საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 31 გვ. 78
  • იესო ნავეს ძე და გაბაონელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ნავეს ძე და გაბაონელები
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • გონიერი გაბაონელები
    ბიბლიური მოთხრობები
  • მზე გაჩერდა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ბიბლიის წიგნი 6 — იესო ნავეს ძე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იესო ნავეს ძის 1:9 — „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“
    ბიბლიური მუხლების ახსნა
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 31 გვ. 78
ძველი და გაცვეთილი ტანსაცმლით შემოსილი გაბაონელები მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და მის ჯართან.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 31

იესო ნავეს ძე და გაბაონელები

იერიხონის დაცემის ამბავი ქანაანში მცხოვრებმა სხვა ერებმაც გაიგეს. მათი მეფეები გაერთიანდნენ, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ. თუმცა გაბაონელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს; ჩაიცვეს ძველი, გაცვეთილი ტანსაცმელი, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: შორი ქვეყნიდან მოვედით. გავიგეთ, რა გააკეთა იეჰოვამ თქვენთვის ეგვიპტესა და მოაბში. პირობა მოგვეცით, რომ არაფერს დაგვიშავებთ და თქვენი მსახურები გავხდებით.

იესო ნავეს ძემ დაიჯერა მათი ნათქვამი და დაჰპირდა, რომ არ გაანადგურებდა გაბაონელებს. სამი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი შორეული ქვეყნიდან კი არა, ქანაანიდან იყვნენ. იესო ნავეს ძემ ჰკითხა მათ: რატომ მოგვატყუეთ? მათ მიუგეს: შეგვეშინდა. ვიცით, რომ თქვენი ღმერთი იეჰოვა იბრძვის თქვენთვის. ძალიან გთხოვთ, შეგვიბრალეთ, ნუ დაგვხოცავთ! იესო ნავეს ძემ სიტყვა ვეღარ გატეხა და გაბაონელები ცოცხლები დატოვა.

ცოტა ხანში ქანაანელთა ხუთმა მეფემ ომი გამოუცხადა გაბაონს. იესო ნავეს ძემ შეკრიბა ჯარი და გაბაონელების დასახმარებლად წავიდა. მათ მთელი ღამე ფეხით იარეს და დილით ადრე შეუტიეს ქანაანელებს. შეშინებული ქანაანელები აქეთ-იქით გარბოდნენ. ამ დროს იეჰოვამ ციდან ქვის სეტყვა მოავლინა, რომელმაც გაქცეული ქანაანელები დახოცა. ამის შემდეგ იესო ნავეს ძემ სთხოვა ღმერთს, მზე გაეჩერებინა. რატომ სთხოვა მან ღმერთს ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა? ამით მან უდიდესი ნდობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. რა საოცარია, მზე არ ჩავიდა მანამ, სანამ ისრაელებმა ქანაანელთა ხუთი მეფე და მათი ჯარი ბოლომდე არ გაანადგურეს!

იესო ნავეს ძე ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს და იეჰოვას სთხოვს, მზე გააჩეროს.

„თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი – არა; რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის“ (მათე 5:37).

კითხვები: რა ხერხს მიმართეს გაბაონელებმა გადასარჩენად? როგორ დაეხმარა იეჰოვა ისრაელებს?

იესო ნავეს ძე 9:1–10:15

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება