საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 18 გვ. 48-გვ. 49 აბზ. 4
  • ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცეცხლმოკიდებული ბუჩქი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ცეცხლმოკიდებული ბუჩქი
    ბიბლიური მოთხრობები
  • მოსე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსე რა გავლენას ახდენს მისი ცხოვრება თქვენზე?
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • რატომ გაიქცა მოსე?
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 18 გვ. 48-გვ. 49 აბზ. 4
მოსე ცეცხლმოკიდებულ ბუჩქთან

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 18

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

მოსე 40 წელი ცხოვრობდა მიდიანში. იქ დაქორწინდა და შვილები შეეძინა. ერთხელ, როცა სინას მთასთან ახლოს ცხვარს მწყემსავდა, უცნაური რამ შენიშნა: ეკლიან ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა! მიუახლოვდა, რომ გაეგო, რა ხდებოდა. ბუჩქიდან ხმა შემოესმა: მოსე, ახლოს არ მოხვიდე! გაიხადე სანდლები, შენ წმინდა მიწაზე დგახარ! მოსეს იეჰოვა ელაპარაკებოდა ანგელოზის მეშვეობით.

მოსეს ისე შეეშინდა, რომ სახე დაიფარა. ბუჩქიდან კვლავ შემოესმა ხმა: ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა ეგვიპტეში. გავათავისუფლებ მათ და კარგ ადგილას წავიყვან. შენ გამოიყვან ჩემს ხალხს ეგვიპტიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაოცდებოდა მოსე ამის მოსმენაზე?!

მოსემ ჰკითხა ღმერთს: როცა მკითხავენ, ვინ გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა მიუგო: უთხარი, იეჰოვამ, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო. შემდეგ მოსემ ჰკითხა: როგორ მოვიქცე, თუ არ დამიჯერებენ? იეჰოვამ უთხრა მოსეს, თავისი ჯოხი მიწაზე დაეგდო. როგორც კი მან ჯოხი ძირს დააგდო, ის მაშინვე გველად გადაიქცა. შემდეგ მოსემ გველს კუდზე მოჰკიდა ხელი და ის ისევ ჯოხად იქცა. ღმერთმა უთხრა მას: როცა მათ თვალწინ ამას გააკეთებ, მიხვდებიან რომ ჩემი გაგზავნილი ხარ. ასე დაარწმუნა იეჰოვამ მოსე, რომ მის გვერდით იქნებოდა.

ბოლოს მოსემ უთხრა ღმერთს: კარგად ვერ ვლაპარაკობ, მეტყველება მიჭირს. ამაზე იეჰოვამ მიუგო: მე გეტყვი, რაც უნდა ილაპარაკო და თან შენს ძმას, აარონს, გამოგაყოლებ, რომ დაგეხმაროს. მოსე დარწმუნდა, რომ იეჰოვა იქნებოდა მასთან, ამიტომ მოჰკიდა თავის ცოლ-შვილს ხელი და ეგვიპტეში დაბრუნდა.

„როცა გადაგცემენ, ნუ იწუხებთ იმაზე, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ გაგიმჟღავნდებათ, რაც უნდა თქვათ“ (მათე 10:19).

კითხვები: რა შეემთხვა ერთხელ მოსეს, როცა ცხვარს მწყემსავდა? რა დაავალა იეჰოვამ მოსეს?

გამოსვლა 3:1–4:20; საქმეები 7:30–36

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება