საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 9 გვ. 28-გვ. 29 აბზ. 1
  • დაპირებული ვაჟი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაპირებული ვაჟი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • სარა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბრაამი და სარა თქვენ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ რწმენას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • „ლამაზი ქალი ხარ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 9 გვ. 28-გვ. 29 აბზ. 1
სარა კარავში იყო და ესმოდა, რას ეუბნებოდნენ ანგელოზები აბრაამს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 9

დაპირებული ვაჟი

აბრაამი და სარა დიდი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა დატოვეს ქალაქ ურში კარგი სახლი და კარვებში ცხოვრება დაიწყეს. მაგრამ სარა ამაზე არასოდეს წუწუნებდა, რადგან მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას.

სარას ისე ძალიან უნდოდა შვილი, რომ აბრაამს უთხრა: თუ ჩემი მსახური, აგარი გაგიჩენს შვილს, ჩემს შვილად მივიღებ. გარკვეული ხნის შემდეგ აბრაამსა და აგარს ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ისმაელი დაარქვეს.

ფეხმძიმე სარა

გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ, როცა აბრაამი 99 წლის იყო და სარა 89-ის, მათ სამი სტუმარი ეწვია. აბრაამმა ისინი ხის ჩრდილში დასვა და სუფრა გაუშალა. იცი, ვინ იყვნენ აბრაამის სტუმრები? ისინი ანგელოზები იყვნენ. მათ უთხრეს აბრაამს: მომავალ წელს, ზუსტად ამ დროს, შენ და შენს ცოლს შვილი გეყოლებათ. სარა ამ დროს კარავში იყო და ყველაფერი ესმოდა. ამ სიტყვების გაგონებაზე მას ჩუმად ჩაეცინა და გაიფიქრა: ნუთუ მართლა მეყოლება შვილი ამ ხნის ქალს?!

ერთი წლის შემდეგ სარას ვაჟი შეეძინა, როგორც ეს ანგელოზებს ჰქონდათ ნათქვამი. აბრაამმა შვილს ისაკი დაარქვა. ისაკი ნიშნავს „სიცილს“.

ისაკი დაახლოებით ხუთი წლის იყო, როცა სარამ დაინახა, რომ ისმაელი დასცინოდა მის ვაჟს. თავისი შვილი რომ დაეცვა, მან აბრაამს უთხრა, აგარი და ისმაელი სახლიდან გაეშვა. თავიდან აბრაამს არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: დაუჯერე სარას. მე ვიზრუნებ ისმაელზე. ჩემი დანაპირები ისაკის მეშვეობით შესრულდება.

სარა და ისაკი უყურებენ, როგორ მიდიან ისმაელი და აგარი სახლიდან.

„რწმენით სარამ … ძალა მიიღო შთამომავლის გასაჩენად, რადგან ერთგულად მიიჩნია ის, ვინც ეს აღუთქვა“ (ებრაელები 11:11).

კითხვები: რა მოისმინა სარამ, როცა აბრაამს ანგელოზები ელაპარაკებოდნენ? როგორ დაიცვა იეჰოვამ ისაკი?

დაბადება 16:1–4, 15, 16; 17:25–27; 18:1–15; 21:1–14; ებრაელები 11:11

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება