საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 8 გვ. 26-გვ. 27 აბზ. 1
  • აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ვინ იყო აბრაამი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ღვთის მეგობარი აბრაამი
    ბიბლიური მოთხრობები
  • აბრაამი და სარა თქვენ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ რწმენას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 8 გვ. 26-გვ. 27 აბზ. 1
აბრაამი და სარა ურიდან გამგზავრებამდე ბარგს ალაგებენ.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 8

აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს

ბაბილონიდან არც ისე შორს მდებარეობდა ქალაქი ური. ურში ხალხი იეჰოვას კი არა, სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს. თუმცა ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც იეჰოვას ემსახურებოდა. მას აბრაამი ერქვა.

იეჰოვამ უთხრა აბრაამს: დატოვე შენი ქვეყანა, ნათესავები და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. შენგან ბევრ ხალხს წარმოვშობ. შენი მეშვეობით დედამიწაზე მცხოვრებ მრავალ ხალხს დიდ სიკეთეს გავუკეთებ.

აბრაამმა არ იცოდა, სად გზავნიდა იეჰოვა, მაგრამ ენდობოდა მას. აბრაამმა, მისმა ცოლმა სარამ, მამამისმა თერახმა და მისმა ძმისშვილმა ლოტმა ჩაალაგეს ბარგი და შორ გზას დაადგნენ.

აბრაამი 75 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად მივიდა იმ მიწაზე, რომელზეც იეჰოვას უნდოდა, რომ დაესახლებინა. იმ ადგილს ქანაანი ერქვა. იქ იეჰოვა აბრაამს დაელაპარაკა და უთხრა: მთელ ამ მიწას, რომელიც შენ ირგვლივ არის, შენს შვილებს მივცემ. საინტერესოა, როგორ შეასრულებდა იეჰოვა თავის დანაპირებს; აბრაამი და სარა ხომ უკვე მოხუცები იყვნენ და არც შვილები ჰყავდათ?!

აბრაამი და მისი ოჯახი ქანაანისკენ მიმავალ გზაზე

„რწმენით აბრაამმა ყურად იღო მოწოდება, წასულიყო იმ ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრაელები 11:8).

კითხვები: რის გაკეთება სთხოვა იეჰოვამ აბრაამს? რას დაჰპირდა იეჰოვა აბრაამს?

დაბადება 11:29–12:9; საქმეები 7:2–4; გალატელები 3:6; ებრაელები 11:8

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება