საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 28 გვ. 70-გვ. 71 აბზ. 1
  • ბალაამის ვირი ალაპარაკდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბალაამის ვირი ალაპარაკდა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ვირი ალაპარაკდა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ბალაამი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბალაკი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რიცხვების მოკლე შინაარსი
    ბიბლია
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 28 გვ. 70-გვ. 71 აბზ. 1
ბალაამის ვირი წვება გზაზე, როცა ანგელოზს ხედავს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 28

ბალაამის ვირი ალაპარაკდა

ისრაელებმა უდაბნოში დაახლოებით 40 წელი გაატარეს. ამ ხნის მანძილზე მათ ბევრი ქალაქი დაიპყრეს. ამჯერად ისინი მოაბის ველზე მდინარე იორდანის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ. ისრაელები აღთქმულ მიწასთან უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. მოაბის მეფე ბალაკი ძალიან შეშინებული იყო, რადგან ხვდებოდა, რომ ისრაელები მის ქვეყანასაც დაიპყრობდნენ. ამიტომ თავისთან დაიბარა ერთი კაცი, რომელსაც ბალაამი ერქვა, რათა მას ისრაელები დაეწყევლა.

იეჰოვამ გააფრთხილა ბალაამი: არ დაწყევლო ისრაელები! ამიტომ ბალაამი აღარ მივიდა მეფესთან. მეფე ბალაკმა მას მეორედ მოუხმო და შეუთვალა, თუ მოხვალ, რასაც მეტყვი, ყველაფერს მოგცემო. ბალაამი არც ამჯერად მივიდა მეფესთან. შემდეგ მას ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: წადი, ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ის თქვი.

ბალაამი დაჯდა თავის ვირზე და მოაბისკენ გაემართა. სინამდვილეში, ის იქ ისრაელების დასაწყევლად მიდიოდა, არადა იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა, ასე არ მოქცეულიყო. გზაზე სამჯერ გადაუდგა იეჰოვას ანგელოზი, მაგრამ ბალაამი ვერ ხედავდა მას; ანგელოზს მხოლოდ მისი ვირი ხედავდა. პირველად ვირმა გზიდან მინდვრისკენ გადაუხვია, შემდეგ ქვის კედელს მიეკრა და ბალაამს ფეხი კედელზე მიუჭყლიტა. ბოლოს კი შუა გზაზე ჩაიკეცა. ყოველ ჯერზე ბალაამი ჯოხით სცემდა ვირს.

ამის შემდეგ იეჰოვამ ვირი აალაპარაკა. მან ჰკითხა ბალაამს: რატომ მცემ? ბალაამმა მიუგო: რას მასულელებ? მახვილი რომ მქონდეს, მოგკლავდი. ვირმა უთხრა: ამდენი წელია, ერთგულად გემსახურები. ოდესმე მოვქცეულვარ ასე?

იეჰოვამ თვალი აუხილა ბალაამს და მანაც დაინახა ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ხომ გაგაფრთხილა იეჰოვამ, არ დაგეწყევლა ისრაელი?! ბალაამმა უპასუხა: არასწორად მოვიქეცი. ახლავე უკან გავბრუნდები. ანგელოზმა კი უთხრა: შეგიძლია წახვიდე მოაბში, მაგრამ მხოლოდ ის უნდა თქვა, რასაც იეჰოვა გეტყვის.

ისწავლა ბალაამმა ჭკუა? არა. ამის მერე მან სამჯერ სცადა ისრაელების დაწყევლა, მაგრამ ყოველ ჯერზე, წყევლის ნაცვლად, იეჰოვას ძალით კურთხევას წარმოთქვამდა. საბოლოოდ, ისრაელები თავს დაესხნენ მოაბელებს და ბალაამიც მოკლეს. განა არ ჯობდა, რომ ბალაამს იეჰოვასთვის დაეგდო ყური?!

„იფხიზლეთ და ერიდეთ ყოველგვარ სიხარბეს, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

კითხვები: რატომ წავიდა ბალაამი მოაბში? რა მოხდა გზაში?

რიცხვები 22:1–24:25; 31:8; ნეემია 13:2; 2 პეტრე 2:15, 16; იუდა 11

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება