც გადაუაროს.

წერილში შეიძლება მან უფრო ადვილად ჩამოაყალიბოს სათქმელი და მამამისიც ადვილად მიხვდეს, რისი თქმა სურდა და რა აწუხებდა მას. აქედან გამომდინარე, მესამე ვარიანტი საუკეთესოა ორივესთვის, როგორც შვილისთვის, ისე მამისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, პირისპირ დაელაპარაკება მას თუ წერილობით, ლეა გაითვალისწინებს შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომაელები 14:19).

კიდევ როგორ შეიძლება მოიქცეს ლეა?

მოიფიქრე შენი ვარიანტი და დაფიქრდი, რა შეიძლება მოჰყვეს ასე მოქცევას.

ბიბლია გვირჩევს

„პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2).

„თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლოსელები 4:6).

„თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს . . . გაბრაზებას“ (იაკობი 1:19).

მოერიდე ორაზროვან ლაპარაკს

გაითვალისწინე, რომ ზოგჯერ შენი ნათქვამი მშობლებმა შეიძლება სხვანაირად გაიგონ.

პირობითი სიტუაცია

მშობლები გეუბნებიან, რომ მოწყენილი ჩანხარ, შენ კი პასუხობ: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.

ისინი კი შენს ნათქვამს ისე აღიქვამენ, რომ თითქოს არ ენდობი და ამიტომ არ გსურს მათთან ლაპარაკი. მშობლები ფიქრობენ, რომ გირჩევნია, შენს გრძნობებზე მეგობრებს დაელაპარაკო, ვიდრე მათ გადაუშალო გული.

წარმოიდგინე, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და მშობელი დახმარებას გთავაზობს. თუ ეტყვი: „ნუ ნერვიულობ, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ“.

  • როგორ შეიძლება გაიგონ მშობლებმა შენი ნათქვამი?

  • რა შეგიძლია უთხრა, რომ შენი ნათქვამი არასწორად არ გაიგონ?

სამოქმედო გეგმა

  • რას გავაკეთებ, თუ მშობლებთან საუბრის სურვილი არ მექნება?

  • როგორ მოვიქცევი, თუ მშობლები არ მომეშვებიან და შეეცდებიან, ის მათქმევინონ, რაზეც არ მსურს ლაპარაკი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება